კახი კავსაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავსაძე.
კახი კავსაძე
Kaxi Kavsadze.jpg
დაბ. სახელი კახი კავსაძე
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1935 (1935-06-05) (84 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1955-დღემდე

კახი კავსაძე (დ. 5 ივნისი, 1935) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.[2]

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

აღსანიშნავი როლებია: ადამი ( „ღვთაებრივი კომედია“ ), თავადი კოწია ( „გუშინდელნი“ ), დევდარიანი ( „საბრალდებო დასკვნა“ ), ილიკო ( „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლორდ ჰასტინგსი ( „რიჩარდ III“ ), კენტი ( „მეფე ლირი“ ), რასპუტინი ( „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Synatic theatre[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის სამხატვრო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო”
  • 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.
  • 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]