შინაარსზე გადასვლა

Pigs on the Wing

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Pigs on the Wing“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Animals
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 23 იანვარი, 1977 (ინგლისი)
2 თებერვალი, 1977 (აშშ)
ჩაიწერა ნოემბერი 1976
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 1:25 (თითო ნაწილი)
2:50 (ორივე ნაწილი ერთად)
3:25 (8 ფირიანი კასეტის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest / Capitol
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Animalsსიმღერები

Pigs on the Wing“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომზე Animals[1][2]. მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იგი ეძღვნება როგორც უოტერსის ყოფილ, ასევე იმ პერიოდში შემდგომ მეუღლეს, კეროლაინს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

სიმღერა იყოფა ორ ნაწილად[3]. პირველი ნაწილი ჟღერს ალბომის პროლოგის, ხოლო მეორე — მისი ეპილოგის სახით[3]. ორივე მკვეთრ კონტრასტშია ალბომის სამ სხვა კომპოზიციასთან, ვინაიდან სრულდება მხოლოდ აკუსტიკურ გიტარაზე. იგი ასევე ითვლება ალბომის უფრო ნათელი განწყობის მატარებელ სიმღერად.[4]

პირველი ნაწილის მესამე სტრიქონი აგრეთვე იყო სიმღერის „Raving and Drooling“ შემადგენელი ნაწილი.

1977 წლის საკონცერტო ტურნეში, აშშ-ში დევიდ გილმორი ამ კომპოზიციას ასრულებდა ბას-გიტარაზე. სიმღერა შედიოდა როჯერის 1984-1985 წლების სოლო-პროგრამაში, ისევე, როგორც 1999-2002 ტურნეში და მოხვდა 2016 წლის კონცერტების სერიის სეტლისტში (ასრულებდნენ მეორე ნაწილთან ერთად).

გაყიდვაში ასევე იყო 8 ფირიანი კარტრიჯი - კასეტა, რომელზეც ალბომი რამდენიმეჯერ ზედიზედ იკვრებოდა. ამ ვერსიისათვის სიმღერების პირველი და მეორე ნაწილები გაერთიანებული იქნა სპეციალური გიტარის სოლოს დახმარებით, რომელიც გიტარისტმა სნოუი უაიტმა ჩაწერა[5]. გაერთიანებული ვერსია, ორივე ნაწილით, მოხვდა სნოუი უაიტის 1995 წლის სტუდიურ ალბომში Goldtop: Groups & Sessions[3].

სიმღერის პრომო-ფილმში გამოყენებულია კადრები ალბომის Animals გარეკანის ფოტოს გადაღების სესიებიდან.

მეორე ნაწილის შესახებ როჯერი ამბობდა:

ამ სიმღერის გარეშე Animals უბრალოდ გაშმაგებული კივილი იქნებოდა.[4]

მეორე ნაწილი სრულდებოდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In the Flesh ფარგლებში, სოლოს კი კვლავ სნოუი უკრავდა[3]. ამ შემთხვევაში სიმღერა ალბომის კომპოზიციების ციკლის ფინალს არ წარმოადგენდა, ვინაიდან მას „Pigs (Three Different Ones)“ მოჰყვებოდა. როჯერ უოტერსმა სიმღერა საკუთარ სოლო პროგრამაში პირველად 2016 წელს შეიტანა და ასრულებდა პირველი ნაწილის შემდეგ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 მებეტი 2010
  4. 4.0 4.1 შეფნერი 2005, p. 217
  5. შეფნერი 2005, p. 216