დათო ტურაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დათო ტურაშვილი
Dato Turashvili (2017) 3893.jpg
დაბ. თარიღი 10 მაისი 1966(1966-05-10) (53 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]
საქმიანობა მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი და მთარგმნელი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტი
Magnum opus ჯინსების თაობა
ჯილდოები საბა

დავით (დათო) ტურაშვილი (დ. 10 მაისი, 1966, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათო ტურაშვილმა დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას — ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში.

იღებდა აქტიურ მონაწილეობას 1980-იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც — კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათო ტურაშვილის პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თავისუფალ თეატრში. ტურაშვილის სხვა ნაწარმოებთა შორისაა „ნაცნობი და უცნობი ამერიკა“ (1993) და სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“ (1998), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული „მერანი“ გამოიცა 1991 წელს.

გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. დღეისთვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ინგლისური, ესპანური და თურქული ენებიდან.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2008 - „საბა“ საუკეთესო პიესისთვის „შავი კეტები“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]