თემურ ნინუა
იერსახე
თემურ ნინუა | |
---|---|
თემურ ნინუას ფოტო | |
დაბადების თარიღი |
25 სექტემბერი, 1949, თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | მხატვარი |
ჯილდოები | პრაღის "კვადრენალეს" ოქროს მედალი, 1979 წელი |
თემურ ნინუა (დ. 25 სექტემბერი, 1949) – ქართველი მხატვარი, თეატრალური დეკორატორი.
1972 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია თეატრალური მხატვრის სპეციალობით.
რუსთაველის თეატრში მივიდა 1982 წელს.
რუსთაველის თეატრში მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "დაკრძალვა კალიფორნიაში" - რეჟ. რობერტ სტურუა,
- "ასერგასის დღე" - რეჟ. რ. სტურუა,
- "სამანიშვილის დედინაცვალი" - რეჟ. გიზო ჟორდანია,
- "ჰამლეტი" - რეჟ. გ. ჟორდანია,
- "პალატა №6" - რეჟ. დ. ანდღულაძე,
- "ლეონსი და ლენა" - რეჟ. ნ. კვასხვაძე,
- "ჯარისკაცი, პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი" - რეჟ. რ. სტურუა,
- "სტიქსი" - რეჟ. რ. სტურუა, მუს. გია ყანჩელი.
აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის სხვა თეატრებთან: აღსანიშნავია, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაფორმებული: "იყო მერვესა წელსა" - მუს. ბიძინა კვერნაძე, რეჟ. რ. სტურუა; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში გაფორმებული: "როზენკრაცი და გილდესტერნი მკვდრები არიან" - რეჟ. დ. ანდღულაძე; ვილნიუსის რუსულ დრამატული თეატრი: "ყაჩაღები" – რეჟ. ნ. ქანთარია; ბრატისლავის დრამატული თეატრი: "ფსკერზე" – რეჟ. გ. ქავთარაძე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრაღის "კვადრენალეს" ოქროს მედალი, 1979 წ;
- წლის საუკეთესო მხატვარი - 1980 წ;
- წლის საუკეთესო მხატვარი - 2000წ.