გელა ლეჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გელა ლეჟავა (დ. 1 სექტემბერი, 1936, ბათუმი) — ქართველი ექიმი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფასკულტეტი.

1960-1973 წლებში იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973–1978 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცკ სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978–1986 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1986–1993 წლებში ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტუს ნარკოლოგიის მედიკო–ბიოლოგიურ პრობლემათა განყოფილების გამგე; 1993-2001 წლებშ ახლად დაარსებული ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2000 წლიდან არის ახლად დაარსებული ნარკოლოგიის კათედრის გამგე; 2008 წლიდან ჯანმრთელობის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციისა და ნარკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი. არის სრული პროფესორი. 6 მონოგრაფიისა და 85–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: „Электрофизиологическое исследование механизмов привыкания зрительной системы“ (1968), „საზოგადოებრივი ჯანდაცვა საბჭოთა საქართველოში“ (1984), მავნე „ჩვევიდან დაავადებამდე“ (1986), „ნარკომანიის მედიკო–ბიოლოგიური და ფილოსოფიურ–ზნეობრივი ასპექტები“ (1995), „ნარკოლოგია“ (2001), „ნარკომანია, ფენომენის ანალიზი“ (2003). დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1965 წელს და სადოქტორი დისერტაცია 1973 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2001-2008)
  • ჟურნალ "Вопросы Наркологии"-ს სარედაქციო საბჭო, წევრი (2007-)
  • ჟურნალ "ქართველოლოგი"-ს სარედაქციო საბჭო, წევრი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 - აშშ ბიოგრაფიული ინსტიტუტი, "წლის ადამიანი"
  • 1995 - საპატიო ნიშნის ორდენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]