თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარი[1] ლათ. Catholicum Cathedralis de Domina Virgo Maria Tphilisensis | |
![]()
| |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს კათოლიკე ეკლესია |
ქვეყანა | ![]() |
კურთხევის წელი | 1803 |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრული სტილი | გოთიკური არქიტექტურის ელემენტები |
ფასადის მიმართულება | დასავლეთისაკენ |
თარიღდება | 1804 წლით |
მშენებლობის ფასი | 1804 წ. 6,000 მანეთი და 1286 პიასტრი ავსტრიიდან |
სიმაღლე (მაქსიმალური) | 23 მ |
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური (სამეუფო) ტაძარი (ლათ. Catholicum Cathedralis de Domina Virgo Maria Tphilisensis/Triphelisis), აგრეთვე თბილისის კათოლიკური ეკლესია — საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური საკათედრო ტაძარი, რომელიც თბილისის გ. აბესაძის ქუჩის მე-4 ნომერში მდებარეობს. 1801 წლის, რუსეთის მიერ საქართველოს ასიმილაციის, შემდეგ რუსეთის მეფე ალექსანდრემ თბილისის პრეფექტს ფრანჩესკო პადუელს კათოლიკური ეკლესიის აშენების ნება დართო და 1804 წელს კაპუცინის ქუჩაზე ეკლესია ააშენეს. ამ ქუჩაზე ფართი და 6,000 მანეთი გამოუყეს კათოლიკეებს. მშენებლობაში ავსტრიის მონარქმაც შეიტანა წვლილი 1286 პიასტრის სახით. XIX საუკუნეში ეკლესია უფრო გაფართოვდა.
1937 წელს ეკლესია გაუქმდა, ხოლო ხელახლა 1999 წლის 15 აგვისტოს, რომის პაპის იოანე პავლე II-ის საქართველოში ვიზიტის დროს, ამოქმედდა.
დღეს ტაძარში წირვა მხოლოდ ქართულ ენაზე აღევლინება რომაული კონდაკით.
ტაძარში ბევრი ვიტრაჟი და წმინდანთა ქანდაკებებია, მათ შორის წმ. იოსების, წმ. ტერეზა ლიზიელისა და წმ. ნინოს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ სრული სახელი აღნიშნულია ეკლესიის ბროშურაში