დავით პაპუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით პაპუაშვილი
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1942 (1942-09-15) (76 წლის)
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი რუსთაველის თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981)
აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1996)

დავით პაპუაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1942) — რუსთაველის თეატრის მსახიობი 1963 წლიდან. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1981) და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1996).[1]

დავით პაპუაშვილი დაიბადა 1942 წლის 15 სექტემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. პაპუაშვილის აღსანიშნავი როლებია: ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), ტიტე ნატუტარი („ყვარყვარე“), შალვა („კავკასიური ცარცის წრე“), კეიტსბი („რიჩარდ III“), ოსვალდი („მეფე ლირი“), მეორე ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), რაიბულ, ჰიდირ („ლამარა“), ბატონი დევი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ვასიკო („ნახვის დღე“), მეცხრე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“);

2014 წელს დავით პაპუაშვილმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი რუსთაველის თეატრი“[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავით პაპუაშვილი. ეროვნული ფილმოგრაფია. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2018.
  2. ვახტანგ კობაიძე. (24 თებერვალი, 2014) დავით პაპუაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი. რეპორტიორი. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2018.