Porsche

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პორშე)
Dr. Ing. h.c. F. Porsche AG
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი ავტოინდუსტრია
დაფუძნდა 1931; 93 წლის წინ (1931)
დამაარსებელი ფერდინანდ პორშე
სათავო ოფისი შტუტგარტი, გერმანია
მმართველი
ვოლფგანგ პორშე
პროდუქცია ავტომობილები
შემოსავალი 21.533 მილიარდი ევრო (2015) [1]
საწარმოო შემოსავალი 3.404 მილიარდი ევრო (2015)[1]
სუფთა მოგება 2.335 მილიარდი ევრო[1]
მფლობელი Volkswagen
თანამშრომელი 24,481 (2015)[1]

პორშეავტომობილების მწარმოებელი გერმანული კომპანია, რომელიც პორშეებისა და პიეხების (Piëch) ოჯახთა საკუთრებაა. კომპანია მდებარეობს ქალაქ შტუტგარტში, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრია.

კომპანია დააარსა 1930 წელს ფერდინანდ პორშემ (1875-1951). მის სახელს 1000-ზე მეტი პატენტი უკავშირდება. 1920 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა Mercedes-Benz-თან. ფერდინანდ პორშე ასევე ცნობილია პირველი Volkswagen-ის დიზაინის შექმნით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსების პირველ წლებში კომპანია ორიენტირებული არ იყო ავტომობილის აწყობაზე. პირველი ავტომობილი მან შექმნა ფოლკსვაგენისთვის. ეს იყო Volkswagen Beetle. პირველი პორშე იყო პორშე-64, რომელიც 1939 წელს შეიქმნა Beetle-ზე დაყრდნობით.

II მსოფლიო ომის დროს „პორშე“ ამზადებდა საბრძოლო ტექნიკას. მან შექმნა რამდენიმე ტანკიც.

1945 წელს ფერდინანდ პორშე ორი წლით დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში შექმნა პორშე-356 მისმა შვილმა, ფერი პორშემ. 1948 წლის 8 ივნისს ფერი პორშემ მის მიერ კონსტრუირებული ავტომობილის გაყიდვის ლიცენზია მიიღო.

1951 წლის 30 იანვარს ფერდინანდ პორშე დამბლის შედეგად გარდაიცვალა.

თავდაპირველად, პორშე-356-ს ჰქონდა ფოლკსვაგენის ძრავა, სამუხრუჭე სისტემა და სიჩქარის გადაცემათა კოლოფი. მოგვიანებით, ეს ყველაფერი „პორშემ“ საკუთარი დეტალებით ჩაანაცვლა. დიზაინზე მუშაობდა Erwin Komenda.

1963 წელს ფერი პორშემ მუშაობა დაიწყო ლეგენდარულ მოდელზე – პორშე-911-ზე. ეს იყო უდიდესი გარდატეხის მომენტი პორშეს ისტორიაში. 911 იყო 6-ცილინდრიანი სპორტული ავტომობილი ბოქსერის ძრავით. თავდაპირველად, 901 ერქვა. რადგან (x0x) პეჟოს ხელწერა იყო, ის ჩანაცვლდა 911-ით. პირველად ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოშოუზე წარადგინეს. „პორშე“ მალევე გახდა 60-იანი წლების სიმბოლო და არასოდეს დაუკარგავს აქტუალურობა. XIX საუკუნეში პორშე არის არა მხოლოდ საიმედოობის, სისწრაფის, ხარისხისა და ეფექტიანი გარეგნობის, არამედ სრულყოფილი ავტომობილის ერთ-ერთი სიმბოლოც. 911 ძალიან წარმატებული მანქანა გამოდგა რბოლაშიც.

1970-იანი წლების დასაწყისში „პორშემ“ გარკვეული ცვლილებები შეიტანა ავტომობილში. ძრავის მოცულობა გაიზარდა 2.2 ლიტრამდე. 911S-ს უკვე 200 ცხენის ძალა ჰქონდა. ძრავის ზომასთან ერთად, გარკვეულად შეიცვალა ცილინდრებიცა და სარქველებიც (უკეთესი ვენტილაციის მისაღწევად). ამ ძრავის წარმატებულობამ კიდევ ერთი, უმნიშვნელო ცვლილება განაპირობა ძრავაში. „პორშემ“ შექმნა 2.4-იანი ძრავა (რეალურად, 2.341cc). შესაბამისად გაიზარდა ცხენის ძალებიც: 911T – 157; 911E – 185; 911S – 210;hp.

რეპუტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის მაისში პორშეს ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტული მიენიჭა.

მისი ყველაზე პოპულარული მოდელია 911 (nine eleven), რომლის ისტორიაც 1963 წელს იწყება. მას შემდეგ ეს მოდელი მნიშვნელოვნად დაიხვეწა. დღეისთვის უკვე არსებობს 4-წამყვანთვლიან, ტურბო, ტურბო S, targa და სხვადასხვა ვერსია.

2002 წლიდან გამოდის ასევე პოპულარული მოდელი SUV ტიპის 5-ადგილიანი Cayenne, (V8).

Cayman 2-ადგილიანი სპორტული მანქანაა, რომელიც 2006 წლიდან გამოდის 2.7 და 3.4-ლიტრიანი ძრავებით.

2004 წლიდან გამოდიოდა Carrera GT (Leipzig, Germany) 6-სიჩქარიანი მექანიკა 5.7 liter DOHC V10.

არსებობის პერიოდში, „პორშეს“ ორჯერ მოენიჭა საუკეთესო ავტომარკის ტიტული.

კომპანიას ახასიათებს მკვეთრი მარკეტინგული ცვლილებების განხორციელება და, ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობა. თუმცა გერმანულმა კომპანიებმა დასავლეთ ევროპაშიც დაიწყეს მანქანათწარმოება, პორშეს ქარხანა შტუტგარტში დარჩა (მხოლოდ Cayenne მზადდება სხვა ქალაქში – ლაიფციგში).

კომპანია იმდენად წარმატებულია, რომ „პორშე“ მუდმივად უწევს კონსულტაციებს სხვა ავტობრენდებს: Audi, Studebaker, SEAT, Daewoo, Subaru და Yugo-ს.

Porsche 911 2.7 Carrera (1975 წლის საიუბელეო მოდელი)

კონკურენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად, პორშეს მთავარი მეტოქე ფერარია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი მათ მსგავსებაზე საუბრობს, პორშესა და ფერარის ფასებს შორის მკვეთრი განსხვავებაა. დანარჩენი კონკურენტები, ფერარისგან განსხვავებით, გერმანული წარმოშობის არიან. მაგალითად, ბოქსთერს ხშირად ადარებენ BMW z4 და Mercedes-Benz SLK-ს.

პორშეს მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორშეს ახალი მუზეუმი

პირველი მუზეუმი „პორშემ“ ქარხნის ტერიტორიაზე გახსნა, სადაც ექსპონატები მუდმივად იცვლებოდა. 2005 წელს კომპანიამ პორშეს მოედანზე პორშეს ახალი მუზეუმის აშენება დაიწყო, რომელიც 2009 წლის 31 იანვარს გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Porsche AG Annual Report 2015 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2016
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Porsche&oldid=3929671“-დან