მირიან შველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მირიან შველიძე (დ. 1 იანვარი, 1947, თბილისი) — ქართველი მხატვარი, თეატრალური დეკორატორი, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, თეატრალური მხატვრის სპეციალობით. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარია. რუსთაველის თეატრში მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებია: პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“ (რეჟ. რობერტ სტურუა), უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“, „მაკბეტი“, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და სხვა. აგრეთვე თანამშრომლობს უცხოეთისა და საქართველოს სხვა თეატრებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]