Yet Another Movie

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Yet Another Movie“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია ასტორია
ჟანრი პროგრესული როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 7:28 (კომპოზიციასთან Round and Around ერთად)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორი დევიდ გილმორი, პატრიკ ლეონარდი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი
A Momentary Lapse of Reason - სიმღერები

Yet Another Movie“ — მეექვსე კომპოზიცია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. სიმღერაში ასევე ჟღერს ფრაზები ფილმიდან „კასაბლანკა“.

„Yet Another Movie“-ს დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი თვლიდნენ ალბომის საუკეთესო კომპოზიციად. მისი თანაავტორია პეტ ლეონარდი, რომელიც მადონას რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩანაწერის პროდიუსერი იყო. სიმღერის ტექსტი, დაწერილი გილმორის მიერ სიურრეალისტურია და ავტორი მასზე ასე საუბრობდა:

„Yet Another Movie“ აუხსნელია. ხოლმე საკუთარ განცდებსა და რეალობაზე ვფიქრობ, მაგრამ მაქვს სურვილი, საკუთარი სიმღერების საძირკველი უფრო ფართოდ ვაქციო, თანაც ამავე დროს არ ვისაუბრო სხვა ადამიანების ფანტაზიებსა და ამბებზე (რომლებიც ნაკლებად მაინტერესებს) - ეს სიმღერა ჩანაფიქრის ასრულების ერთ-ერთი მცდელობაა.

დასარტყმელი ინსტრუმენტების სექციები ჩაწერილია მეისონის, ჯიმ კელტნერისა და სტივ ფორმანის მიერ (საკმაოდ დიდ სტუდიაში). მეისონი:

ეს ალბომზე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა, ალბათ, იმის გამო, თუ როგორ ჩაიწერა. დაუვიწყარი იყო: დიდი სტუდია იმაზე უფრო მეტი დასარტყმელებით, რაც მინახავს. იქ იყო ჯიმ კელტნერის დასარტყმელები, ჩემები და სტივ ფორმანის. აგრეთვე იყო ორი ადამიანი, რომელსაც "დასარტყმელების ექიმებს" უწოდებენ, ისინი ამ სფეროს ულტრა-სპეციალისტები არიან. ყველაფერს აყენებენ, მომართავენ, მერე კი მოგიტანენ შვიდ დოლს და გეკითხებიან - "ამისთვის, შენი აზრით, რომელს გამოიყენებ?" ჰაერის ძალა და ჟღერადობა იმართება ამ დასარტყმელების მიერ. იმ დროისთვის ეს იყო დასარტყმელების ნამდვილი ქალაქი! წარსულში სხვა მუსიკოსები გვყოლია, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ყოველთვის არ მიგვითითებია მათი სახელები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სიმღერაში არ ვუკრავ. „Yet Another Movie“-ში სამივე ვუკრავთ - პერკუსიონისტი, ჯიმ კელტნერი და მე. ვუკრავდით უნისონში, მაგრამ დროდადრო რიტმი მიმყავდა, სხვები კი შუალედებს ავსებდნენ. განსხვავებული მიდგომაა, რაც მუსიკაზე მოქმედებს.

სიმღერას აგრეთვე უერთდება „Round and Around“, რომელიც სხვადასხვა გამოცემაში ინდექსირებულია „Yet Another Movie“-სთან ერთად.

სიმღერა აგრეთვე სრულდებოდა ჯგუფის 1987-1989 წლების ტურნეს ყველა კონცერტზე, განსხვავებული სეტლისტის ფარგლებში - იგი პროგრამაში რიგით მესამე იყო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.