The Thin Ice
| The Thin Ice | ||||
|---|---|---|---|---|
| სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი | ||||
| ალბომი | The Wall | |||
| გამოიცა | 30 ნოემბერი 1979 (ინგლისი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) |
|||
| ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი, 1979 | |||
| ჟანრი | პროგრესული როკი, ჰარდ როკი | |||
| ენა | ინგლისური | |||
| ხანგრძლივობა | 2:27 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest Records (ინგლისი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ) | |||
| ავტორი | როჯერ უოტერსი | |||
| პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |||
| The Wall სიმღერების სია | ||||
|
||||
The Thin Ice — ჯგუფ პინკ ფლოიდის მეორე სიმღერა ალბომის The Wall პირველი დისკიდან. [1][2]
სექციების სია |
კომპოზიცია [რედაქტირება]
სიმღერა გრძელდება 2 წუთსა და 30 წამს. პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში ჟღერს ბავშვის ტირილი (რომელიც წინა სიმღერა In the Flesh?-ს მოჰყვება). შემდეგ ჟღერს დევიდ გილმორის ნაზი ვოკალი.
56 წამის შემდეგ სრულდება გილმორის ტექსტი და იწყება როჯერ უოტერსის სტროფი. ტექსტი დასასრულს ცინიკური ტონის მატარებელია. საბოლოოდ მას უერთდება გიტარის ხმაურიანი სოლო.
სიუჟეტი [რედაქტირება]
ისევე როგორც ალბომის The Wall სხვა სიმღერები, The Thin Ice სიუჟეტის მთავარი პერსონაჟის, პინკის ცხოვრებას ეხება. მასში მიმოხილულია პინკი ცხოვრების ადრეული წლები, სანამ იგი გაიზრდება და მიხვდება, თუ რა ბედი ეწია მის მამას. The Thin Ice (ქართ. თხელი ყინული) ნიშნავს ადამიანთა ცხოვრებაში უმწიკვლობის პერიოდს, სანამ ისინი მიხვდებიან, თუ რა სამყაროთი არიან მოცულები.
სიმღერის მესამე და მეოთხე სტრიქონი მესამე სტროფიდან - „Dragging behind you the silent reproach / Of a million tear-stained eyes“ („და უკან გაიყოლო მილიონი აცრემლებული თვალის პირქუში საყვედური“) აღიშნავს ფსიქოლოგიურ და სულიერ ეფექტს, რომელიც შეიძლება იქონიოს ომმა - არა მხოლოდ მათზე, ვინც იგი გადაიტანა, არამედ მათზეც, ვინც მას გადაურჩა, მაგრამ ომის ტკივილის უკანასკნელი მატარებელია.
ფილმის ვერსია [რედაქტირება]
ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ნაჩვენებია ომში წასული ათასობით მამაკაცი, დაჭრილი ან მკვდარი. შემდეგ მოქმედება გადადის პინკზე, რომელიც სასტუმროს აუზში ცურავს. მამის სიკვდილზე ფიქრის დროს მას წყალი სისხლად ეჩვენება.
ცოცხალი ვერსიები [რედაქტირება]
როჯერ უოტერსის 2010-2012 წლების ტურნეს The Wall Live ფარგლებში შესრულებულ ამ სიმღერას ახლდა რეალური ომის მსხვერპლთა ჩვენება. მათ შორის ჩნდებოდა როჯერის მამის, ერიკ ფლეტჩერ უოტერსის ფოტოსურათის, რასაც მოჰყვებოდა მსმენელთა მიერ როჯერის საიტზე ატვირთული ფოტოსურათები, ომში დაკარგული ან დაღუპული ახლობლების გამოსახულებით. მას შემდეგ, რაც ფოტო ჩნდებოდა ცენტრალურ, მრგვალ ეკრანზე, იგი პროექციის სახით გადადიოდა კედლის დეკორაციის ცალკე აგურზე.
პერსონალი [რედაქტირება]
- დევიდ გილმორი — ვოკალი პირველ სტროფში, გიტარები, სინთეზატორი Prophet-5 [3]
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები[3]
- როჯერ უოტერსი — ვოკალი მეორე სტროფში, ბას გიტარა[3]
- რიჩარდ რაიტი — ორღანი, ფორტეპიანო[3]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Fitch, Vernon and Mahon, Richard, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, p.72
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||