გერმანიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერმანია (გერმ. Deutschland) ― სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. გადაჭიმულია ალპებიდან შუა ევროპის ვაკეზე ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვამდე. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა ევროპის მასშტაბით, ხოლო მე-7 ფართობის მიხედვით. გერმანიის ფართობი 357 021 კმ²-ია. აქედან 349 223 ხმელეთს, ხოლო 7 798 კმ² წყალს უკავია.

სიმაღლებრივი სარტყელი სამხრეთით ალპებიდან (უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, 2962 მეტრი ზღვის დონიდან) ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთის ზღვამდე და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბალტიის ზღვამდე იცვლება. ცენტრალური გერმანია ტყიან ბორცვებსა და მთიანეთებს მოიცავს, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში დაბლობებია გავრცელებული (ყველაზე დაბლა მდებარე წერტილი ნოიენდორფ-ზაქსენბანდეა, რომელიც ზღვის დონეზე 3.54 მეტრით დაბლა მდებარეობს). ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის რამდენიმე მთავარი მდინარე მიედინება, როგორებიცაა: რაინი, დუნაი და ელბა.[1]

ევროპის მასშტაბით გერმანია ყველაზე მეტი სახმელეთო მეზობელი ჰყავს რუსეთის შემდეგ. გერმანიას 9 სახელმწიფო ესაზღვრება: დანია (ჩრდილოეთით), პოლონეთი და ჩეხეთი (აღმოსავლეთით), შვეიცარია (ერთადერთი მეზობელი, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა)და ავსტრია (სამხრეთით), საფრანგეთი (სამხრეთ-დასავლეთით) და ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები (დასავლეთით). გერმანიას საზღაო საზღვარი აქვს შვედეთთან (ჩრდილოეთით) და გაერთიანებულ სამეფოსთან (ჩრდილო-დასავლეთით).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Germany. CIA World Factbook. Central Intelligence Agency (November 14, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 30, 2006. ციტირების თარიღი: November 29, 2006