Obscured by Clouds

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Obscured by Clouds
ალბომის "Obscured by Clouds" ყდა
Obscured by Clouds
გამოცემის თარიღი 3 ივნისი, 1972 (ბრიტანეთი)
15 ივნისი, 1972 (აშშ)
ჩაწერის თარიღი ივნისი, 1972 - იანვარი, 1973
ჟანრი პროგრესიული როკი
ინსტრუმენტული როკი
ხანგრძლივობა 40 წთ 30 წმ
ლეიბლი/ები Harvest, EMI (ბრიტანეთი)
Harvest/Capitol, Capitol (აშშ)
პროდიუსერ(ებ)ი პინკ ფლოიდი
ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი
Meddle
(1971)
Obscured by Clouds
(1972)
The Dark Side of the Moon
(1973)
ალტერნატიული ყდა
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი


Obscured by Clouds (ინგ.: ღრუბლებით დაფარული) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი, რომელიც წარმოადგენს მუსიკას ფრანგული ფილმისათვის La Vallée. ფილმის რეჟისორი არის ბარბეტ შრედერი. შრედერი კმაყოფილი იყო მისი ფილმისათვის ჯგუფის მიერ შექმნილი წინა ნამუშევრით, Music from the Film More და ამჯერადაც, ავანსის გადახდის შემდეგ, პინკ ფლოიდმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც შრედერმა ფილმში გამოიყენა.

ამ პერიოდში ჯგუფი უკვე მუშაობდა ალბომზე Dark Side of the Moon, მაგრამ მცირე პაუზა გააკეთა, რათა პარიზში ფილმისათვის მუსიკა დაეწერა. ამასთან დაკავშირებით ნიკ მეისონი იხსენებს:

"ალბომის More წარმატების შემდეგ, ბარბეტ შრედერის მორიგი ფილმის მუსიკაზე ვმუშაობდით. მის ახალ ფილმს La Valleé ერქვა და ჩვენ დროებით გადავსახლდით საფრანგეთში, რათა თებერვლის უკანასკნელი კვირის განმავლობაში მუსიკა ჩაგვეწერა. ჩაწერა იგივე მეთოდით მიმდინარეობდა, რომელიც More-ზე მუშაობისას გამოვიყენეთ. ჩვენ გვქონდა ფილმის არასრული ვერსია, ვიყენებდით წამმზომებს, რათა განსაკუთრებულ კადრებზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ვიწერდით მუსიკალურ თემებს, რომლებიც ერთმანეთში გადადიოდა, რათა ფილმის საბოლოო ვერსიას მორგებოდა. ჩაწერის დრო საოცრად შეზღუდული იყო. სულ ორი კვირა მოგვცეს, რათა ჩაგვეწერა და უფრო ნაკლები - რათა ერთ მთლიან ალბომად გვექცია."[1]

ალბომის ჩაწერისას ჯგუფი თავისუფლად იყენებდა "სტანდარტული როკ სიმღერების კონსტრუირების მეთოდს", რის გამოც ალბომი უფრო ახლოს არის ჩვეულ როკ მუსიკასთან, ვიდრე პინკ ფლოიდის ჩვეულ სტილთან.

Obscured by Clouds იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც გამოიყენეს სინთეზატორი VCS 3.

რადგანაც ჯგუფი არ განიხილავდა ამ დისკს, როგორც კონცეფტუალურ ნამუშევარს, აქედან კონცერტებზე სრულდებოდა მხოლოდ სამი კომპოზიცია - "Obscured by Clouds", "When You're In" და "Childhood's End".


[რედაქტირება] სიმღერები

მხარე 1
# სახელწოდება მუსიკის ავტორი ხანგრძლივობა
1. "Obscured by Clouds"   უოტერსი, გილმორი 3:03
2. "When You're In"   უოტერსი, გილმორი, მეისონი, რაიტი 2:30
3. "Burning Bridges"   რაიტი, უოტერსი 3:29
4. "The Gold It's in the..."   უოტერსი, გილმორი 3:07
5. "Wot's... Uh the Deal?"   უოტერსი, გილმორი 5:08
6. "Mudmen"   რაიტი, გილმორი 4:20
მხარე 2
# სახელწოდება მუსიკის ავტორი ხანგრძლივობა
7. "Childhood's End"   გილმორი 4:31
8. "Free Four"   უოტერსი 4:15
9. "Stay"   რაიტი, უოტერსი 4:05
10. "Absolutely Curtains"   უოტერსი, გილმორი, რაიტი, მეისონი 5:52

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Mason Nick; Inside Out: A personal History of Pink Floyd
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/Obscured_by_Clouds"-დან
პირადი ხელსაწყოები