მარინა კახიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარინა კახიანი
დაბ. სახელი მარინა კახიანი
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1957 (1957-09-19) (61 წლის)
საქმიანობა მსახიობი

მარინა კახიანი (დ. 19 სექტემბერი, 1957, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.

დაიბადა 1957 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში. 1975 წელს ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1975–1976 წელს მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. 1980 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავია როლები: ევა ბრაუნი ( „ას ერგასის დღე“ ), კორდელია ( „მეფე ლირი“), რებეკა („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“) ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“) ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), ნათელა („კავკასიური ცარცის წრე“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), კანცადე („ქალი გველი“), ოლივია („მეთორმეტე ღამე“), ხორეშანი („კაცია ადამიანი?!“).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სახლი ძველ უბანში“
  • „დრონგო“
  • „ცხელი ძაღლი“
  • „მტვრის გემო“
  • „ოტელო კახეთში“
  • „გოგონა გარეუბნიდან“

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანცადე (კ. გოცი “ქალი-გველი”, რეჟისორი – რ. სტურუა, დ.საყვარელიძე),

კლარა (თ. ჭილაძე “ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე),

სუტკნეინა (ი. ჭავჭავაძე “კაცია- ადამიანი?! ”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),

ვიოლა, ოლივია (შექსპირი “როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, რეჟისორი – რ. სტურუა),

თამილა (ლ.ბუღაძე “სულიერი არსებები”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),

ალექსანდრა (რ. ჰარვუდი “მოხუცი ჯამბაზები”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),

ელისაბედი (ნ. იორდანოვი “გონზაგოს მკვლელობა”, რეჟისორი – გ. გოშაძე),

ხანუმა (ზ. ანტონოვი “მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე).

ქალბატონი ბრუსკონი (თომას ბერნჰარდი “სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher”, რეჟისორი – ქრისტიან პაპკე)

მონაწილეა სპექტაკლებისა “ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა), ,,ჯადოსნური ღამე”.

დედინაცვალი -კონკია რეჟ. რობერტ სტურუა

თავისუფალი თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს

მედეა (ევრიპიდე “მედეა”, რეჟისორი – გ. კაპანაძე).

რუსთაველის სარდაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1984: წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი
  • 1991: წლის საუკეთესო მსახიობი
  • 1996: პაკისტანის საერთაშორისო ფესტივალი – გრანპრი (ბერნარდა ალბა “ბერნარდა ალბას სახლი“, რეჟისორი – გ. კაპანაძე),
  • 1999: ფ.შილერის სახელობის ვაიმარის საერთაშორისო ფესტივალი – გრანპრი (მარიამ სტიუარტი “მარიამ სტიუარტი”, რეჟისორი – გ. კაპანაძე).
  • 2002: კრიტიკოსთა პრიზი საუკეთესო ტრაგიკოსი მსახიობი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]