ქეთევან ხიტირი
ქეთი ხიტირი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ქეთევან ხიტირი |
დაბადების თარიღი |
20 მაისი, 1982 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ქეთევან (ქეთი) ხიტირი (დ. 20 მაისი, 1982, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეთი ხიტირი დაიბადა თბილისში, 1982 წლის 20 მაისს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა. იმავე წელს მან ჩააბარა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 2002 წელს, ქეთი ხიტირმა მიიღო „საუკეთესო მსახიობი ქალის“ პრიზი მერი უორენის როლის შესრულებისთვის საკურსო სპექტაკლში „სეილემის პროცესი“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ართურ მილერის პიესა „სალემის ჯადოქართა სამსჯავროს“ შესახებ).
საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი ქეთი ხიტირმა დაამთავრა 2003 წელს. 2005 წლიდან იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. იმავე წელს იგი დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზით „წლის საუკეთესო მსახიობი“ კატოს როლის შესრულებისთვის დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმულ სპექტაკლ „პრემიერაში“ (ლალი როსებას პიესის მიხედვით).
რუსთაველის თეატრის მიმდინარე რეპერტუარში ქეთი ხიტირი რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. საგულისხმოა, რომ მის მიერ შესრულებული როლები მკვეთრად განსხვავებული ხასიათისაა.
აღსანიშნავია დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით რობერტ სტურუასა და ზაზა პაპუაშვილის მიერ დადგმული „დარისპანის გასაჭირი“, სადაც ქეთი ხიტირი კაროჟნას როლს ასრულებს.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2003: „ღმერთო, რისი გულისთვის... უმადური“ რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“ (კაროჟნა) რეჟისორები რობერტ სტურუა, ზაზა პაპუაშვილი
- ოთარ ჭილაძე „წათეს წითელი წაღები“(მანინა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- ლაშა ბუღაძე „სულიერი არსებები“(ანანო) რეჟ. დავით საყვარელიძე
- არჩილ სულაკაური „სალამურა“(ბაია) რეჟისორები რევაზ ჩხაიძე, დავით კვირცხალია
- ,,გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება“ (ქეთი) ავტორი და რეჟისორი გიორგი მგელაძე
- მაქს ფრიში „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“ (მეხანძრე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ფრანც ქსავერ კრეტცი „განაჩენი ჩვენს ბავშვს“ (ანა) რეჟ. ლელა ჭინჭარაული
- ლაიონელ ბარტი „ ოლივერ!“, ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტის“ მიხედვით (შარლოტა) რეჟ. დავით საყვრელიძე
- სემიუელ ბეკეტი „პირველი სიყვარული“ (ქალი) რეჟ. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
- მარკ ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი“(ელისაბედი) რეჟ. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
- თომას ბერნჰარდი „სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher“(სარა) რეჟ. კრისტიან პაპკე
- მონაწილეა სპექტაკლებისა „ელექრა“ , დამდგმელი რეჟისორი გრიგორის კარანტინაკისი, რეჟ. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, ,,ჯადოსნური ღამე“
თეატრალური სარდაფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარიუს ფონ მაიენბურგი „ცივი ბავშვი“ (სილკე) რეჟ. გურამ ბრეგაძე
- ლალი როსება „პრემიერა“ (კატო) რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2002: პრიზი „საუკეთესო მსახიობი ქალი“ მერი უორენის როლის შესრულებისთვის („სეილემის პროცესი“)
- 2005: საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი „წლის საუკეთესო მსახიობი ქალი“კატოს როლის შესრულებისთვის („პრემიერა“)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქეთევან ხიტირი — ეროვნული ფილმოგრაფია
- ქეთევან ხიტირი — რუსთაველის თეატრი დაარქივებული 2021-01-19 საიტზე Wayback Machine.
- ქეთი ხიტირის არხი YouTube-ზე
- ქეთი ხიტირის ფოტოალბომი დაარქივებული 2013-01-04 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links