შოთა აღსაბაძე
შოთა რევაზის ძე აღსაბაძე (დ. 22 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 დეკემბერი], 1896, თბილისი — გ. 6 ივლისი, 1966, იქვე) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა თბილისში გიორგი ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში, 1923 წლიდან კი მოსკოვში ვახტანგ მჭედლიშვილის ქართული დრამატულ სტუდიაში. 1927-1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრებში, 1928-1939 წლებში რუსთაველის თეატრში, 1928-1947 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დადგმული აქვს სპექტაკლები: რუსთაველის სახელობის თეატრში ― ვლადიმერ კირშონის „ლიანდაგი გუგუნებს“ (1928), ა. კორნეივუკის „პლატონ კრეჩეტი“ (1935), უილიამ შექსპირის „ოტელო“ (1937), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ― ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1937), ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი (ბაქო) ― რეინგოლდ გლიერის „შაჰსენემი“ (1936), ლენინგრადის მ. გორკის სახელობის დრამატულ თეატრში ― გიორგი მდივნის „ღირსება“ (1938).
ავტორია საოპერო ლიბრეტოებისა - „ლადო კეცხოველი“ (კომპოზიტორი გრიგოლ კილაძე) და „პატარა კახი“ (კომპოზიტორი ივანე გოკიელი).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხომარია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 62.
- კიკნაძე ვ., შოთა აღსაბაძე, თბ., 1968;
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 66, თბ., 1994