A New Machine — ორი ნაწილისგან შემდგარი კომპოზიცია პროგრესულ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. ორივე შემთხვევაში, ვოკალურ პარტიას ასრულებს დეივიდ გილმორი. მის ხმას სპეციფიკური ხმის ეფექტი ახლავს. პირველი ნაწილის შემდეგ ალბომზე ჟღერს „Terminal Frost“, ინსტრუმენტული კომპოზიცია. ორივე ნაწილი და „Terminal Frost“ ალბომის შექმნამდე ორი წლით ადრე დაიწერა.
დეივიდ გილმორი: „აქ ისეთი ჟღერადობაა, რომელიც არავისთან მომისმენია. ხმოვანი ფილტრები, ვოკოდერები - ამან რაღაც ახალი მომცა, რაც შესანიშნავ ხმოვან ეფექტად მეჩვენა, რომელიც მანამდე არავის შეუქმნია. ეს ერთგვარი სიახლეა“.