ელბა (მდინარე)
|
|
|
|---|---|
| Elbe | |
მდინარე ელბა (ლაბა) ჩეხეთში |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 1165 კმ |
| აუზის ფართობი | 148 268 კმ² |
| წყლის ხარჯი | 711 მ³/წმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | კრკონოშეს მთები |
| · მდებარეობა | ჩეხეთი |
| · სიმაღლე | 1400 მ |
| კოორდინატები |
/ |
| შესართავი | ჩრდილოეთის ზღვა |
| · მდებარეობა | გერმანია |
| · სიმაღლე | 0 მ |
| კოორდინატები |
/ / |
| ჩაედინება | ჩრდილოეთის ზღვა (გერმანია) |
| განლაგებულია | |
ელბას აუზი |
|
| ქვეყნები | |
| ქალაქები | ჰამბურგი, დრეზდენი, მაგდებურგი, უსტი |
ელბა (ჩეხ. Labe; გერმ. Elbe) — მდინარე ჩეხეთსა და გერმანიაში. დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. სიგრძე 1165 კმ, აუზის ფართობი 148 ათ. კვ.კმ. სათავე აქვს ჩეხეთში, კრკონოშეს მთების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 1400 მ სიმაღლეზე. ქალაქ პარდუბიცემდე მიედინება ჭორომიან კალაპოტში, აჩენს 70 მ-მდე სიმაღლის ელბის ჩანჩქერს.
ქვემოთ ხეობა განიერდება, ქალაქ მელნიკთან უერთდება მდინარე ვლტავა, შემდეგ კი მდინარე ოგრჟე. ჩეხეთის რესპუბლიკაში მდინარე 405 კმ მანძილზე მიედინება და აქ მას ლაბას ეძახიან. ქალაქ მაისენს ქვემოთ ელბა ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე გადის. მაგდებურგის რაიონში მისი სიგანეა 250 მ, ჰამბურგთან — 500 მ.
ელბა ერთვის ჩრდილოეთის ზღვას, სადაც 2,5 კმ-იდან 15 კმ-მდე სიგანი ესტუარს ქმნის. მთავარი შენაკადებია: მარჯვ. — იიზერა, შვარცე-ელსტერი, ჰაფელი, ელდე; მარცხ. — ორლიცე, ვლტავა, ოგრჟე, მულდე, ზაალე, ალანდი.
გაზაფხულზე იცის წყალდიდობა (1-3 თვე, მაქსიმუმი აპრილში), ზაფხულში - წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი ქვემოთში ქალაქ გეესტჰახტთან 700 მ³/წმ, უდიდესი 4070 მ³/წმ, უმცირესი 145 მ³/წმ. მთიან ნაწილში იყინება 1,5-2 თვით, ქვემოთში 2-3 კვირით. თბილ ზამთარში არ იყინება. ზღვის მოქცევის გავლნა ელბაზე 160 კმ-ზე ვრცელდება.
ელბა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალია. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ კოლინამდე (ჩეხეთი), 947 კმ. ელბა არხებით არის შეერთებული მდინარეების ვეზერის, ემსის, რაინისა და ოდერის აუზებთან. ქალაქ მაგდებურგს ქვემოთ ელბამდე მიყვანილია სანაოსნო არხები.
ელბის ნაპირებზეა გაშენებული დიდი ქალაქები და ნავსადგურები: ჰამბურგი (გერმანია), დრეზდენი, მაგდებურგი (გერმანია), უსტი (ჩეხეთი).
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
II მსოფლიო ომის დროს 1945 წლის აპრილის დასასრულსა და მაისის დასაწყისში ელბის ორივე ნაპირზე მოხდა ფაშისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების ძირითადი დაჯგუფებების ნარჩენების ლიკვიდაცია და კაპიტულაცა.
ელბაზე შეხვდნენ ეთმანეთს საბჭოთა და მოკავშირეთა (აშშ და ინგლისი) ჯარები.
გალერეა[რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Ancient library Albis river in Germania Magna
- Source of Albis river in Asciburgis (Riesengebirge Giants mountains
- information and pictures of the spring of Labe in Giant Mountains (Krkonoše, Riesengebirge)
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 84-85, თბ., 1979 წელი.