გერმანიის გერბი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გერმანიის ფედერალური გერბი (გერმ. Bundeswappen Deutschlands) — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი. მასზე გამეორებულია სახელმწიფო დროშის დერები: შავი, წითელი და ყვითელი. გერბი გერმანიის ნაციონალური სიმბოლოა და წარმოადგენს ყვითელ (ოქროსფერ) ფონზე დატანილ ე. წ. ერთთავიან შავი ფერის „ფედერალურ არწივს“ (გერმ. Bundesadler, ბუნდესადლერი), რომელსაც თავი მარჯვნივ აქვს შებრუნებული, ფრთები გაშლილი აქვს; ნისკარტი, ენა და კლანჭები წითელი ფერითაა წარმოდგენილი. გერმანიის დღევანდელი გერბი იდენტურია კარლ-ტობიას შვაბის მიერ 1926 წელს შემუშავებული გერბისა, რომელიც 1928 წლიდან ვაიმარის რესპუბლიკის გერბს წარმოადგენდა; მასზე დატანილი არწივი ჯერ კიდევ „რაიხსადლერად“ ანუ იმპერიის არწივად მოიხსენიებოდა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გერმანიის გერბი“ ვიკისაწყობში.- გერმანიის ბუნდესტაგი: „ბუნდესადლერი“
- სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ, Blickpunkt Bundestag