ალექსანდრე იმედაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმედაშვილი.
ალექსანდრე იმედაშვილი
ალექსანდრე იმედაშვილი.1918.jpg
დაბ. სახელი ალექსანდრე იმედაშვილი
დაბ. ადგილი თბილისი
დაბ. თარიღი 18 თებერვალი/2 მარტი, 1882
გარდ. თარიღი 30 სექტემბერი, 1942
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი (დ. 18 თებერვალი/2 მარტი, 1882, თბილისი ― გ. 30 სექტემბერი, 1942, იქვე) — ქართველი მსახიობი, ქართული თეატრის ერთ-ერთი გამოჩენილი ტრაგიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი (1932).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1900 წელს. სხვადასხვა წლებში მუშობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა თატრებში. 1921-1924 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-1931 წლებში – კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის თეატრში (ახლანდელი თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), 1939-1942 - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თატრში. იყო ლ. მესხიშვილისა და ვ. აბაშიძის მოწაფე, რევოლუციამდელი ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარი და დამამკვიდრებელი ქართულ სცენაზე. გამოდიოდა ყველა ჟანრის (ტრაგედია, კომედია, ვოდევილი, მუსიკალური კომედია და სხვა) სპექტაკლებში. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კლასიკურ ტრაგედიებში.

იმედაშვილი ითვლებოდა ოტელოს (შექსპირის „ოტელო“) როლის საუკეთესო შემსრულებელი რევოლუციამდელ ქართულ თეატრში. წარმატებით ითამაშა აგრეთვე ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მეფე ლირი (შექსპირი „მეფე ლირი“), დონ კარლოსი (შილერის „ყაჩაღები“), დათო (სუმბათაშვილის „ღალატი“), ესტევანი (კ. მარკანიშვილის მიერ 1922 დადგმული ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“) და სხვა. იმედაშვილი გამოირჩეოდა უდიდესი ტემპერამენტით, პროფესიული კულტურით, დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და სასცენო მეტყველებით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ სცენაზე სწორი ქართული მეტყველების დამკვიდრებაში. 1921 წლიდან მოღვაწობდა კინოში. შეასრულა გელა („მოძღვარი“, 1922), ექიმის („ამოკი“, 1927), კარდინალ მონტანელის („კრაზანა“, 1928), ასტამირის („ელისო“, 1928) და სხვა როლები. იმედაშვილი იყო რეჟისორი, ანტრეპრენიორი, მთარგმნელი, სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის, ჭიათურის, ქუთაისისა და სხვა თეატრებს, მსახიობთა დასებს.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ცაგარეიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 111-112, თბ., 1980 წელი.
  • ბურთიკაშვილი ა., ალექსანდრე იმედაშვილი, თბ., 1956;
  • ცაგარეიშვილი ლ., ალექსანდრე იმედაშვილი, თბ., 1972;