Jugband Blues

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Jugband Blues“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან A Saucerful of Secrets
გამოიცა Magdalene Music
გამოსვლის თარიღი 29 ივნისი 1968 (ბრიტანეთი)
27 ივლისი 1968 (აშშ)
ჩაიწერა 19 ოქტომბერი 1967, De Lane Lea Studios, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 3:01
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორი სიდ ბარეტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
A Saucerful of Secrets - სიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

Jugband Blues“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1968 წლის სიმღერა, რომელიც შეტანილია ალბომში A Saucerful of Secrets.[1][2] იგი უკანასკნელი სიმღერაა ამ ალბომზე და ერთადერთი, რომელშიც სიდ ბარეტი ასრულებს მთავარ ვოკალურ პარტიას. ეს იყო მისი ჯგუფის ალბომზე უკანასკნელი ოფიციალურად გამოცემული სიმღერა. პიტერ ჯენერის და ენდრიუ კინგის ჩანაფიქრით, ეს უნდა ყოფილიყო შემდეგი სინგლი („See Emily Play“-ს შემდეგ).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდმა სტუდიაში ხსნის არმიის მონაწილეები მოიყვანა და უთხრა „დაუკარით, რაც გსურთ“ - შედეგად კი მიიღეს ქაოტური ფონი. BBC-ის სესიებზე ჩაწერილი ვერსიისთვის ჯგუფი თავად გახდა იძულებული, დისონანსი შეემქნა სიმღერის შუაგულში, რადგან ტექნიკური თანაშემწე სტუდიაში არ აღმოჩნდა.

არსებობს სიმღერის ორი, მონო და სტერეო ვერსია. სტერეო ჩანაწერი შესულია კანადურ A Nice Pair-ში (1973) და არ არის წარმოდგენილი სხვა გამოცემებში.

„Jugband Blues“ არის ალბომის A Saucerful of Secrets რიგით მეორე სიმღერა, რომელიც შეტანილია კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd (პირველია Set the Controls for the Heart of the Sun).

პრომო ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის თანმხლები პრომო-ფილმი დაახლოებით 1967 წლის ბოლოს არის გადაღებული და ახლავს აუდიოჩანაწერი. იგი განკუთვნილი იყო კანადაში დისტრიბუციისთვის, ინფორმაციის ცენტრალური ბიუროსთვის. 2007 წელს გადაცემაში The Seven Ages of Rock ფილმის ნაწყვეტები მოხვდა აღდგენილი ხარისხით. საბოლოოდ რგოლი შეიტანეს კომპლექტში The Early Years 1965–1972, მაგრამ ამ ვიდეოს ახლავს ორიგინალური სტუდიური აუდიო-ვერსია.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე
  • ხნის არმიის ორკესტრის მუსიკოსები – რეი ბოუსი (კორნეტი), ტერი კემსი (კორნეტი), მაკ კარტერი (ტრომბონი), ლეს კონდონი (ბასი), მორის კუპერი (ევფონიუმი), იენ ჰენკი (ტრომბონი), ჯორჯ უიტინგემი (ბასი) და კიდევ ერთი უცნობი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Jugband_Blues&oldid=3353752“-დან