Eclipse (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Eclipse“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Dark Side of the Moon
გამოსვლის თარიღი 17 მარტი, 1973
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 2:03
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest
ავტორი როჯერ უოტერსი
The Dark Side of the Moon - სიმღერები

Eclipse“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეათე[nb 1] და უკანასკნელი სიმღერა ალბომიდან The Dark Side of the Moon. მისი ავტორია როჯერ უოტერსი, ხოლო დამატებით ჰარმონიულ ვოკალს ასრულებს დევიდ გილმორი. იგი უერთდება სიმღერას „Brain Damage“ და როგორც წესი, კონცერტებზე სრულდება მასთან ერთად.

სიმღერის ბოლოს ჟღერს ები-როუდის სტუდიების თანამშრომელ ჯერი დრისკოლის ხმა. ეს არის ნაწყვეტი მისი საუბრიდან, რომელშიც იგი მთვარის ბნელ მხარეზე საუბრობდა - „There is no dark side of the moon, really. Matter of fact, it's all dark. The only thing that makes it look light is the sun“.[1][2]

სიმღერის შეტანას აპირებდნენ კომპილაციურ ალბომში Echoes: The Best of Pink Floyd.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Eclipse“ დაიწერა მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ჯგუფი მიხვდა, რომ პიესას, რომელსაც იგი ასრულებდა, ფინალი აკლდა. მანამდე, 1972 წელს, The Dark Side of the Moon-ის დაბოლოება იყო Brain Damage.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის მიერ კონცერტებზე, 1975 წლამდე და 1994 წელს. როჯერ უოტერსი მას ასრულებდა 1987, 1999-2002 და 2006-2008 წლების ტურნეებში და ინდივიდუალურ კონცერტებზე. 2016 წელს ნომერი დაბრუნდა მის საკონცერტო პროგრამაში და სრულდებოდა ისეთი სახით, როგორიც 1987 წელს ჰქონდა - არაკანონიკურად, დამატებული ნაწილებით და იენ რიჩის საქსოფონით.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზოგიერთ CD გამოცემაში „Speak to Me“ და „Breathe“ ერთიანი კომპოზიციის სახით არის ინდექსირებული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Making Of The Dark Side Of the Moon DVD
  2. Inside Out. Nick Mason. First edition, p.172
  3. Guthrie, James. James Guthrie: Audio: Building A Compilation Album. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 June 2010. წაკითხვის თარიღი: 17 June 2013.