მშრალი ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მშრალი ხიდი, 2007

მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი) — ქალაქ თბილისში, 1849-51 წლებში აგებული ხიდი. ხიდის პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელი ჯოვანი სკუდიერია. მისი დაღუპვის შემდეგ კი მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა. თლილი ქვით ამოყვანილი[1] ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა.

მშრალი ხიდი განუყოფელია მტკვრის მარჯვენა ნაპირის მიმდებარე განაშენიანებისგან. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ხიდის თავში, ერთმანეთის პირდაპირ მდგომი ორი ნაგებობა - ყოფილი სასტუმროები "გრანდ-ოტელი" და "ლონდონი". კლასიცისტური ელემენტების მქონე შენობები ხის და რკინის აივნებით არის შემკული. საყურადღებოა სასტუმრო "ლონდონის" მთავარი ფოიეს სივრცითი გადაწყვეტა და არქიტექტურული მორთულობა.

"მშრალი ხიდი", მტკვრის დინებით ქვეშ, XIX ს. ბოლო

1848-53 წლებში აშენდა ჯ. სკუდიერის მიერვე დაწყებული ხიდი (ყოფილი მიხეილის დიდი ხიდი), რომელიც მშრალი ხიდის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდა. დღეს არსებული ხიდი 1962 წელს აიგო (ინჟ. გ. ქარცივაძე; არქ. შ. ყავლაშვილი, გ. მელქაძე).

საინტერესო ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მშრალი ხიდი ცნობილია თავისი "საბროკერო ბირჟით"[2], ძველმანების ბაზრობითა[3] და სურათების გამოფენა–გაყიდვით;
სამშენებლო წარწერა ხიდზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მშრალი ხიდი ქვემოდან;
  2. დროთა მანძილზე აქ თავი მოიყარა განცხადებებმა ქალაქში უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვაზე;
  3. IMEDINEWS - [1]; [2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მშრალი ხიდი - Panoramio