შინაარსზე გადასვლა

მანსარდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შენობა მანსარდით, ციურიხი.

მანსარდა (ფრანგ. mansarde) — სათავსი (ძირითადად საცხოვრებელი) შენობის სხვენში, რომლის სახურავის ყოველი ფერდი შედგება ზემო — დამრეცი და ქვემო — ციცაბო ნაწილებისაგან.

მანსარდა იძლევა დამატებით სასარგებლო ფართობს, ხოლო მანსარდული სახურავი ზრდის შენობის მოცულობას. სახურავის ეს კონსტრუქცია პირველად გამოიყენა არქიტექტორმა ფრანსუა მანსარმა, რომლის გვარიდანაც მოდის მანსარდის სახელწოდება. ფართო გაგებით, მანსარდა ეწოდება მაღალი სახურავის ქვეშ მოთავსებულ ნებისმიერ სათავსს.