დუისბურგი
|
ქალაქი
დუისბურგი
Duisburg
|
დუისბურგი (გერმ. Duisburg) — ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, მდებარეობს მდინარე რაინის მარჯვენა სანაპიროზე, მრავალი არხებით, აქ კვეთს მდინარე რაინი მდინარე რურს და ასევე აქვეა რაინ-ჰერნეს არხიც. ნახევარმილიონიანი ქალაქი არის სიდიდით მეხუთე ვესტფალიაში, ხოლო მეთხუთმეტე მთლიანი გერმანიის მასშტაბით. იგი ითვლება ქვემო რაინის დაბლობზე მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრად. ქალაქის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია, მას ეკვრის რამდენიმე ნაციონალური საავტომობილო და ევროპის ცენტრალური მაგისტრალები.
ისტორია [რედაქტირება]
შუა საუკუნეებში დუისბურგი განვითარდა როგორც სავაჭრო და სამრეწველო ქალაქი, მაგრამ XIII საუკუნეში რაინიდან შემოსულმა შტორმმა, დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს, ამის გამო დუისბურგმა დაკარგა ეკონომიკური, პოლიტიკური და სავაჭრო მნიშვნელობა.
XIX საუკუნეში გაიზარდა ქალაქის მოცულობა, მაღაროების და რკინის ინდუსტრიის წყალობით, დუისბურგმა დაიბრუნა მნიშვნელოვანი ფუნქცია ინდუსტრიული თვალსაზრისით. დუისბურგ-რურორტის პორტი დუისპორტი, ცენტრალური ქალაქის ნაწილით მიეკუთვნება სიდიდით პირველ ევროპის მდინარისეული პორტების სიას.
1972 წელს დაარსდა დუისბურგის უნივერსიტეტი, რომელმაც მისცა ქალაქს უფრო მეტი საშუალება განვითარებისთვის, როგორც მეცნიერული, ასევე ახალი-ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ქალაქი დუისბურგი თავისი ლოგისტიკური ფუნქციით ითვლება როგორც უმნიშვნელოვანესი კვანძი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში.
სტატიის