შტუტგარტი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შტუტგარტი

შტუტგარტის გერბი შტუტგარტის მდებარეობა
(გერბი) (მდებარეობა)
ქვეყანა გერმანია
მიწა ბადენ-ვიურტემბერგი
მერი ვოლფგანგ შუსტერი გქდკ
ფართობი 207.36 კმ²
მოსახლეობა
 - სულ (2007 ცენზი)
595,452
სიმჭიდროვე 2,872 /კმ²
დაარსდა X საუკუნე
საფოსტო კოდი 70173–70619
ოფიციალური ვებგვერდი www.stuttgart.de

შტუტგარტი, ქალაქი გერმანიაში, მდინარე ნეკარის ნაპირზე. ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. 595,452 ათასი მცხოვრები (2007). ქვეყნის მნიშვნელოვანი ინდუსტრიის, საფინანსო და კულტურის ცენტრი.

შტუტგარტის სამრეწველო აგლომერაცია იძლევა ბადენ-ვიურტემბერგის მხარის მრეწველობის პროდუქციის დაახლოებით 1/3-ს. ქალაქი დიდი სატრანსპორტო კვანძია. განვითარებულია მანქანათმშენებლობის, მ. შ. ავტომშენებლობა ("დაიმლერ-ბენცის" და "პორშეს" ქარხნები), ელექტროტექნიკა ("რობერტ ბოშის" და "სტანდარდ ელეკტრიკ ლორენცის" ქარხნები), ზუსტი მექანიკა და ოპტიკა ("კოდაკი", "ცაის იკონი"), სამხედრო იარაღისა და აღჭურვილობის წარმოება, პოლიგრაფიის, კვების, საფეიქრო, სამკერვალო, ტყავის, ფეხსაცმლის მრეწველობა. შტუტგარტზე გადის ნავთობსადენი.

შტუტგარტის ცენტრში ძველი ქალაქია; მის ჩრდილოეთით სწორკუთხა კვარტალებიანი რაიხე ფორშტადტის რაიონია (XV საუკუნის II ნახევარი). ხუროთმოძღვრული ძეგლები: რომანულ-გოტიკური სამრევლო ეკლესია (XII, XV საუკუნეები), გოთური ეკლესია ლეონჰარდსკირხე (1463-66, არქიტექტორი ა. იორგი), ძველი რატუშა (1456-58), რენესანსის სტილის ძველი სასახლე (1553-იდან, არქიტექტორი ა. ტრეჩი), საცხოვრებელი კომპლექსი ვაისენჰოფი (1927, არქიტექტორები ლე კორბუზიე, ლ. მის ვან დერ როე და სხვ.), სატელევიზიო კოშკი (1954-55, არქიტექტორი ფ. ლეონჰარდტი), მაღლივი საცხოვრებელი სახლები "რომეო" და "ჯულიეტა" (1957-59, არქიტექტორები ჰ. შარუნი, ვ. ფრანკი) და სხვა.

პირადი ხელსაწყოები