შინაარსზე გადასვლა

ტრისტან სარალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრისტან სარალიძე

ტრისტან სარალიძე სპექტაკლში „12 განრისხებული მამაკაცი“, რუსთაველის თეატრი, 2017
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1955
ახალდაბა, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 2024 (69 წლის)
თურქეთი
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა მსახიობი

ტრისტან სარალიძე (დ. 5 მაისი, 1955 ― გ. 27 მაისი, 2024[1]) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.

დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში.[2] 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში.რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 2010 წელს მიენიჭა ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

  • 1980: „ბეღურების გადაფრენა“ რეჟ. თემურ ბაბლუანი
  • 1980: „სიყვარული ყველას უნდა“ რეჟ. გიორგი შენგელაია
  • 1982: „მჭედელი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
  • 1982: „ლომა, დავიწყებული მეგობარი“ რეჟ. ბიძინა რაჭველიშვილი
  • 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ რეჟ. გია მატარაძე
  • „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ (ბადრი)
  • „გვირგვლიანების ოჯახი“ (გლეხი)
  • „პროვინციული ამბავი“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]