ჟანრი ლოლაშვილი
ჟანრი ლოლაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 აპრილი, 1942 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი,მხატვარი |
აქტიური | 1966-დან |
ჟანრი ლოლაშვილი (დ. 22 აპრილი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მსახიობი.
1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები. 1958–1961 წლებში იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვარი-მულტიპლიკატორი; 1961–1963 წლებში კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარი, ხოლო 1963–1964 ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1965 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: გრენგოლი ( „გუშინდელნი“ ), მწერალი („ყვარყვარე“), მერკუციო („რომეო და ჯულიეტა“), მთხრობელი („კავკასიური ცარცის წრე“), ავშაროვი („ქალის ტვირთი“), მასხარა („ლირი“), ლუარსაბი („კაცია-ადამიანი?!“). ჟანრი ლოლაშვილს ასევე შესრულებული აქვს კინოფილმებში შემდეგი როლები: თავადი („ნუცა“), ედისონი („მოხეტიალე რაინდები“), მხატვარი („მწვანე მდელო“), იონა („გზა შინისკანენ“), ნაპოლეონი („ბაგრატიონი“), ფოტორეპორტიორი („რამდენიმე ინტერვიუი პირად საკითხებზე“), ხოსე („ფაქიზად საყვარელი დეტექტივი“), მმართველი („გაქცევა ქვეყნის დასალიერში“), მამა („მიახლოვება“), ხოსე-გარსია („დონ-კიხოტი“), ხიუზი („ჩემი ინგლისელი პაპა“), ძმა („ვინ ამიყვანს იალბუზზე“), ილია ილიას ძე („სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“), ყადი („სიბრძნე-სიცრუისა“), მამა („საფეხურები“), ქურდი („საბედისწერო გასროლა“), და სხვა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1971: „ნუცა“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1975: „ერთი ნახვით შეყვარება“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1975: „მოხეტიალე რაინდები“ (ედისონა) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1976: „ქალაქი ანარა“ რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1978: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (ირაკლი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1981: „მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1981: „გზა შინისაკენ“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1983: „გმადლობთ რატილი“ (თუმანოვი) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1984: „ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1985: „ბაგრატიონი“ რეჟისორები ყარამან (გუგული) მგელაძე, გიული ჭოხონელიძე
- 1986: „საფეხური“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1986: „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ (ქრისტოფერ ჰიუსტი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1988: „ჭა“ (ხრინგაძე) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (გარსია პედრო, სულით ავადმყოფი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1989: „მიახლოება“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1990: „საბედისწერო გასროლა“ (გაიოზი) რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1990: „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ (ილია ილიჩი) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (ყადი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- 1994: „ნათლისღება“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1994: „ერთაწმინდა“ რეჟ. ზურაბ თუთბერიძე
- 2008: „სამი სახლი“ (ფსიქიატრი, ჯემალი) რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2011: „დარჩი ჩემთან“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
ტელესერიალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2003–2009: „ცხელი ძაღლი“
სატელევიზიო სპექტაკლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1975: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ რეჟ. ზურაბ კანდელაკი
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სულხან-საბა ორბელიანი „სიბრძნე სიცრუისა“ (მგელი, ბიჭი)
- ავქსენტი ცაგარელი „ხანუმა“ (ტიმოთე)
- შალვა დადიანი „გუშინდელნი“ (გრენგოლი)
- არჩილ სულაკაური „სალამურა“ (მეორე ვეზირი)
- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე“ (მწერალი)
- უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ (მერკუციო)
- ალექსანდრე ტოლსტოი „ივანე მრისხანეს სიკვდილი“ (თედორე)
- ბერტოლდ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ (მთხრობელი)
- ნოდარ წულეისკირი „თუთარჩელა“ (გიორგი)
- მიხეილ ჯავახიშვილი „ქალის ტვირთი“ (ავშაროვი)
- იაკობ ცურტაველი „შუშანიკის მარტვილობა“ (ვარსქენი)
- ალექსანდრე გელმანი „დასაწყისი“ (ბრიგადირი)
- მიხეილ შატროვი „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი)
- რობერტ სტურუა, ავთანდილ ვარსიმაშვილი, ლილი ფოფხაძე „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (გოგი, ბანდიტი, დავითი)
- ლაშა თაბუკაშვილი „ათვინიერებენ მიმინოს“ (იონა)
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (მასხარა)
- ილია ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანი?!“ (ლუარსაბი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1976 — საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი
- 1979 — სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
- 1981 — საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი
- 2000 — პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის („კაცია-ადამიანი?!“ , რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“)
- 2023 — თბილისის საპატიო მოქალაქე[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟანრი ლოლაშვილი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჟანრი ლოლაშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- ჟანრი ლოლაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)