აკაკი დვალიშვილი
| აკაკი დვალიშვილი | |
|---|---|
|
სპორტის სასახლე, 2013 წელი | |
| № 21 – ოლიმპი | |
| ცენტრი, მძიმე ფორვარდი | |
| პირადი ინფორმაცია | |
| დაიბადა |
14 თებერვალი, 1991 რუსთავი, საქართველო |
| ეროვნება | ქართველი |
| სიმაღლე | 208 სმ |
| წონა | 95 კგ |
| კარიერა | |
| პროფესიონალური კარიერა | 2007–დღემდე |
| ლიგა | საქართველოს სუპერლიგა |
| კარიერის ისტორია | |
| 2007-2008 | ენერჯი ინვესტი |
| 2008–2009 | ენერჯი ინვესტი |
| 2009–2010 | ენერჯი ინვესტი |
| 2010 | CBA, (ესპანეთი) |
| 2010-2011 | თსსუ |
| 2011-2012 | შსს აკადემია |
| 2011–2012 | თსსუ |
| 2012-2013 ოლიმპი | |
აკაკი დვალიშვილი (დ. 14 თებერვალი, 1991, რუსთავი, საქართველო) — ქართველი პროფესიონალი კალათბურთელი. ამჟამად თამაშობს საქართველოს სუპერლიგაში კლუბ ოლიმპში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ქ. რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა. კალათბურთს თამაშობს ცხრა წლიდან. უთამაშია ყველა ასაკობრივ ნაკრებში, არის ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი. 2009 წელს გახდა „საქართველოს თასის“ მფლობელი, 2007-2008 წლებში „ქორქია-საკანდელიძის მემორიალის“ გამარჯვებული; 2007-08 და 2009 წლებში დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული. ოთხჯერ აქვს მოპოვებული საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვება, აქედან ორჯერ საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. 2008-09 წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გახდა საუკეთესო მოთამაშე (MVP). 2010 წელს „ყველა ვარსკვლავის“ (All Star) მატჩ-აქციაზე დაჯილდოვდა საუკეთესო კალათბურთელის ტიტულით. 2011 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოიპოვა ევროპის B-დივიზიონის ჩემპიონობა და გადავიდა A-დივიზიონში. ამას გარდა, დვალიშვილი საერთაშორისო ტურნირებში ორჯერ არის პირველ ადგილზე გასული. ამჟამად ცხოვრობს თბილისში. დაოჯახებულია.