რუსთაველი (კინოთეატრი)
იერსახე

კინოთეატრი „რუსთაველი“ მდებარეობს რუსთაველის გამზირის № 5-ში, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით 1939 წელს აგებულ შენობაში. ოთხსართულიან ნაგებობას კუბური მოცულობა აქვს. ფასადთა პირველი სართული რუსტირებულია, ზედა სართულები კი გიგანტური კორინთული პილასტრებით არის დანაწევრებული. მეორე სართულის განაპირა თაღოვან ნიშებში ვ. თოფურიძისა (რუსთაველის გამზ. მხარეს) და შ. მიქატაძის (ა. ფურცელაძის ქ. მხარეს) მიერ შესრულებული ქანდაკებებია მოთავსებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3934