Crystal Voyager

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Crystal Voyager“ — რეჟისორ დევიდ ელფიკის 1973 წლის დოკუმენტური ფილმი. იგი სერფინგის მოყვარულებს აღწერს.

ფილმის საბოლოო ეპიზოდში, რომელიც 23 წუთიანია, ჟღერს ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის „Echoes“[1].

ჯგუფის თანამშრომლობა ფილმის შემქმნელებთან გრძელდებოდა შემდგომ წლებშიც - მათ განკარგულებაში დროდადრო გადადიოდა ახალ-ახალი წყალქვეშა კადრები, რომლებიც გამოიყენებოდა კომპოზიციის „The Great Gig in the Sky“ შესრულებისას, ვიდეოეკრანზე პროექციების სახით.

გრამფირფიტაზე გამოცემულია ფილმის ოფიციალური საუნდტრეკიც[2], თუმცა მასზე „Echoes“ არ შეუტანიათ. ფილმი სხვადასხვა წლებში გამოდიოდა ვიდეოკასეტებზე და საბოლოოდ გამოიცა DVD-ზეც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A Meditative Surf-Film Soundtrack for Your Chill Weekend Ahead“, The New York Times, 9 October 2015. წაკითხვის თარიღი: 10 June 2016. 
  2. Beta, Andy. Revisiting the Original Classics of Surf Cinema. წაკითხვის თარიღი: 10 June 2016.