ვალერიან შალიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვალერიან შალიკაშვილი
დაბადების სახელი ვალერიან შალიკაშვილი
დაბადების თარიღი 23 მაისი, 1874
აკეთი, ოზურგეთის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 1919 (44 წლის)
აკეთი, ოზურგეთის მაზრა
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
დრამატურგი

ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი (დ. 23 მაისი [ ძვ. სტ. 10 მაისი], 1874, სოფ. აკეთი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 30 იანვარი[ ძვ. სტ. 17 იანვარი], 1919, იქვე) ― ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება მიიღო კავკავის რეალურ სასწავლებელში, სადაც ოთხი კლასის კურსი დაამთავრა. პანსიონში რუსულად სწავლის გამო დაავიწყდა ქართული ენა. 17 წლისამ დაიწყო მშობლიური ენის შესწავლა. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1902 წელს ალექსი-მესხიშვილის დასში. ისი პირველი როლი იყო დე-სილა სპექტაკლში „ურიელ აკოსტა“. 1905 წელს პირველი წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „ივერიაში“. 1907 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. 1909 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მიავლინა მოსკოვში სამხატვრო თეატრის სარეჟისორო კურსებზე. გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებდა ლექციების ჩანაწერებს. მალე დაავადდა ტუბერკულოზით. 1910 წელს დაბრუნდა თბილისში. იყო სარეჟისორო საბჭოს წევრი ლ. მესხიშვილთან და ვ. გუნიასთან ერთად. 1910-1912 წლებში მიიწვიეს ხონის თეატრში. რამდენიმე თვე მოსკოვში გაატარა. ამ დროიდან დაიწყო მინიატურების, ფელეტონების და სცენების წერა. აქვეყნებდა წერილებს სასცენო ხელოვნების შესახებ. თავდაპირველად წერდა ვაკლიკო გურულის ფსევდონიმით. 1917 წელს იყო მსახიობთა კავშირის აქტიური წევრი. 1918 წელს მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა ჯაბადარის სტუდიაში. ქართულ სცენაზე ამკვიდრებდა სამხატვრო თეატრის შემოქმედებით პრინციპებს. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაქოს ქართულ და სხვა თეატრებში. ზაფხულობით დადიდა სოფლებსა და დაბებში სამუშაოდ.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეასრულა დარისპანის (კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), სოლეიმანის (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), იაგოს (შექსპირის „ოტელო“), დე სილვას (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“) და სხვა როლები. დადგა 50-მდე სპექტაკლი (გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და „სინათლე“, დ. ერისთავის „სამშობლო“, კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, იბსენის „დოქტორი შტოკმანი“ და სხვა). დაწერა 7 („გადაჭრილი მუხა“, „უნიადაგონი“, „ოჯახი“ და სხვა) და თარგმნა 18-მდე პიესა.

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭანტურიძე ს., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 476, თბ., 2018 წელი.
  • ცაგარეიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 678.
  • მებუკე დ., ვალერიან შალიკაშვილი, თბ., 1956;
  • თევზაძე დ., „ვალერიან შალიკაშვილი და ჩვენი დღევანდელობა“, ჟურნალი „ლიტერატურული ძიებანი“, 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]