ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელი (ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ ართურ ბლერი, ინგლ. Eric Arthur Blair; დ. 25 ივნისი, 1903, მოტიჰარი, ინდოეთი — გ. 21 იანვარი, 1950, ლონდონი) — ინგლისელი მწერალი და ესეისტი, მისი ნაწარმოებები გამოირჩევა წერის მარტივი სტილით, ტოტალიტარიზმის კრიტიკითა და დემოკრატიული სოციალიზმის მხარდაჭერით.[30]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორუელი დაიბადა 1903 წელს ინდოეთში. 1904 წლიდან იგი ცხოვრობდა ინგლისში. 1917-1921 წლებში ორუელი სწავლობდა იტონის კოლეჯში. 1922 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის პოლიციაში მიანმარიში. მისი ცხოვრების ეს პერიოდი აისახა 1934 წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში „დღეები ბირმაში“. 1927 წელს ორუელმა თავი დაანება პოლიციაში სამსახურს პროტესტის ნიშნად და დაბრუნდა ინგლისში, სადაც იგი 1936 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში ორუელი აქვეყნებდა თავის პირველ ნაწარმოებებს. 1937 წელს იგი იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის მხარეზე მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალი მუშაობდა The Observer-ის კორესპონდენტად. 1945 წელს ორუელმა გამოაქვეყნა იგავი „ცხოველების ფერმა“, რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს გამოქვეყნდა ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომანი „1984“.
ორუელი 1950 წელს 46 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1933 პარიზისა და ლონდონის ფსკერზე (Down and Out in Paris and London)
- 1934 ბირმული დღეები (Burmese Days)
- 1935 მღვდლის ქალიშვილი (A Clergyman's Daughter)
- 1936 დაე, იშრიალოს ასპიდისტრამ (Keep the Aspidistra Flying)
- 1937 გზა ვიგან პიერამდე (The Road to Wigan Pier)
- 1938 პატივი კატალონიას (Homage to Catalonia)
- 1939 ჰაერისთვის მაღლა ამოსვლა (Coming Up for Air)
- 1945 ცხოველების ფერმა (Animal Farm)
- 1948 ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი (Nineteen Eighty-Four)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #118590359 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/orwell_george.shtml
- 1 2 Find a Grave — 1996.
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 NooSFere — 1999.
- 1 2 3 4 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- 1 2 BD Gest’
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- 1 2 GeneaStar
- 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- 1 2 Babelio — 2007.
- 1 2 3 BeWeB
- 1 2 3 abART
- 1 2 Munzinger Personen
- ↑ Swartz A. Open Library — 2007.
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ (unspecified title) — 2013. — ISBN 978-80-971429-4-0
- ↑ https://archive.org/details/studentcompanion00brun/page/n9/mode/2up
- 1 2 3 4 Catalog of the German National Library
- ↑ (not translated to en-gb) George Orwell — 2022.
- ↑ https://mdn.tv/7JVp
- 1 2 3 Kindred Britain
- ↑ Orwell and Jonathan Swift — doi:10.1093/OXFORDHB/9780198860693.013.13
- ↑ The Complete Works of George Orwell
- ↑ Gale, Steven H. (1996) Encyclopedia of British Humorists: Geoffrey Chaucer to John Cleese, Volume 1. Taylor & Francis, გვ. 823.
| |||||||||||