შინაარსზე გადასვლა

Animals (პინკ ფლოიდის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Animals (ალბომი))
Animals
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 21 იანვარი, 1977 (1977-01-21)
ჩაიწერა აპრილი - დეკემბერი 1976
სტუდია Britannia Row Studios, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი[1]
ხანგრძლივობა 41:40
ლეიბლი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Wish You Were Here
(1975)
Animals
(1977)
The Wall
(1979)
ალტერნატიული გარეკანი

2018 წლის რემიქსის გარეკანი
პროფესიონალური რეიტინგები
რეტროსპექტიული მიმოხილვები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars[2]
The Daily Telegraph3/5 stars[3]
Encyclopedia of Popular Music4/5 stars[4]
MusicHound3/5 stars[5]
Pitchfork Media10/10[6]
PopMatters9/10[7]
The Rolling Stone Album Guide2/5 stars[8]

Animals (ქართ. ცხოველები) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის კონცეპტუალური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1977 წლის 21 იანვარს. ეს არის ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, ჩაწერილი მის კუთვნილ Britannia Row Studios-ში.

ალბომის სიმღერები ნაწილობრივ აგებულია ჯორჯ ორუელის იგავის — „ცხოველთა ფერმის“ — იდეოლოგიაზე. მის სამ მთავარ სიმღერაში ტექსტების და მუსიკის ავტორი როჯერ უოტერსი იყენებს სამ ცხოველს, რომელთა მეშვეობით იგი ალეგორიულ პარალელებს ავლებს თანამედროვე საზოგადოების ტიპურ წარმომადგენლებთან.

დეივიდ გილმორი მხოლოდ ამ ალბომის ერთი სიმღერის ავტორად არის ნახსენები, თუმცა Dogs მთლიანი ჯგუფის მიერ შექმნილი სიმღერა იყო, რომლის ტექსტიც უოტერსმა დაწერა. ცნობილია, რომ რიჩარდ რაიტს ამ ალბომისთვის არაფერი დაუწერია, თუმცა მუშაობდა „Dogs“-ის პირველი ვერსიაზე, „You Gotta Be Crazy“.

ვიკიციტატა
„ეს იყო პირველი ალბომი, რომლისთვისაც არაფერი დამიწერია. და პირველი შემთხვევა, როდესაც ჯგუფის ერთიანობა დაიკარგა. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც როჯერმა რაღაცის შექმნა გადაწყვიტა. არის მასში მუსიკალური მომენტები, რომლებიც მომწონს, მაგრამ ეს არ არის პინკ ფლოიდის ჩემი საყვარელი ალბომი.“
(რიჩარდ რაიტი)

აგრეთვე ალბომში გამოიყენეს Raving and Drooling, რომელსაც Sheep უწოდეს. ზემოთნახსენები ორივე სიმღერა ჯერ კიდევ 1974 წელს დაიწერა და დაგეგმილი იყო მისი შეტანა ალბომში Wish You Were Here. გაუგებრობა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით პირდაპირ მიუთითებს ჯგუფში არსებულ კონფლიქტებზე.

ალბომის სიმღერებში ნაჩვენებია უოტერსის სოციალისტურ ხედვები, მისი მოსაზრებები კლასობრივ სისტემაზე, რომელიც კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებობს. ალბომში ჩნდება ძაღლების, ღორებისა და ცხვრების ანტროპომორფული სახეები. უცნაურია, რომ მათ არ აქვთ გამოკვეთილი როლი. მაგალითად, ძაღლი, რომელიც ჯორჯ ორუელის მიხედვით სასტიკი ჯალათი (ან პოლიციელია), ხან პირქუში ბიზნესმენია, ხან კი — ცხვრების დამშინებელი. თუმცა, უოტერსი მსმენელს მაინც უტოვებს დამოუკიდებელი არჩევანის უფლებას და ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია ტექსტის ინტერპრეტაცია.

პროლოგისა და ეპილოგის სახით ალბომს ახლავს სიმღერა, რომელიც ეძღვნება უოტერსის მეუღლეს, კეროლაინს: Pigs on the Wing, ნაწილი 1 და Pigs on the Wing, ნაწილი 2. ორივე მათგანი მძლავრ კონტრასტშია ცენტრალურ სამ სიმღერასთან. შესაძლებელია, ისინი აღნიშნავენ, რომ შეთანხმება და ჰარმონია მაინც დასძლევს აგრესიას — მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სტრიქონებში ჩანს, თითქოს ავტორი თავად არის ძაღლი და ემალება მფრინავ გოჭებს. სპეციალური კასეტისათვის, რომელიც, ფირის დასრულებისთანავე, ავტომატურად რთავდა ალბომს დასაწყისიდან, გიტარისტ სნოუი უაიტის დახმარებით ჩაიწერა Pigs on the Wing-ის ორივე ნაწილის გადაბმული ვერსია. იგივე ვერსიის მოსმენა შეიძლება უაიტის 1996 წლის ალბომზე Goldtop: Groups & Sessions.

ალბომის გარეკანი ცალკე კურიოზის თანხლებით შეიქმნა. გიგანტური, ჰელიუმით გაბერილი ღორი გაშვებული იქნა ლონდონში განლაგებული ბატერსის ელექტროსადგურის თავზე. ფოტოგადაღება სტორმ ტორგერსონის მოწყობილი იყო.

გადაღების პირველ დღეს სადგურთან იჯდა სნაიპერი, რადგანაც შესაძლებელი იყო, რომ ღორი ნებისმიერ წამს გაფრინდება. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს გადამღებმა ჯგუფმა აღარ დაიზღვია თავი და არ დაიქირავა იგი. სასაცილოა, მაგრამ სწორედ იმ დღეს, 1976 წლის 3 დეკემბერს, ქარმა ღორი სადგურისგან შორს, ჰიტროუს აეროპორტისაკენ წაიღო, რამაც დააეჭვა აეროპორტის თანამშრომლები და ყველა რეისი გადაიდო. ღორს პოლიციის ვერტმფრენი დაადევნეს, მაგრამ ღორი 5000 ფუტზე აფრინდა და პოლიციელები დაბრუნდნენ. ყველა პილოტს შეატყობინეს, რომ ცაში დაფრინავს გიგანტური ღორი. პოლიციის რადარმა დაკარგა ღორი კენტის მიდამოებში, 18.000 ფუტის სიმაღლეზე - იგი აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავდა. საბოლოოდ, ღორი დაეშვა ერთ-ერთი ფერმერის მინდორზე, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. ღორს მცირე შეკეთება დასჭირდა, ამის შემდეგ კი იგი მესამედ გაუშვეს სადგურის თავზე. საბოლოოდ, ტორგერსონმა დაამონტაჟა ღორისა და სადგურის ფოტოსურათი, რადგანაც არც ერთი ვარიანტი არ მოსწონა.

მთავარი კონვერტის გაშლაზე დაწერილი კომენტარები ნიკ მეისონს ეკუთვნის. მის მიერ ასევე დაწერილია ფირფიტის კონვერტზე გამოტანილი სიმღერების ტექსტები. ფირფიტის ერთ მხარეს გამოსახული იყო ძაღლი, მეორე მხარეს - ღორი და ცხვარი.

სპეციალური გამოცემა აუდიოკასეტაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს ასევე გამოიცა ალბომის სპეციალური ვერსია აუდიოკასეტაზე. ეს იყო 8 ბილიკიანი კასეტა, რომელიც ავტომატურად რთავდა ალბომის პირველ სიმღერას, როგორც კი მთავრდებოდა უკანასკნელი. შესაბამისად, Pigs on the Wing, ნაწილი 1 და Pigs on the Wing, ნაწილი 2 ერთმანეთთან იყო შეერთებული. ამასთან, სიმღერას ახლდა სნოუი უაიტის მიერ ჩაწერილი სოლო გიტარაზე.

ყველა ტექსტის ავტორი — როჯერ უოტერსი.

მხარე 1
#სახელწოდებამუსიკავოკალიხანგრძლივობა
1.„Pigs on the Wing 1“უოტერსიუოტერსი1:25
2.„Dogs“გილმორი, უოტერსიგილმორი, უოტერსი17:03
საერთო ხანგრძლივობა:18:28
მხარე 2
#სახელწოდებამუსიკავოკალიხანგრძლივობა
1.„Pigs (Three Different Ones)“უოტერსიუოტერსი11:25
2.„Sheep“უოტერსიუოტერსი10:25
3.„Pigs on the Wing 2“უოტერსიუოტერსი1:23
საერთო ხანგრძლივობა:23:13
პინკ ფლოიდი
  • როჯერ უოტერსი – ვოკალი, ბას გიტარა, აკუსტიკური გიტარა, რითმ გიტარა, ვოკოდერი, ხმის ეფექტები, დიზაინი
  • დეივიდ გილმორი – გიტარა, ბას გიტარა, ვოკალი, თოქბოქსი, სინთეზატორი
  • რიჩარდ რაიტი – ორგანი, ფენდერ როუდსის ფორტეპიანო, სინთეზატორი, დამატებითი ვოკალი
  • ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ხმის ეფექტები, გარეკანის გრაფიკა
ტექნიკური პერსონალი
  • ბრაიან ჰამფრიზი — ხმის ინჟინერი
  • ჯეიმზ გათრი — რემასტერის პროდიუსერი
  • როჯერ უოტერსი — გარეკანის დიზაინი
  • სტორმ თორგერსონი — გარეკანის დიზაინი (ორგანიზატორი)
  • ობრი პაუელი — გარეკანის დიზაინერი (ორგანიზატორი), ფოტოგრაფი
  • ნიკ მეისონი — გრაფიკა
  • პიტერ კრისტოფერსონი —ფოტოგრაფია
  • ჰოვარდ ბერტროპი — ფოტოგრაფია
  • ნიკ ტაკერი — ფოტოგრაფია
  • ბობ ელისი —ფოტოგრაფია
  • რობ ბრიმსონი — ფოტოგრაფია
  • კოლინ ჯონსი — ფოტოგრაფია
  • E.R.G. Amsterdam — გასაბერი ღორის დიზაინი
  • დაგ საქსი — ფოტოგრაფია
  • სნოუი უაიტი – გიტარა სიმღერაში Pigs on the Wing (სპეციალური 8 არხიანი კარტრიჯი)

ჩარტები და სერტიფიცირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Greene, Andy (16 აგვისტო, 2013). „Weekend Rock Question: What Is the Best Prog Rock Album of the 1970s?“. Rolling Stone. New York. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. ერლეუაინი, სტივენ თომას. Album review AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 30 აპრილი 2013.
  3. მაკ-კორმიკი, ნილ (20 მაისი 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. ლონდონი. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2014.
  4. Larkin 2011, pp. 2065–66.
  5. გრაფი, გერი; დურხჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2. 
  6. Album review, pitchfork.com, http://pitchfork.com/reviews/albums/6307-animals/. წაკითხვის თარიღი: 4 ივლისი 2011
  7. გარეტი, ჯონ. (22 ნოემბერი 2011) Pink Floyd: Animals. PopMatters. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2014.
  8. შეფილდი, რობ. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  9. კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6. 
  10. "Pink Floyd - Animals" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 5 აგვისტო 2014.
  11. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 5269a." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Animals“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 5 აგვისტო 2014.
  13. „15.04.1977“. Musikmarkt. Musikmarkt GmbH & Co. KG. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  14. „New Zealand charts portal (27/03/1977)“. charts.org.nz. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  15. „Norwegian charts portal (11/1977)“. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  16. "Pink Floyd – Animals". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 5 აგვისტო 2014.
  17. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  19. „Archivio - Album - Classifica settimanale WK 30 (dal 24-07-2006 al 30-07-2006)“. Federation of the Italian Music Industry. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2016.
  20. „Archivio - Album - Classifica settimanale WK 44 (dal 01-11-2010 al 07-11-2010)“. Federation of the Italian Music Industry. ციტირების თარიღი: 5 აგვისტო 2014.
  21. „Les charts francais (01/10/2011)“. lescharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  22. „Norwegian charts portal (39/2011)“. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  23. "Pink Floyd – Animals". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 5 აგვისტო 2014.
  24. "Pink Floyd – Animals". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 5 აგვისტო 2014.
  25. Austrian album certifications – Pink Floyd – Animals გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ Animals ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  26. Canadian album certifications – Pink Floyd – Animals. Music Canada.
  27. French album certifications – Pink Floyd – Animals ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  28. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'Animals') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  29. Italian album certifications – Pink Floyd – Animals იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  30. British album certifications – Pink Floyd – Animals. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Animals ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  31. American album certifications – Pink Floyd – Animals. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH