თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია

თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, კუკიის ობსერვატორია — გეოფიზიკური ობსერვატორია თბილისში.
ობსერვატორიის კოორდინატებია: განედი 41 43' 8, გრძედი 44 47' 23, სიმაღლე ზღვის დონიდან: 403 მ.
ობსერვატორია აშენდა გერმანელი კოლონისტების მიერ. არნოლდ მორიცის და მისი თანამოაზრეების შედეგია საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების მკვიდრი საფუძვლის შექმნა და 1850-იანი წლების დასაწყისიდან მისი შემდგომი განვითარებაც.
არნოლდ მორიცის სახელტან არის დაკავშირებული XIX საუკუნის შუახანების კავკასიის მთავარ კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრში მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის მთელი კომპლექსის მშენებლობა და სპეციალურად ობსერვატორიული ტიპის პირველი შენობის აგებაც.
თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის კომპლექსის ასაშენებლად თბილისის კოლონიის ტერიტორიაზე, ძველი კუკიის მიწაზე შეირჩა.
ობსერვატორიის მშენებლობა 1850-იანნი წლების მიწურულში დაიგეგმა, კომპლექსის პროექტი 1859 წელს შედგა, ხოლო მშენებლობა კი 1860-1861 წლებში განხორციელდა.
არნოლდ მორიცის თანადროული სიტუაციური გეგმის მიხედვით კომპლექსში რამდენიმე ნაგებობა შედიოდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მ. მანია, „თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია“, თბ., 2010