რუსთაველის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Irina Kiasashvili-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 41: ხაზი 41:
ფასადის ხასიათს განსაზღვრავს ფართო ვიტრინები, გიგანტური [[პილასტრი|პილასტრებითა]] და [[ფრონტონი|ფრონტონებით]] შემკული ორი განაპირა და შუა ფართო [[რიზალიტი]]; დიდი თაღოვანი სარკმლების რიგი, მაღალი [[მანსარდა]] მრგვალი სამერცხულებით და [[ტროტუარი]]ს მთელი სიგანის მომცველი [[პორტიკი]], რომლის ქვის მძიმე [[ბალუსტრადა|ბალუსტრადიანი]] გადახურვა ოთხკუთხა ბურჯებსა და შეწყვილებულ სვეტებს ეყრდნობა. ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში [[როკოკო]]ს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული: ღიობთა დამაგვირგვინებელი ნაძერწი გირლანდები და ნიჟარები, პილასტრთა ნაძერწი [[კაპიტელი|კაპიტელები]], [[ანტაბლემენტი]] ნაძერწი ნიჟარებისგან შემდგარი [[ფრიზი]]თ და სხვ.
ფასადის ხასიათს განსაზღვრავს ფართო ვიტრინები, გიგანტური [[პილასტრი|პილასტრებითა]] და [[ფრონტონი|ფრონტონებით]] შემკული ორი განაპირა და შუა ფართო [[რიზალიტი]]; დიდი თაღოვანი სარკმლების რიგი, მაღალი [[მანსარდა]] მრგვალი სამერცხულებით და [[ტროტუარი]]ს მთელი სიგანის მომცველი [[პორტიკი]], რომლის ქვის მძიმე [[ბალუსტრადა|ბალუსტრადიანი]] გადახურვა ოთხკუთხა ბურჯებსა და შეწყვილებულ სვეტებს ეყრდნობა. ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში [[როკოკო]]ს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული: ღიობთა დამაგვირგვინებელი ნაძერწი გირლანდები და ნიჟარები, პილასტრთა ნაძერწი [[კაპიტელი|კაპიტელები]], [[ანტაბლემენტი]] ნაძერწი ნიჟარებისგან შემდგარი [[ფრიზი]]თ და სხვ.


შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: [[გუდიაშვილი, ლადო|ლ. გუდიაშვილმა]], [[კაკაბაძე, დავით|დ. კაკაბაძემ]], [[ზდანევიჩი, კირილ|კ. ზდანევიჩმა]] და ს. სუდეიკინმა.
შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "[[ქიმერიონი]]" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: [[გუდიაშვილი, ლადო|ლ. გუდიაშვილმა]], [[კაკაბაძე, დავით|დ. კაკაბაძემ]], [[ზდანევიჩი, კირილ|კ. ზდანევიჩმა]] და ს. სუდეიკინმა.


1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|რუსთაველის პროსპექტზე]] გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქციაც (1982-87 წლები). სარესტავრაციო საქმეს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი [[ოთარ ნახუცრიშვილი]]. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. მხატვარ-რესტავრატორ [[ამირან გოგლიძე|ამირან გოგლიძის]] ხელმძღვანელობით აღდგა „ქიმერიონის“ ფრესკები.
1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|რუსთაველის პროსპექტზე]] გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქციაც (1982-87 წლები). სარესტავრაციო საქმეს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი [[ოთარ ნახუცრიშვილი]]. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. მხატვარ-რესტავრატორ [[ამირან გოგლიძე|ამირან გოგლიძის]] ხელმძღვანელობით აღდგა „ქიმერიონის“ ფრესკები.

12:51, 19 ივნისი 2016-ის ვერსია

რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრის შენობა 2010 წელს.
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი ბაროკო, როკოკო
ქვეყანა საქართველო
მდებარეობა თბილისი, საქართველო
კოორდინატები 41°41′59″ ჩ. გ. 44°47′52″ ა. გ. / 41.699778° ჩ. გ. 44.797889° ა. გ. / 41.699778; 44.797889
მფლობელი საქართველოს მთავრობა
დაიწყო 1921
დასრულდა 1887
არქიტექტორ(ებ)ი კორნელ კ. ტატიშევი, ალექსანდრე შიმკევიჩი

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრისაქართველოს ერთ-ერთი დიდი და უძველესი თეატრი. მდებარეობს თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. #17-ში. თეატრი დაარსდა 1887 წელს, როგორც "საარტისტო საზოგადოება". 1921 წლის 25 ნოემბერს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.

თეატრი

ფაილი:რუსთაველის თეატრის ლოგო.jpg
ლოგო

თეატრი დაარსდა 1878 წელს, ხოლო 1921 წელს მიენიჭა შ. რუსთაველის სახელი. თავდაპირველად თეატრს განაგებდა ქართული დრამატული საზოგადოება ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის თავმჯდომარეობით.

რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კ. მარჯანიშვილი 1922 - 1926წწ, ს. ახმეტელი1926 - 1935წწ, მ. თუმანიშვილი1968 - 1969წწ თ. ჩხეიძე, რ. სტურუა1979 დან დღემდე, . რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ არაჩვეულებრივ მსახიობთა მთელი პლეადა: ა. იმედაშვილი, ვ. შალიკაშვილი, უ. ჩხეიძე, ვ. ანჯაფარიძე, ა. ხორავა, გ. გეგეჭკორი, კ. მახარაძე, კ. კავსაძე, ს. ყანჩელი, მ. ჩახავა, ჯ. ღაღანიძე, გ. ხარაბაძე, რ. ჩხიკვაძე და სხვ.

1987 წელს გაიხსნა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზიც. ჟორდანიას ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალგაზრდული თეატრი. ამჟამად თეატრს 125-ე სეზონი აქვს.

დასი

რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი.

ამჟამად თეატრის დასის წევრები არიან:

შენობა

რუსთაველის თეატრის ფასადის ფრაგმენტი
თეატრის ფოიე (II სართ.)

შენობა, რომელშიც ამჟამად რუსთაველის თეატრია განლაგებული, 1898-1901 წლებში აშენდა საარტისტო საზოგადოებისთვის. პროექტის ავტორები არიან თბილისში მოღვაწე არქიტექტორები კორნელი ტატიშჩევი და ალექსანდრე შიმკევიჩი.

ფასადის ხასიათს განსაზღვრავს ფართო ვიტრინები, გიგანტური პილასტრებითა და ფრონტონებით შემკული ორი განაპირა და შუა ფართო რიზალიტი; დიდი თაღოვანი სარკმლების რიგი, მაღალი მანსარდა მრგვალი სამერცხულებით და ტროტუარის მთელი სიგანის მომცველი პორტიკი, რომლის ქვის მძიმე ბალუსტრადიანი გადახურვა ოთხკუთხა ბურჯებსა და შეწყვილებულ სვეტებს ეყრდნობა. ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში როკოკოს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული: ღიობთა დამაგვირგვინებელი ნაძერწი გირლანდები და ნიჟარები, პილასტრთა ნაძერწი კაპიტელები, ანტაბლემენტი ნაძერწი ნიჟარებისგან შემდგარი ფრიზით და სხვ.

შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: ლ. გუდიაშვილმა, დ. კაკაბაძემ, კ. ზდანევიჩმა და ს. სუდეიკინმა.

1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქციაც (1982-87 წლები). სარესტავრაციო საქმეს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. მხატვარ-რესტავრატორ ამირან გოგლიძის ხელმძღვანელობით აღდგა „ქიმერიონის“ ფრესკები.

ამჟამად თეატრს აქვს სამი უახლესი აპარატურით აღჭურვილი დარბაზი: დიდი (786 ადგილი), მცირე (300 ადგილი) და ექსპერიმენტული (182 ადგილი), ასევე კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დიდი „სამეჯლისო დარბაზი“, „მცირე ფოიე“ და „პატარა სასტუმრო ოთახი“.

რუსთაველის თეატრის უნიკალური შენობის გადარჩენაში (2002-2005 წ.წ.) დიდი წვლილი მიუძღვის მეცენატ ბიძინა ივანიშვილს. 2002-2005 წ. ჩატარებულმა სამუშაოებმა საბოლოოდ დაასრულა თეატრის აღდგენა და რეკონსტრუქცია.

თეატრში მოქმედებს მუზეუმი, რომლის საცავებში საინტერესო მასალები და ექსპონატებია დაცული. შენობაში ასევე მოთავსებულია თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტიც.

ისტორია

თეატრს არსებობის განმავლობაში თავს მრავალი რომანტიკული და ემოციური ისტორია გადახდა. დაფუძნებიდან მოკლე ხანში, 1882 წელს, დაიდგა დავით ერისთავის "სამშობლო". ეს ნამდვილი მოვლენა გახდა რუსეთის იმპერიის მმართველობაში მყოფი საქართველოსთვის — სცენაზე პატრიოტული სიმღერები ისმოდა და ძველი ეროვნული დროშები ფრიალდებდა. ქართულენოვანმა სპექტაკლმა და "ბრწყინვალე დამოუკიდებელი წარსულის" სურათებმა მაყურებელი იმდენად მოხიბლა, რომ წარმოდგენა ნამდვილ მშვიდობიან დემონსტრაციად გადაიქცა. ამან იმპერიული რუსეთის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია: მოსკოვის კონსერვატიულმა პრესამ ქართველებს ურჩია "მათი ისტორიული დროშები გოდფრუას ცირკში წაეღოთ". ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდ შეურაცხყოფად მიიღო და რუსების გამოხმაურებას მრავალი საპასუხო წერილი მიუძღვნა.[1]

სცენა "კავკასიურ ცარცის წრე"-ში, 1975

ახალი თეატრი დაარსებიდანვე "ცინცხალი ამბების" ცენტრში იმყოფებოდა. მისი წარსულის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა რეფორმატორი დირექტორი კოტე მარჯანიშვილი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მრავალ ქალაქში მოღვაწეობდა და ასევე რუსეთის ხელოვნების თეატრთან თანამშრომლობდა. მისი ხელმძღვანელობით, 1923 წელს, შეიქმნა საარტისტო საზოგადოება "დურუჯი".[2] საზოგადოებამ ჩამოაყალიბა განახლებული რუსთაველის თეატრის ახალი შემოქმედებითი პრინციპები, ახალ ექსპრესიონისტულ მანერაში. ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალის მიზეზი გახდა თეატრის ისტორიაში, რომელიც თაობათა შორის "შინა ომში" გადაიზარდა. მარჯანიშვილის თხოვნით გრიგოლ რობაქიძემ დაწერა "ლამარა", რომელსაც მოგვიანებით რუსთაველის თეატრის "თოლია" შეარქვეს. ლამარას პირველი ვერსია ორივე თაობის წარმომადგენლებმა ერთობლივად დადგეს - კოტე მარჯანიშვილმა და მისმა სტუდენტმა სანდრო ახმეტელმა.

სანდრო ახმეტელი თეატრის შემოქმედებითი დირექტორი 1926-35 წლებში იყო და ადრეული კონცეპტუალური რეჟისურის პირველი წარმომადგენელი იყო რუსთაველის თეატრში. ახმეტელის იდეა ეფუძნებოდა მის მსოფმხედველობას განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიკური რასისა და ერის არსებობის შესახებ, რომელიც აყალიბებს ადამიანისა და კულტურის ფორმას. 1936 წელს ის ნაციონალისტად და საბჭოთა ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მასთან ერთად გაუსწორდნენ თეატრის რამდენიმე თანამშრომელსა და მსახიობს. საბჭოთა იდეოლოგიამ ჩაახშო კონცეპტუალური მეთოდოლოგიის განვითარება, რომელიც მათი აზრით ინდივიდუალისტური იყო და საშიშროებას წარმოადგენდა კლასების თეორიის მთავარი პრინციპისთვის. ამ პერიოდში რუსთაველი ერთგვარი მემორიალური თეატრი გახდა, რომელიც ძველ ჰეროიკულ ტრადიციებს მისდევდა, გამოხატავდა რა ხალხის ბრძოლას პროგრესისთვის, სამართლიანობისა და უკეთესი მომავლისთვის ზოგად იდეალისტურ კლასობრივ დონეზე. შემოქმედებითი პროცესები იზოლირებული იყო ევროპული თეატრის განვითარების მთავარი მიმართულებებისგან; შეუძლებელი იყო 20-იანი და 30-იანი წლების მიღწევებთან ფეხდაფეხ სვლა.

ფაილი:Kacia-Adamiani RT poster 2007.jpg
სოფელ თამარაშენში დადგმული სპექტაკლის "კაცია_ადამიანი" აფიშა.

შემდეგ, ქვეყანაში ე.წ. "დათბობის" პერიოდში, თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ორი განსხვავებული მიმართულება განვითარდა. ერთი იყო დიმიტრი ალექსიძის[3] (შემოქმედებითი დირექტორი 1957-64 წლები) რომანტიკული მიმართულება. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ წარმოდგენებში ერთმანეთს მონაცვლეობდა ლირიკა, იუმორი და ნოსტალგია. "პიროვნების კულტის" პერიოდის მასების ბრწყინვალე და დიდი ჰეროიკული რომანტიზმი შეცვალა პიროვნების ლირიულმა მწუხარებამ. ამ დროის მეორე მიმართულება დაკავშირებული იყო მსახიობთა და რეჟისორთა მთელ თაობასთან, რომელსაც სამყაროს ახალი ხედვა აერთიანებდა. მათ შორის იყვნენ რეჟისორები მიხეილ თუმანიშვილი და აკაკი დვალიშვილი, მსახიობები მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, გიორგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, ბადრი კობახიძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვები. მათ შემოიტანეს პიროვნების სოციალური პასუხისმგებლობის იდეა სოციალური და ისტორიული ცხოვრების ყველა მოვლენაში, სიყვარულისა და მწუხარების ჰუმანური თემები, არჩევანის თავისუფლება და ტრაღიკული შეცდომა. ისინი მიუბრუნდნენ ქართველების მდიდარ, მხიარულ და გონებამახვილ ეროვნულ ფოლკლორს ("როცა ასეთი სიყვარულია", "ჭინჭრაქა", "სიბრძნე სიცრუისა", "ანტიგონე"). მათში ყურადღება გამახვილებული იყო თანამედროვე ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან თემებზე.

ადრეულ 60-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოვიდა ადამიანი, რომელიც მისი სამუდამო და განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს იყო რობერტ სტურუა, თეატრის შემოქმედებითი ხელმძღვანელი 1980 წლიდან. ამავე პერიოდში თეატრში მუშაობდა კიდევ ერთი განთქმული რეჟისორი - თემურ ჩხეიძე. ის იყო ავტორი ფსიქოლოგიური დადგმების ხაზგასმული ქალური თემებით - "ქალის ტვირთი", ბერნარდა ალბას სახლი", "გუშინ" და სხვები.

კონცეპტუალური იდელოგიის განვითარების ახალი ნაბიჯი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სახელთან არის დაკავშირებული. 70-იან წლებში მის უმნიშვნელოვანეს ნამუშევართა შორის არის "ყვარყვარე", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III" და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის თეატრი გახადა. 80-იანი და 90-იანი წლები თეატრში დაკავშირებულია ეპოქის, საუკუნის დასასრულთან, საზოგადოებებისა და პიროვნებების შექმნასა და გარდაქმნასთან. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის ყველა მოვლენა თეატრის გარშემო ხდებოდა ფიზიკური მნიშვნელობითაც. ხალხი შემოდიოდა ქუჩის დემონსტრაციებიდან, რათა პასუხი ეპოვათ მათ შეკითხვებზე, ხალხი მოდიოდა მაშინაც კი, როდესაც ქალაქში ელექტროენერგია არ იყო და წარმოდგენები სანთლის შუქზე იმართებოდა. თეატრი ცხოვრების ნაწილი, ხოლო ცხოვრება კი თეატრის ნაწილი იყო. ყველაფერი ეს დღემდე გავლენას ახდენს რუსთაველის თეატრის ყოველ ახალ წარმოდგენაზე, ყოველ იდეაზე, ახალ ქმნილებაზე და კონცეფციაზე.

სპექტაკლები

წელი ნაწარმოები დამდგმელი მხატვარი კომპოზიტორი პრემიერა
1922 ლოპე დე ვეგა „ცხვრის წყარო“. მთარგმნელი - კ. მაყაშვილი კ. მარჯანიშვილი ვ. სიდამონ-ერისთავი თ. ვახვახიშვილი 25.11
1925 უ. შექსპირი „ჰამლეტი“. მთარგმნელი - ი. მაჩაბელი კ. მარჯანიშვილი და ს. ახმეტელი ი. გამრეკელი თ. ვახვახიშვილი (პ. ჩაიკოვსკის მიხედვით) 12.11
1926 გ. რობაქიძე „ლამარა“ კ. მარჯანიშვილი და ს. ახმეტელი ლ. გუდიაშვილი ი. ტუსკია 29.01
1928 ბ. ლავრენიოვი „რღვევა“. მთარგმნელი - ა. ფაღავა ს. ახმეტელი ი. გამრეკელი ი. ტუსკია 9.02
1928 ს. შანშიაშვილი „ანზორი“ (ვ. ივანოვის მიხედვით) ს. ახმეტელი ი. გამრეკელი ი. გოკიელი 25.10
1928 გ. რობაქიძე „ლამარა“ ს. ახმეტელი ი. გამრეკელი ი. ტუსკია 25.04
1933 ფ. შილერი „Iნ ტირანნოს (ყაჩაღები)“, მთარგმნელი - ს. შანშიაშვილი ს. ახმეტელი ი. გამრეკელი ი. გოკიელი 9.02
1936 კ. გოლდონი „სასტუმროს დიასახლისი“. მთარგმნელი - ი. გრიშაშვილი დ. ალექსიძე ს. ქობულაძე ი. ტუსკია 5.04
1937 უ. შექსპირი „ოტელო“. მთარგმნელი - ი. მაჩაბელი შ. აღსაბაძე ი. გამრეკელი ი. ტუსკია 1.10
1942 კ. გოლდონი „საპატარძლო აფიშით“. მთარგმნელი - დ. კასრაძე დ. ალექსიძე ი. გამრეკელი რ. გაბიჩვაძე 29.12
1959 პ. კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“ დ. ალექსიძე დ. თავაძე ა. ჩიმაკაძე 6.03
1959 პ. კოჰოუტი „როცა ასეთი სიყვარულია“ მ. თუმანიშვილი დ. თავაძე 16.06
1963 გ. ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“ მ. თუმანიშვილი ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი და ი. ჩიკვაიძე ბ. კვერნაძე, ქორეოგრაფი - იური ზარეცკი 29.06
1968 ჟ. ანუი „ანტიგონე“, მთარგმნელები: ო. და თ. ჭილაძეები მ. თუმანიშვილი გ. გუნია ლ. ქიშმიშევი 17.06
1965 სულხან-საბა ორბელიანი „სიბრძნე სიცრუისა“ (პიესა ნ. ხატისკაცისა) ნ. ხატისკაცი და თ. მაღალაშვილი ნ. (კოკა) იგნატოვი ნ. მამისაშვილი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 29.06
1963 ო. მამფორია „მეტეხის ჩრდილში“ გ. ლორთქიფანიძე ო. ლითანიშვილი რ. ლაღიძე 29.10
1966 მ. ელიოზიშვილი „ბებერი მეზურნეები“ ა. ჩხარტიშვილი ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი და ი. ჩიკვაიძე ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 16.07
1969 დ. კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“ თ. ჩხეიძე და რ. სტურუა მ. ჭავჭავაძე და ა. რამიშვილი 13.12
1969 შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ (კომპოზიცია რ. ებრალიძისა) გ. გეგეჭკორი, ბ. კობახიძე, გ. ჟორდანია, რ. სტურუა, ნ. ხატისკაცი და გ. ქავთარაძე ო. ლითანიშვილი ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 27.09
1965 ა. მილერი „სეილემის პროცესი“. მთარგმნელი - ქ. ლორთქიფანიძე რ. სტურუა ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი და ი. ჩიკვაიძე 19.02
1968 ა. ცაგარელი „ხანუმა“ რ. სტურუა მ. მალაზონია გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 1.10
1972 შ. დადიანი „გუშინდელნი“ თ. ჩხეიძე მ. ჭავჭავაძე ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 24.03
1973 ფ. გარსია ლორკა „ბერნარდა ალბას სახლი“. მთარგმნელი - ნ. ხატისკაცი თ. ჩხეიძე მ. ჭავჭავაძე 25.09
1974 პ. კაკაბაძე „ყვარყვარე“ რ. სტურუა მ. შველიძე და უ. იმერლიშვილი ბ. კვერნაძე 22.02
1975 ბ. ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“. მთარგმნელები - ძმები ჯორჯანელები რ. სტურუა გ. მესხიშვილი გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 10.09
1979 უ. შექსპირი „რიჩარდ III“. მთარგმნელი - ზ. კიკნაძე რ. სტურუა მ. შველიძე გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 11.02
1980 თ. ჭილაძე „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ რ. სტურუა მ. ჭავჭავაძე გ. ყანჩელი 14.01
1980 მ. შატროვი „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“. მთარგმნელები - ლ. ფოფხაძე და რ. სტურუა რ. სტურუა გ. მესხიშვილი გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 22.04
1981 რ. სტურუა (ა. გარსიმაშვილისა და ლ. ფოფხაძის მონაწილეობით) „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ რ. სტურუა, რეჟისორი - ა. გარსიმაშვილი გ. მესხიშვილი გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 25.01
1981 რ. იბრაგიმბეკოვი „დაკრძალვა კალიფორნიაში“. მთარგმნელი - გ. გოგიაშვილი რ. სტურუა თ. ნინუა ბ. კვერნაძე 1.01
1985 მ. კვესელავა „ას ერგასის დღე“. პიესის ავტორი - თ. გოდერძიშვილი რ. სტურუა თ. ნინუა გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი 13.04
1986 ა. ჭიჭინაძე და რ. სტურუა „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის აღმოსავლური საკრავების თანხლებით“ რ. სტურუა გ. მესხიშვილი გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - რ. წულუკიძე 24.01
1987 უ. შექსპირი „მეფე ლირი“. მთარგმნელები - გ. ჩარკვიანი, რ. სტურუა და ლ. ფოფხაძე რ. სტურუა, რეჟისორი - რ. ჩხაიძე მ. შველიძე გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - გ. ალექსიძე 27.04
1989 „დედაო ღვთისავ“ რ. სტურუა მ. შველიძე გ. ყანჩელი 26.05
1990 დ. ტურაშვილი „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“ რ. სტურუა მ. შველიძე გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - რ. წულიკიძე, 5.10
1993 ბ. ბრეხტი „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“. მთარგმნელები - რ. სტურუა და ლ. ფოფხაძე რ. სტურუა გ. მესხიშვილი, მ. შველიძე და შ. გლურჯიძე ჯგუფი „ადიო“, ქორეოგრაფი - გ. მარღანია, დირიჟორი - ლ. ოგანეზოვი 28.12
1994 „იაკობის სახარება“ (იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ მიხედვით) რ. სტურუა გ. მესხიშვილი და მ. შველიძე ქორეოგრაფი - გ. მარღანია 27.09
1995 უ. შექსპირი „მაკბეტი“. მთარგმნელები - რ. სტურუა და ლ. ფოფხაძე რ. სტურუა მ. შველიძე ქორეოგრაფი - გ. მარღანია 15.09
1997 გ. რობაქიძე „ლამარა“ რ. სტურუა მ. შველიძე ქორეოგრაფი - გ. მარღანია 26.01
1997 კ. გოცი „ქალი გველი“. თარგმანი და სცენური ვერსია - ლ. ფოფხაძე, რ. სტურუა და დ. საყვარელიძე რ. სტურუა და დ. საყვარელიძე გ. ალექსი-მესხიშვილი, პ. რუდჩიკი გ. ყანჩელი 8.01
1997 თ. ჭილაძე „ნახვის დღე“ რ. სტურუა და გ. თავაძე თ. ნინუა ქორეოგრაფი - გ. ალექსიძე, მუსიკალური გაფორმება - ი. საკანდელიძე 3 .06
1997 ლ. თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი...“ რ. სტურუა და დ. ხინიკაძე მ. შველიძე ქორეოგრაფი - გ. მარღანია, მუსიკალური გაფორმება - გ. სტურუა 26.02
2000 ი. ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანი?!“ რ. სტურუამ და ა. ენუქიძე მ. შველიძე ი. საკანდელიძე 1.07

მუზეუმი

სცენური დეკორაციის ესკიზი
ფაილი:Rustaveli Theatre Museum Item 4.jpg
სცენური დეკორაციის ესკიზი

რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს შეიქმნა (ბრძანება #105 01. 09. 1932 წ.). მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი თეატრის მსახიობი ია ქანთარია იყო. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა და ინახავდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები.

მუზეუმს განადგურების საშიშროება გასული საუკუნის 30-იან წლებში დაემუქრა, სანდრო ახმეტელისა და მისი „ფაშისტური ჯგუფის“ დაპატიმრების შემდეგ თეატრში გამოცხადდა შინსახკომის წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა ახმეტელთან და მსახიობებთან დაკავშირებული მასალის ფონდებიდან ამოღება და განადგურება. ბატონებმა პაპუნა წერეთელმა და ესტატე ბერიაშვილმა მომავალ თაობებს სიცოცხლის რისკის ფასად შემოუნახეს უნიკალური ისტორიული საგანძური. თეატრის ეზოში ძველი გაზეთებისა და უსარგებლო ქაღალდების კოცონი გააჩაღეს და მეორე დღეს “სამუზეუმო მასალის განადგურების აქტი“ მთავრობის წარმომადგენელს ჩააბარეს. ესტატე ბერიაშვილმა თითოეული ფურცელი მალულად შინ გადაიტანა, 20 წელი რუდუნებით მოუარა და 1956 წელს მუზეუმს დაუბრუნა.[4] მუზეუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1941-45 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს. კეთილშობილმა ადამიანებმა 1949 წლის ხანძარსაც გამოსტაცეს მუზეუმის საგანძური. მუზეუმი გადაურჩა 90-იანი წლების თბილისის ომსაც.

მუზეუმის ფონდებში დაცულია ხელნაწერები, ფოტოები, ნეგატივები, ესკიზები, მაკეტები, აფიშები, პლაკატები, პროგრამები, წიგნები (მათ შორის რარიტეტები რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში) მემორიალური ნივთები, კატალოგი.

მუზეუმის ბაზაზე მოეწყო გამოფენები, დაიწერა სამეცნიერო ნაშრომები, გამოიცა რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომები და წიგნები.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", მეორე გამოცემა, 2006, ISBN 99940-0-923-0

ციტატები

  • “…ჩემი სიყვარული თეატრისადმი უსაზღვროა და ყოველი გამარჯვება ამ თეატრის ჩემი უსაზღვრო სიყვარულია...“ გრიგოლ რობაქიძე, 1928

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. http://www.etc-cte.org/about/members.php?memberid=13
  2. დურუჯი მცირე, მაგრამ "მრისხანე" მდინარეა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მარჯანიშვილი დაიბადა.
  3. დიმიტრი ალექსიძე ასევე რუსთაველის ოფიციალური ტრადიციული კლასიკური მონუმენტური მანერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო.
  4. http://www.rustavelitheatre.ge/muzeumi.php
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რუსთაველის თეატრი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რუსთაველის თეატრი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.