რევაზ ჩხაიძე
იერსახე
რევაზ ჩხაიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | რევაზ ჩხაიძე |
დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1935 |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
რევაზ ჩხაიძე (დ. 30 იანვარი, 1935) — ქართველი მსახიობი, თეატრის რეჟისორი.
რუსთაველის თეატრის მსახიობია 1959 წლიდან. განასახიერა: ვეზირი, შაჰი, ყრუ, აქიმი, ყასაბი („სიბრძნე სიცრუისა“), ოსვალდი („მეფე ლირი“), სევასტი („ყვარყვარე“), II ექიმი, I ვექილი („კავკასიური ცარცის წრე“). დადგა: „დავიწყებული ამბავი“, „თავისუფალი თემა“, „ოცნება“, „შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი“. თანაავტორია სპექტაკლისა „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „შენს ხელთაა სიცოცხლე“
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კნუტ სენდერბიუს „ქალთა აჯანყება“ (ქმარი)
- ა. პოპოვის „ოჯახი“ (ლუზნეცოვი)
- ვლატისლავ ბლაჟეკის „მესამე სურვილი“ (პეტრე)
- მიხეილ მრევლიშვილის „ბარათაშვილი“ (ბალაშოვი )
- ბორის ლავრენიოვის „რღვევა“ (პოლევიო)
- მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“ (კლეონტი)
- ლევან სანიკიძის „ქუთათურები“ (გიორგი ამირანიძე)
- გიორგი ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“ (მიშელი )
- გიორგი მდივნის „ტერეზას დაბადების დღე“ (ხოსე )
- სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ (მესამე ვეზირი, შაჰი, ყრუ, აქიმი, ყასაბი, მოტირალი, გლახაკი)
- უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ (ოსვალდი, ბურგუნდის მთავარი )
- არჩილ სულაკაურის „სალამურა“ (ქონდარუხი )
- პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“ (სევასტი, მსახიობი)
- ევგენი შვარცის „დრაკონი“ (კატა)
- ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ (გამცემლიძე)
- ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (მეორე ექიმი, ბიზერგამი, პირველი ვექილი)
- ალექსანდრე გელმანის „დასაწყისი“ (კადრების განყოფილების გამგე)
- დათო ტურაშვილის „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“ (შალვა)
დადგმული სპექტაკლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამაზ ჭილაძის „დავიწყებული ამბავი“
- ალექსანდრე ჩხაიძის „თავისუფალი თემა“
- ანტონიო ბუერო ვალიეხოს „ოცნება“
- თამაზ მეტრეველის „შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი“
- ედუარდო დე ფილიპოს „აჩრდილები“
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1981: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- საკავშირო კონკურსი, მესამე პრემია 1975-1977 წლებში შექმნილი საუკეთესო სპექტაკლისათვის