გერმანიის დროშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანიის დროშა

გერმანიის დროშა სამფეროვანია. იგი შედგება სამი ჰორიზონტალური, ერთი ზომის ლენტისაგან, რომელთაც გერმანიის ეროვნული ფერები აქვს: შავი, წითელი და ოქროსფერი.

ისტორიული რაკურსი[რედაქტირება]

სამფეროვან დროშაზე შავი ფერი პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და მნიშვნელობა 1848 წლის რევოლუციიდან შეიძინა. 1848-1850წწ. ფრანკფურტის პარლამენტმა სამფეროვანი დროშა წარმოადგინა, როგორც გაერთიანებული და დემოკრატიული გერმანული სახელმწიფოს სიმბოლო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ვაიმარის რესპუბლიკის ფორმირებასთან ერთად, ზემოთ ხსენებული სამფეროვანი დროშა გერმანიის სახელმწიფო დროშად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კი, სამფეროვანი დროშა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ გერმანიის სიმბოლოს წარმოადგენდა მანამ, სანამ 1959 წელს კომუნისტური სიმბოლო არ იქნა დამატებული აღმოსავლეთ გერმანიის დროშაზე. 1990 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ კი, როდესაც გერმანია გაერთიანდა სამფეროვანი (შავი, წითელი, ოქროსფერი) დროშა გერმანიის სახელმწიფო დროშად იქცა.

გერმანიის დროშა ყოველთვის არ შეიცავდა შავ, წითელ და ოქროსფერ ფერებს. 1866 წლის ავსტრია-პრუსიის ომის შემდეგ, პრუსიის მიერ მართული ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაცია სამფეროვან დროშას იყენებდა, რომლის ფერებსაც შავი, თეთრი და წითელი წარმოადგენდა. მოგვიანებით ეს დროშა გერმანიის იმპერიის დროშას წარმოადგენდა. 1871_იდან 1918 წლამდე. აგრეთვე, 1933 წლიდან შავი, თეთრი და წითელი ფერები ნაცისტური გერმანიის სახელმწიფოებრივ ფერებს წარმოადგენდა .

ფერთა განლაგება - შავი-წითელი-ოქროსფერი და შავი-თეთრი-წითელი - მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გერმანიის ისტორიაში და გააჩნდათ სხვადასხვაგრვარი მნიშვნელობები. თანამედროვე დროშის ფერები დაკავშირებული იყო დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირებასთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და წარმოადგენდა გერმანიის გაერთიანებისა და თავისუფლების სიმბოლოს: არა მხოლოდ გერმანიის თავისუფლების, არამედ გერმანელი ხალხის პირად თავისუფლებასაც.[1]

დროშათა სახესხვაობები[რედაქტირება]

სამთავრობო დროშა
სამოქალაქო დროშა

სამოქალაქო დროშა[რედაქტირება]

გერმანიის სახელმწიფო დროშა ანუ Bundesflagge (ფედერალური დროშა), რომელიც მხოლოდ სამ ფერს - შავი, წითელი და ოქროსფერი - შეიცავს ,1949[2] წელს (დასავლეთ) გერმანიის კონსტიტუციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. დღესდღეობით კი სამფეროვანი დროშა გერმანიის სამოქალაქო ბაირაღის მნიშვნელობასაც ატარებს. აგრეთვე, ამ დროშას არაფედერალური ხელისუფლებებიც იყენებენ, რათა გამოხატონ მათი კავშირი ფედერალურ ხელისუფლებასთან. მაგალითად, გერმანიის ქალაქები გერმანიის სახელმწიფო დროშას თავიანთ საკუთარ დროშებთან ერთად აქტიურად იყენებენ.

სამთავრობო დროშა[რედაქტირება]

გერმანიის სამთავრობო დროშა ოფიციალურად ცნობილია, როგორც Dienstflagge der Bundesbehörden (ფედერალური მთავრობების სახელმწიფო დროშა) ან უფრო მოკლედ - Bundesdienstflagge. ის 1950 წელს გამოჩნდა და დღესდღეობით წარმოადგენს სამოქალაქო დროშის სახეცვლილ ფორმას, სდაც შავი და თეთრი ფერევის ერთ მეხუთედს ფარავს ემბლემა (ე.წ. Bundesschild), რომელსაც ფედერალური ფარის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. ეს ე.წ. Bundesschild არის გერმანიის გერბის ერთ-ერთი ვარიანტი, სადაც განსხვავებები არწივის ილუსტრაციასა და ფარის მოყვანილობაში მდგომარეობს - ე.წ. Bundesschild არის მრგვალი, ხოლო გერბი კი არა.[3] სამთავრობო დროშა არ შეიძლება გამოიყენებულ იქნას ფედერალური მთავრობების მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ითვლება სახელმწიფო შეურაცხყოფად და ისჯება კანონით. აღსანიშნავია, რომ ნების დართვის შემთხვევაში სამთავრობო დროშა შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში.

სანაოსნო ფლოტის დროშა (Dienstflagge der Seestreitkräfte der Bundeswehr)

სამხედრო დროშები[რედაქტირება]

იმის შემდეგ, რაც გერმანიის შეიარაღებული ძალები აღიარებულ იქნა, როგორც ფედერალური ხელისუფლება, გერმანიის სამთავრობო დროშა (Bundesdienstflagge) გამოიყენება, როგორც გერმანიის საომარი დროშა. 1956 წელს კი გერმანისს სანაოსნო ფლოტის დროშა ( Dienstflagge der Seestreitkräfte der Bundeswehr) იქნა შექმნილი, რომელსაც მერცხლის კუდის მაგვარი დაბოლოება აქვს.

დიზაინი[რედაქტირება]

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ძირითად კანონში - გერმანიის კონსტიტუციაში - 22_ე პუნქტში აღნიშნულია: "ფედერალური დროშა უნდა იყოს შავ,წითელ და ოქროსფერ ფერებში". აგრეთვე, 1950 წელს (დასავლეთ) გერმანიის ხელისუფლების მიერ დადგენილ იქნა სპეციპიკური ნორმები, რომლის მიხედვითაც დროშა უნდა წარმოდგენილიყო სამი იდენტური ზომის ჰორიზონტალური ლენტისაგან, სადაც თითოეულის ზომა 3:2 იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ვაიმარის რესპუბლიკის დროს ზომები 2:3 იყო.[4]

დროშის ზუსტი ფერები განსაზღვრული არ ყოფილა მაშინ, როდესაც დროშა ოფიციალურად იქნა მიღებული. ფედერალურმა კაბინეტმა საყოველთაო დიზაინის პროექტი 1999 წლის 2 ივნისს წარუდგინა გერმანიის მთავრობას, რომელიც დღეს-დღეისობით შემდეგ ფერებს მოიცავს:

Untitled223.jpg
ფერთა გამა შავი წითელი ოქროსფერი
RAL 9005
ფისივით შავი
3020
მუქი წითელი
1021
კადმიუმივით ყვითელი
HKS 0, 0, 0 5.0PB 3.0/12 6.0R 4.5/14
CMYK 0.0.0.100 0.100.100.0 0.12.100.5
Pantone შავი 485 7405*
HTML #000000 #FF0000 #FFCC00
HTML Decimals 0,0,0 255,0,0 255,204,0

*მოცემული სიტყვის მნიშვნელობა წარმოადგენს შედარებით გართულებული კომბინაციის ალტერნატივას: ყვითელი (765 g), წითელი 032 (26 g), შავი (11 g), Transp. თეთრი (198 g)

ოქროსფერი თუ ყვითელი?[რედაქტირება]

გერმანიის დროშის ერთ-ერთი ვერსია ლითონური ოქროს ფერით. ეს ვერსია გამოიყენებოდა ხოლმე 1999 წლამდე, სანამ ფედერალურმა მთავრობამ დროშის საყოველთო დიზაინი არ წარმოადგინა.

ვექსილოლოგია ძალიან იშვიათად განარჩევს ერთმანეთისაგან ოქროსფერ და ყვითელ ფერებს. ჰერალდიკაში კი ორივე მათგანი ოქროსფერი ელფერის მქონედ განიხილება. რაც შეეხება გერმანულ დროშას, აქ არსებული ფერი ოქროსფერია და არა ყვითელი.

როდესაც შავ-წითელ-ოქროსფერ ფეროვანი დროშა იქნა მიღებული გერმანიაში ვაიმარის რესპიბლიკის მიერ, როგორც სახელმწიფო დროშა ამ ყველაფერს ოპოზიციური ტალღა მოჰყვა კონსერვატორების, მონარქისტების და რადიკალური მემარჯვენეების მხრიდან, რომლებიც დროშის ფერებს გესლიანად მოიხსენიებდნენ, როგორც: შავი-წითელი-ყვითელი (Schwarz-Rot-Gelb), შავ-წითელი-მდოგვისფერი (Schwarz-Rot-Senf ) და ა.შ. როდესაც 1933 წელს ნაცისტები მოვიდნენ მთავრობაში, 1918 წლის იმპერიული გერმანიის ფერები - შავი-თეთრი-წითელი - იქნა მათ მიერ დაბრუნებული და დაიწყო შავი-წითელი-ოქროსფერი ფერების დისკრედიტირება. ისინი იმავე ეპითეტებისთ მოიხსენიებდნენ დროშის ფერებს, როგორც მონარქისტები.

1959 წლის 16 ნოემბერს, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ (Bundesgerichtshof) მიიღო დადგენილება შავი-წითელი-ყვითელი ფერების დაბრუნებისა. როგორც ჰერალდისტმა არნოლდ რებოუმ აღნიშნა 1918 წელს "გერმანიის ფერები არის შავი-წითელი-ყვითელი, მაგრამ მათ მოიხსენიებენ, როგორც შავი-წითელი-ოქროსფერი".

დროშის დღეები[რედაქტირება]

2005 წლის 22 მარტს მიღებულ იქნა ფედერალური დადგენილება, რომლის მიხედვიტაც დროშა უნდა იქნას ჩამოხსნილი საჯარო შენობებიდან შემდეგ თარიღებში. . . (ყველა ეს თარიღი არ წარმოადგენს დასვენების დღეს).

თარიღი სახელი საფუძველი
27 იანვარი ნაციონალური სოციალიზმის მსხვერპლთა მოსახსენიებელი დღე
Tag des Gedenkens an die Opfer des Nationalsozialismus
აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღე
1 მაისი მუშათა საერთაშორისო დღე
Tag der Arbeit
შეიქმნა გერმანული მუშათა გაერთიანებებისათვის, რათა დემონსტრირება მომხდარიყო მუშათა კეთილდღეობის გაუმჯობესების.
9 მაისი ევროპის დღე
Europatag
შუმანის დეკლარაციის წლისთავი, დადგენილი ევროკავშირის მიერ (1950)
23 მაისი კონსტიტუციის დღე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ცონსტიტუციის მიღების დღე (1949)
17 ივნისი Jahrestag des 17. Juni 1953 აღმოსავლეთ გერმანიის აჯანყების წლისთავი (1953)
20 ივლისი Jahrestag des 20. Juli 1944 20 ივლისის აჯანყება, ადოლფ ჰიტლერის მკვლელობის მცდელობა (1944)
3 ოქტომბერი გერმანიის გაერთიანების დღე
Tag der Deutschen Einheit
გერმანიის გაერთიანების წლისთავი (1990)
შობამდე ორი კვირით ადრე გლოვის სახელმწიფო დღე
Volkstrauertag
ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე
წყარო: გერმანიის ფედერალური მთავრობა[5]

ისტორია[რედაქტირება]

Flag Germany Emperors Banner.svg Banner of the Holy Roman Emperor (after 1400).svg
საღვთო რომის იმპერიის ბაირაღი
(მარცხნივ: მე-14საუკუნე, მარჯვნივ: მე-15-19 საუკუნეები)
საღვთო რომის იმპერიის საომარი დროშა (მე-13-14 საუკუნეები)

საღვთო რომის იმპერიას (10 საუკუნე - 1806 წელი ცნობილი, როგორც გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია 1512 წლის შემდეგ) არ გააჩნდა სახელმწიფო დროშა, მაგრამ შავი და ოქროსფერი გამოიყენებოდა, როგორც საღვთო რომის იმპერატორის ფერები და იმპერიის ბაირაღიც ამ ფერებს შეიცავდა: შავი არწივი ოქროსფერ ფონზე. მე-13 საუკუნის ბოლოსა და მე-14 საუკუნის დასაწყისში არწივის კლანჭები და ნისკარტი წითლად შეიღება. მე-15 საუკუნიდან კი ორთავიანი არწივი გამოიყენებოდა.[6]

1804 წელს ნაპოლეონ ბონაპარტიმ პირველი ფრანგული იმპერიის არსებობა გამოაცხადა. ამის საპასუხოდ, საღვთო რომის იმპერატორმა ფრანცის II-მ ჰაბსბურგთა დინასტიიდან თავის სამფლობელოდ ავსტრიის იმპერია გამოაცხადა. გადმოიღეს რა საღვთო რომის იმპერიის ბაირაღის ფერები, ავსტრიის დროშის ფერებიც შავი და ოქროსფერი გახდა. ამის შემდეგ, ზემოთ ხსენებული ფერები ავსტრიის დროშის ფერებს 1918 წლამდე წარმოადგენდნენ.

ამ პერიოდის განმავლობაში წითელი და თეთრიც მნიშვნელოვან ფერებს წარმოადგენდნენ. როდესაც საღვთო რომის იმპერიამ ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩართვა დაიწყო საომარ დროშასთან ერთად შავ-ოქროსფერი იმპერიული ბაირაღიც გამოიყენებოდა. ეს დროშა, რომელიც "წმინდა გიორგის დროშის" სახელით იყო ცნობილი, წარმოადგენდა თეთრ ჯვარს წითელ ფონზე. წითელი და თეთრი აგრეთვე ჰანზას კავშირის (მე-13-17 საუკუნეები) ფერებს წარმოადგენდა. ჰანზას სავაჭრო გემები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი წათელ-თეთრი ალმებით და ყველაზე ჰანზას ქალაქებიც წითელ და თეთრ ფერებს იყენებდნენ, როგორც თავიანთი ქალაქების ფერებს. წითელი და თეთრი ფერები დღემდე წარმოადგენენ ყოფილი ჰანზას ქალაქების ფერებს, როგორებიცაა ჰამბურგი და ბრემენი.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. გერმანიის ფედერალური პარლამენტი (2004-12-15). Schwarz Rot Gold. Symbol der Einheit. წაკითხვის თარიღი: 2007-05-29.
  2. გერმანიის ფედერალური მთავრობა (1950-07-07).
  3. გერმანიის ფედერალური მთავრობა (1950-07-07).
  4. გერმანული რეიხის მთავრობა (1921-04-11).
  5. გერმანიის ფედერალური მთავრობა (2005-03-22). Beflaggungserlass der Bundesregierung. Verwaltung Online. წაკითხვის თარიღი: 2008-02-24.
  6. საღვთო რომის იმპერი. Flags of the World. წაკითხვის თარიღი: 2008-02-26.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]