სიდ ბარეტის მიერ დაწერილი ამ სიმღერის ტექსტში ჟღერს ავტორის მიმართვა უცნობი გოგონას მისამართით. ავტორი მას სთავაზობს ველოსიპედს (რომელიც მან სხვისგან ითხოვა), მოსასხამს, უსახლკარო თაგვს სახელად „ჯერალდი“ და მთელ რიგ კოჭას თაფლაკვერის კაცუნებს. უკანასკნელ სტროფს მოჰყვება ინსტრუმენტული სექცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „კონკრეტული მუსიკა“. სიმღერის ბოლოს ავტორი სთავაზობს გოგონას მუსიკალური მელოდიებით სავსე ოთახში შესვლას და ჟღერს სხვადასხვა დასაქოქი მოწყობილობის ხმა, რომელთა შორის არის საათის ზარები და ვიოლინო. სიმღერა სრულდება აჩქარებული სიცილის ჩანაწერით, რომლებიც მრავალჯერ მეორდება და რამდენიმე ფენად გამრავლებული, ერთმანეთს ედება. სიმღერა ეძღვნებოდა ბარეტის მეგობარ ჯენი სპაირზს, რომელიც ნახსენებია იმავე ალბომის სიმღერაში Lucifer Sam.
პინკ ფლოიდმა სიმღერა საკუთარი გამოსვლებისას რამდენიმეჯერ შეასრულა.
ჯგუფის წევრებმა (უოტერსის გარეშე) „Bike“ შეასრულეს სხვა მუსიკოსებთან ერთად სიდ ბარეტისადმი მიძღვნილ საღამოზე „Madcap's Last Laugh“ (2007).