ჩაკ ბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაკ ბერი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჩარლზ ედვარდ ანდერსონ ბერი
დაბ. თარიღი 18 ოქტომბერი, 1926
დაბ. ადგილი სენტ-ლუისი, აშშ
გარდ. თარიღი 18 მარტი, 2017 (90 წლის)
გარდ. ადგილი St. Charles
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი
აქტიური 1955–2017
ლეიბლ(ებ)ი Chess, Mercury, Atco
საიტი www.chuckberry.com
ჩაკ ბერი ვიკისაწყობში

ჩარლზ ედვარდ ანდერსონ „ჩაკ“ ბერი (ინგლ. Chuck Berry; დ. 18 ოქტომბერი, 1926 — გ. 18 მარტი, 2017) — ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი, კომპოზიტორი. ითვლება როკ-ენ-როლის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

ჩაკ ბერიმ 1955 წელს ჩაწერა პირველი სიმღერა, „Maybellene“, ქანთრის და რიტმ-ენ-ბლუზის გავლენით. წარმატებულ დებიუტს მოჰყვა რამდენიმე არანაკლებ წარმატებული სინგლის ჩაწერა, როგორებიცაა „Roll Over Beethoven“ (1956), „Rock and Roll Music“ (1957), „Johnny B. Goode“ (1958) და სხვები. მისი სიმღერების უმეტესობა ცხოვრებისეულ მოკლე ისტორიებს ასახავს.

ჩაკ ბერი პოპულარული გახდა 1960-იან წლებში. მისი სიმღერის ქავერები ეკუთვნით ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა The Beatles, როლინგ სტოუნზი, The Kinks, The Animals და The Yardbirds. მისი სიმღერა „You Never Can Tell“ გამოყენებულ იქნა კვენტინ ტარანტინოს ფილმში „მაკულატურა“. ჩაკ ბერი იყო როკ-ენ-როლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი, რომელსაც გაყიდული ჰქონდა მილიონზე მეტი ალბომი.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BlackPast.org — 2004.