თამაზ ჭილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამაზ ჭილაძე
Tamaz Chiladze.jpg
დაბ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
დაბ. ადგილი სიღნაღი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პერიოდი 1956 – დღემდე
ჟანრი ფსიქოლოგიური რომანი, პოეზია
მიმდინარეობა მაგიური რეალიზმი
დებიუტი კრებული - „ლექსები“ 1956
Magnum opus აჰა,მიიწურა ზამთარი (რომანი, 1965)

თამაზ ჭილაძე (დ. 5 მარტი, 1931, სიღნაღი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1931 წ. 5 მარტს, ქ. სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა. (ვაჟთა მე- 7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი - ასპირანტურაში. პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა.

თამაზ ჭილაძე მუშაობდა "ცისკარში" განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში - პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" - მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში - მდივნად(1981-1987) ; ჟურნალ "მნათობის" მთავარ რედაქტორად (1997-დღემდე).

თამაზ ჭილაძე შოთა რუსთაველის, სახელმწიფო და კიდევ რამდენიმე (მათ შორის, ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის) პრემიის ლაურეატია. თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და კიდევ რადენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი". 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების "საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად დაასახელა. მწერალთა კავშირშის წევრია 1957 წლიდან.[1]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.[2]

პოეტური კრებულები – “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. შუადღე” (1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა,მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები” (1971), “აუზი” (1972), ”წერო”, “პოსეიდონის სასახლე”, “კაქტუსის ბაღი”, “ბრეიგელის მთვარე’’; პიესები: ”სურათები საოჯახო ალბომიდან”, ‘’თავფარავნელის ბალადა”, “ბუდე მეცხრე სართულზე”, “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის’’, “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”, “ნადირობის სეზონი’”, “მშვიდობით ლომერა”, ‘’ნახვის დღე’’, ‘’ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”; ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის ‘’შუშანიკის წამება’”, ‘’რუსთაველი,’’ “წინასწარმეტყველი” (ილია), “აკაკი წერეთლის პოეზია”,’ნიკოლოზ ბარათაშვილი”, ‘’ვაჟა-ფშაველა’’, ‘’გიორგი ლეონიძე”, “გალაკტიონ ტაბიძე’,”რობერტ სტურუა’’, ‘”დავით კაკაბაძე”, “ნიკო ფიროსმანაშვილი“, “მესამე ზარი”… წლების მანძილზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი, "მერანმა" გამოსცა 2006 წელს "დრო". გამოცემულია მისი ლექსები" (1956), "ღია სარკმელი" და "სილის საათი" (1961), "შუადღე" (1965) "მახსოვრობა"(1978), "მზე დეკემბერში"(1998).

პიესები:

მისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”.

პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები
მოთხრობები

დრამატურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მკვლელობა – 1969
  • თავფარავნელის ბალადა – 1978
  • ბუდე მეცხრე სართულზე – 1978
  • როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის – 1979
  • ჩიტების ბაზარი – 1986
  • ნახვის დღე – 1987
  • ელისაბედ, ელისაბედ – 1988
  • არაბეთის სურნელოვანი ბალახები – 1993
  • სიზმრების ახსნა – 1993
  • სამოთხის კვარტეტი – 1995
  • როცა შუქი ქრება – 1995
  • მშვიდობით, ლომებო – 2001
  • ნადირობის სეზონი – 2002
  • ჭალას ჩიტი მომკვდარიყო 2003
  • კიკაბუ–კიკაბუ – 2006
  • დაკრძალვა სახელმწიფოს ხარჯით – 2011

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • “ღია სარკმელი” (1958)
  • “მზის საათი” (1962)
  • “ივლისი” (1966)
  • “მახსოვრობა”(1978)
  • “ლექსები” (1987)
  • “მზე დეკემბერში” (1999)

წერილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 - კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი , "საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტი
  • 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1996 - დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობა , პირველი პრემია პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი"
  • 1992 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1978 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის)
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]