ავქსენტი ცაგარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავქსენტი ცაგარელი
ავქსენტი ცაგარელი – Avksenti Tsagareli.JPG
დაბ. თარიღი 9 (21) თებერვალი 1857[1]
დაბ. ადგილი დიღომი (სოფელი), ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] [2]
გარდ. თარიღი 12 (25) აგვისტო 1902[1] (45 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[2] [1]
საქმიანობა მსახიობი და დრამატურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი (დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 9 თებერვალი], 1857, სოფ. დიღომი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აგვისტო [ ძვ. სტ. 12 აგვისტო], 1902, თბილისი, რუსეთის იმპერია) — ქართველი დრამატურგი და მსახიობი. აქვსენტი ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლად ითვლება. მისი ყურადღების ცენტრშია კაპიტალიზმის შემოჭრით სახეცვლილი საზოგადოებრივი ურთიერთობანი; უსახსროდ დარჩენილი თავადაზნაურობა, რომელიც ვერ თმობს ძველ პრივილეგიებს და უფლებებს. დრამატურგის პირველი პიესა - კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1878) იყო მძაფრი სოციალური პროტესტი თავგასული თავად-აზნაურების წინააღმდეგ. კომედიაში „ხანუმა“ (1882) ნაჩვენებია ფეოდალური კლასის გაღატაკება და ზნეობრივი დაკნინება. აქვსენტი ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]