დავით იაშვილი
დათო იაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | დავით იაშვილი |
დაბადების თარიღი | 16 აგვისტო, 1972 |
გარდაცვალების თარიღი | 16 დეკემბერი, 2008 (36 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
დავით (დათო) იაშვილი (დ. 16 აგვისტო, 1972 — გ. 16 დეკემბერი, 2008) ― ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
1993 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; განასახიერა: ვოიცეკი („ვოიცეკი“), ბიჭი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), დონალბეინ, ფლიანსი, მაკდაფის ვაჟი („მაკბეტი“), ბიჭი („პირდაღებული“), ღანიშ („ლამარა“), ჯეონკა („ქალი გველი“), „სტიქსი“.
პოპულარობა მოუტანა კინოროლებმა. გადაღებულია ფილმებში: „ცეცხლთან თამაში“ (1990), „ოსკარი“ (1995), „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (1998), „ცარიელი სივრცე“ (2001), „გასეირნება ყარაბაღში“ (2005), „უკანასკნელი მაძიებელი“ (2006), „პატარა ქალაქი“ (2006), „სე ლა ვი“ (2007), „სუბორდინაცია“ (2007), „მედიატორი“ (2008), „სამი სახლი“ (2008), მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „ქაღალდის ტყვია“ (2006), „სტალინი Live“ (2007) და სხვ.
ასევე იყო „პატარა ქალაქის“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი.
გარდაიცვალა გულის შეტევით ამსტერდამში (ნიდერლანდები).[1]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1990: „ცეცხლთან თამაში“ (გელა) რეჟ. ალეკო ნინუა
- 1995: „ოსკარი“ (ოსკარი) რეჟ. რუსუდან გლურჯიძე
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (ოთარი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 2001: „ცარიელი სივრცე“ რეჟ. როლანდ (მიხო) ბორაშვილი
- 2005: „გასეირნება ყარაბაღში“ (დუდუ) რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 2006: „კაცი საელჩოდან“ (ოთარი) რეჟ. დიტო ცინცაძე
- 2006: „უკანასკნელი მაძიებელი“ (გია) რეჟისორები არჩილ მელიქიშვილი, ნიკოლოზ ადუაშვილი
- 2007: „სე ლა ვი“ რეჟ. რუსუდან ჭყონია
- 2008: „ომში ყველა კვდება“ რეჟ. გიგა ლიკლიკაძე
- 2008: „მედიატორი“ რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
- 2008: „სამი სახლი“ (ზუკა) რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2009: „კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)“ (დუდა) რეჟ. ვანო ბურდული
ფილმების დამდგმელი რეჟისორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2006: „პატარა ქალაქი“
სცენარის ავტორი ფილმებისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2006: „პატარა ქალაქი“
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით იაშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- დავით იაშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია