მიხეილ თუმანიშვილი
მიხეილ თუმანიშვილი | |
---|---|
![]() მიხეილ თუმანიშვილი | |
დაბადების სახელი | მიხეილ თუმანიშვილი |
დაბადების თარიღი |
6 თებერვალი, 1921 თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი |
11 მაისი, 1996 (75 წლის) თბილისი, საქართველო |
დაკრძალულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | თეატრის რეჟისორი, პედაგოგი |
ჯილდოები |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი (დ. 6 თებერვალი, 1921, თბილისი ― გ. 11 მაისი, 1996, იქვე) — ქართველი თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.
საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1961), სსრკ სახალხო არტისტი (1981), თბილისის საპატიო მოქალაქე (1986), ღირსების ორდენის კავალერი (1995), კოტე მარჯანიშვილისა (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1986).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიხეილ თუმანიშვილმა ბავშვობა თბილისში, ვერაზე გაატარა. იგი ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული ხატვით, თეატრით პირველად 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც რუსთაველის თეატრში სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული "ანზორის" წარმოდგენას დაესწრო. ამის შემდეგ მიხეილი თეატრის ხშირი სტუმარი გახდა[1], თუმცა, პროფესიული არჩევანი თავდაპირველად არქიტექტურაზე შეაჩერა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა-ხატვის მისაღებ გამოცდაში ჩაჭრის გამო. 1939 წელს მიხეილ თუმანიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1941 წლიდან იბრძოდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. კავშირგაბმულობის უმცროს მეთაურთა სკოლის დასრულების შემდეგ, მსახურობდა კავშირგაბმულობის ძალებში. რამდენიმეჯერ დაიჭრა, ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს მიხეილ თუმანიშვილი დემობილიზებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა. ომში განცდილმა მომავალ რეჟისორზე ღრმა და მძიმე კვალი დატოვა [2].
მალევე, მიხეილ თუმანიშვილი ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე,გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში, რომელიც მან 1949 წელს დაასრულა. პირველი სპექტაკლი "მე თქვენ მიყვარხართ" დადგა 1948 წელს.
1949–1971 წლებში მიხეილ თუმანიშვილი მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965–1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971–1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1981) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის "სანამ რეპეტიცია დაიწყება“), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1976). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., 1977) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1958 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1961 — საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი
- 1980 — კოტე მარჯანიშვილის პრემია
- 1981 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1985 — სამამულო ომის ორდენი II ხარისხის ორდენი
- 1986 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1986 — თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1995 — ღირსების ორდენის
- 1996 — ჟიული შარტავას პრემია
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ახლა კი, ფარდა! თეატრზე ნაფიქრიდან; წერილები (ავტორი) — თბილისი, არადანი, 1998. — 328გვ.
- რეჟისორი თეატრიდან წავიდა (ავტორი) — თბილისი, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989 — 319გვ.
- სანამ რეპეტიცია დაიწყება... : რეჟისორის დაკვირვებანი (ავტორი). — თბილისი, 1977 — 283გვ
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯანელიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 10.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 124.
- კიკნაძე ვ., ქართველი რეჟისორები, წგნ. 2, თბ., 1970;
- მუმლაძე დ., თანამედროვე ქართული რეჟისურა, თბ., 1973;
- ურუშაძე ნ., ძიებისა და გამარჯვების გზით, „საბჭოთა ხელოვნება“, 1960, № 10;
- გურაბანიძე ნ., მიხეილ თუმანიშვილის თეატრი თბ., 2010.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მიხეილ თუმანიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხეილ თუმანიშვილი — ბურუსი
- მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- მედლით საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- დაბადებული 6 თებერვალი
- დაბადებული 1921
- გარდაცვლილი 11 მაისი
- გარდაცვლილი 1996
- ქართველი თეატრის რეჟისორები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1986)
- თბილისში დაბადებულები
- თუმანიშვილები
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები