დავით გოცირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით ზურაბის ძე გოცირიძე (დ. 30 მარტი, 1952, თბილისი — გ. 14 იანვარი, 2022) — ქართველი ენათმეცნიერი, რუსისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1989).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1974). 1978 წლიდან მუშაობდა იქვე; იყო რუსული ენის კათედრის გამგე (1987-2006). 2006-09 მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი. მონოგრაფიისათვის „ნარკვევები რუსული გრამატიკული აზრის ისტორიიდან“ (თანაავტორი — პროფ. გ. ხუხუნი) მიენიჭა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია (1984).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Очерки по истории русского и западноевропейского перевода, Тб., 1986; Принципы контрастивного исследования фразовых текстов, в кн.: Der Text und seine Struktur, Jena, 1990;
  • Возрождение и Реформация в истории перевода и переводческой мысли, Тб., 1994;
  • Русская лингвистическая мысль первой трети 20-ого века, Тб., 2000.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]