მარი ჯანაშია
მარი ჯანაშია | |
---|---|
დაბადების სახელი | მარინა ჯანაშია |
დაბადების თარიღი |
28 დეკემბერი, 1949 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 27 მაისი, 2021 (71 წლის) |
დაკრძალულია | მახათას პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1968–2021 |
მეუღლე(ები) | თეიმურაზ გოცაძე[1] |
ჯილდოები | საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი |
მარინა (მარი) ჯანაშია (დ. 28 დეკემბერი, 1949, თბილისი — გ. 27 მაისი, 2021) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1981).
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).
გარდაიცვალა 2021 წლის 27 მაისს.[2] დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3]
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1971: „ნუცა“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ლიანა დევდარიანი – პროკურორის თანაშემწე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1976: „დილის ნისლივით“ რეჟ. გენო ხოჯავა
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი)“ (გიორგის დედა ახალგაზრდობაში) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1982: „კუკარაჩა“ (ანიკო) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
- 1982: „მარადისობის კანონი“ (მარიამი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (მარინა) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1989: „ცოდვის შვილები“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1989: „მარტოხელა მონადირე“ (მარიკა) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- 1991: „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)“ (ევრიდიკე) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 2001: „უჩინარი“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
- 2006: „მშვიდობით, ქალბატონო“ რეჟ. მიხეილ ქრისტესაშვილი
- 2013: „ჩემი საბნის ნაკეცი“ რეჟ. ზაზა რუსაძე
- 2013: „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი
ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჟან ანუი „ანტიგონე“ (პაჟი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- შალვა დადიანი „გუშინდელნი“ (მაცაცო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ნათან ბრძენი“ (რეჰა) რეჟ. ვ. ვაქსმუტი
- უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ (ჯულიეტა) რეჟ. გიორგი (გოგი) ქავთარაძე
- ფედერიკო გარსია ლორკა „ბერნარდა ალბას სახლი“ (მარტირიო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- მიხეილ ჯავახიშვილი „ქალის ტვირთი“ (ქეთო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ჟან-ბატისტ მოლიერი „ტარტიუფი“ (მარიანა ) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“ (ოთიანა) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- იაკობ ცურტაველი „შუშანიკის მარტვილობა“ (შუშანიკი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- ედუარდო დე ფილიპო „აჩრდილები“ (მარია)რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- გეორგ ბიუხნერი „ლეონსი და ლენა“ (დედოფალი) რეჟ. ნანა კვასხვაძე
- ირაკლი სამსონაძე „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ (მარინე) რეჟისორები გიორგი (გოგა) თავაძე, გიორგი (გია) ბარაბაძე
- თამარ ებრალიძე „გუშინწინ, გუშინ, დღეს… ხვალ?“ (მარიკო) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- ბ. სლეიდი „წელიწადში ერთხელ“ (დორისი) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- თამაზ ჭილაძე „ნახვის დღე“ (ქალბატონი ბაბული) რეჟისორები რობერტ სტურუა, გიორგი (გოგა) თავაძე
- ფელისიენ მარსო „კვერცხი“ (მადმუაზელ დუვანი) რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- რონალდ ჰარვუდი „მოხუცი ჯამბაზები“ (ნინა) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- ფრანსუაზ საგანი „გედის სიმღერა“ (ელიზაბეტი) რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
- ზურაბ ანტონოვი „მზის დაბნელება საქართველოში“ (ქაბატო) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- ფრიდრიხ შილერი „მარიამ სტიუარტი“ (მოხუცი ელისაბედი) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- ჰაინრიხ ფონ კლაისტი „პრინცი ჰომბურგი“ (მთავრის მეუღლე დოროთეა ) რეჟ. გოშა გორგოშიძე
- თამარ და აკაკი პაპავები, „უკანასკნელი დედოფალი“ (მეფე ერეკლე)რეჟ. გოჩა კაპანაძე
- მონაწილეა სპექტაკლებისა : „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“, „ასულნი“, „შობა ტიფლისში“
მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უილიამ შექსპირი „ოტელო“ (დეზდემონა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- მიხეილ ლერმონტოვი „თავადის ასული მერი“ (მერი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- კარლო გოცი „ლურჯი ურჩხული“ (დარდანე) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ჟან ანუი „ევრიდიკე“ (ევრიდიკე) რეჟ. გოგი თოდაძე
„ვერიკოს“ თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „კარმენ!“ (კარმენი)
სამეფო უბნის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „კარმენ!“ (კარმენი)
- „სისხლიანი ქორწილი“ (დედა)
- „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“ (იდა)
თავისუფალი თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ჯინსების თაობა“ (დედა)
- „ანა ფრანკის დღიური“ (ედიტ ფრანკი)
- „,რვა მოსიყვარულე ქალი“ (გაბი)
- „ნუცა“ (ნუცა)
- „დოკერი“ (ნინო)
- „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ლიანა დევდარიანი)
სატელევიზიო სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „მე შენ მიყვარხარ“ (თეა)
- „თეთრი კურდღელი“ (სიდონია)
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1981: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 2000: კიშინოვის ფესტივალზე პრიზი „ოქროს იონი“
- 2010: ნუცა ჩხეიძის სახელობის პრემია
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარი ჯანაშია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მარი ჯანაშია — ეროვნული ფილმოგრაფია
- მარი ჯანაშია — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- მარი ჯანაშია დაარქივებული 2021-04-19 საიტზე Wayback Machine. — რუსთაველის თეატრი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ კალანდაძე, ანა. მარინა ჯანაშიასა და თემო გოცაძის სახლი-სახელოსნო - ორი ხელოვანი ერთ ჭერქვეშ (28 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2023
- ↑ „მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა“. Primetime. 27 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „დაკრძალეს მარინა ჯანაშია“. რადიო თავისუფლება. 30 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)