ლელა ალიბეგაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლელა ალიბეგაშვილი
Lela Alibegashvili.jpg
მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი
დაბ. სახელი ლელა ალიბეგაშვილი
დაბ. ადგილი თბილისი
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1962
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა - როდენ ალიბეგაშვილი, დედა - ნინო გივიშვილი

ლელა როდენის ასული ალიბეგაშვილი (დ. 30 ოქტომბერი, 1962, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლელა ალიბეგაშვილი დაიბადა 1962 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში.

მშობლები: ნინო გივიშვილი, როდენ ალიბეგაშვილი.

1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია ამავე წლიდან. გატაცებულია მუსიკით, კითხვითა და ცეკვით.

მრწამსი[რედაქტირება]

  • ბავშვობიდან: ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ მოგიხდება არჩევანი გააკეთო იმას შორის, რაც გსურს და იმას შორის, რაც გჯერა.
  • მძულს კანონი, რომელსაც ჰქვია „სიკვდილით დასჯა“, მიყვარს სიკეთე და ისინი, ვინც ამაზე ფიქრობენ.

როლები[რედაქტირება]

  • ჯეინი – "მერი პოპინსი".
  • მათიკო – "სამგვარი სიყვარული"
  • მაგდა – "გარეუბნის მარტოსახლი".
  • ცვირი – მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე".
  • სარძლო – ფედერიკო გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი".
  • ლილიენი – ჩარლზ დიკენსის "საშობაო სიზმარი", რეჟ. რობერტ სტურუა – 1994 წ.
  • ესტელია – პედრო კალდერონის "ცხოვრება სიზმარია", რეჟ. რ. სტურუა
  • "იაკობის სახარება" – რეჟ. რ. სტურუა – 1994 წ.
  • ლედი მაკდაფი – უილიამ შექსპირის "მაკბეტი", რეჟ. რ. სტურუა – 1995 წ.
  • ნია – ლაშა თაბუკაშვილის "მერე რა რომ სველია სველი იასამანი"), რეჟ. რ. სტურუა, დ. ხინიკაძე – 1997 წ.
  • ოლივია – უილიამ შექსპირის "როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე", რეჟ. რ. სტურუა – 2001 წ.
  • პრიმო ლევი – "ვარდნილი სხეულები", რეჟისორი ჯონათან ლევი – 2009 წ.

კინოროლები[რედაქტირება]

პრემიები და პრიზები[რედაქტირება]

  • „სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები“ ლილიენის როლის შესრულებისათვის რუსთაველის თეატრის სპექტაკლში „საშობაო სიზმარი“, რეჟისორი რ. სტურუა – 1994 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]