გოგი ხარაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ხარაბაძე)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხარაბაძე.
გოგი ხარაბაძე
დაბ. სახელი გიორგი ხარაბაძე
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1942 (1942-07-12) (77 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, მწერალი
აქტიური 1966 - 2010

გიორგი (გოგი) ხარაბაძე (დ. 12 ივლისი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987).

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს თბილისში. 1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. იგი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში1963–1993 წლებში მოღვაწეობდა. მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა. მისი გმირი, ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით, უხეში პირდაპირობით. ამის შემდეგ მსახიობს ძირითადად უარყოფითი ხასიათების მქონე ადამიანების განსახიერება უწევს : სპექტაკლში „უარყოფითი მომხიბვლელობა“ და სხვა. მკვიდრდება რეპერტუარში: ნოდარ დუმბაძის „მზიან ღამეში“ (ავთო), ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (დიტო), თამაზ ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“ (გაიოზი) და სხვა. ამას მოსდევს კლასიკური სახეები : უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“ (ოქტავიოს კეისარი), ალექსანდრე ტოლსტოის „მეფე ივანე მრისხანეს სიკვდილი“ (ივანე მრისხანე), სოფოკლეს „ოიდიპოსი“ (ოიდიპოსი) და სხვა.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინოში მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. პირველი როლი ფილმში „გიორგობისთვე“ აღმოჩნდა 1966 წელს, სადაც ოთარის როლი შეასრულა. ოთარი სწორი, მაგრამ არადადებითი გმირია. უარყოფითი გმირის ამპლუა მას კინემატოგრაფიაშიც გადმოჰყვა : მომხიბვლელი, მაგრამ ეგოისტი ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“, 1967 წელს), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელს) და სხვა. მონაწილეობდა ტელეფილმებში : დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, 1974 წელს (აბესალო) და ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, 1977 წელს (არჩილ ფორია). ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედია. გამოირჩევა მაღალი პროფესიულობით. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი : "პოეზიის 30 წუთი" (1974), "ბედი ქართლისა" (1975), "აკაკი წერეთელის მონოლოგი" (1979), „ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), „დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა. გამოცემული აქვს ბიბლიის, შოთას „ვეფხისტყაოსანის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთელის ლექსებისა და პოემა „თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების „ალუდა ქეთელაურის“ და „სტუმარ მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1976: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1983: „ხუთწლედის მატიანის“ პრემია
  • 1986: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1987: დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
  • 2017: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმის“ წოდება ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1989: „თქვენ მომაგონდით“
  • 2004: „შატალო. მსახიობის ჩანაწერები“
  • 2004: „კოქსართროზი“
  • 2004: „მოთხრობები და მიძღვნები“
  • 2004: „წყნარად, წარსულო, წყნარად“
  • 2005: „სისხლიანი მეოცე“
  • 2007: „პირველის უკანასკნელი ღამე“
  • 2009: „თამადა“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]