King Crimson

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კინგ კრიმსონი)
Jump to navigation Jump to search
King Crimson
King Crimson - Vredenburg Utrecht (21938525365).jpg
ჯგუფის გამოსვლა უტრეხტში, 2016 წელს. მარცხნიდან: მელ კოლინზი, პეტ მასტელოტო (ქვემოთ), ტონი ლევინი, ჯაკო ჯეკზიკი, ბილ რიფლინი (ქვემოთ), რობერტ ფრიპი და გევინ ჰარისონი (ქვემოთ).
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1968–1974
  • 1981–1984
  • 1994–2004
  • 2007–2009
  • 2013–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი dgmlive.com
წევრები
ყოფილი წევრები

King Crimsonინგლისური როკ-ჯგუფი, დაარსებული ლონდონში 1968 წელს. მისმა შემადგენლობამ მრავალი ცვლილება განიცადა, საერთო ჯამში სხვადასხვა დროს 21 მუსიკოსის გაწევრიანებით თუ ჯგუფიდან წასვლით. 2017 წლის იანვრიდან მასში შედიან რობერტ ფრიპი, ჯაკო ჯეკზიკი, ტონი ლევინი, მელ კოლინზი, პეტ მასტელოტო, გევინ ჰარისონი, ბილ რიფლინი და ჯერემი სტეისი. ფრიპი King Crimson-ის ერთადერთი მუდმივი წევრია, ისევ, როგორც ლიდერი. ჯგუფი საკულტო სტატუსს ატარებს.[1] VH1-ის „მძიმე როკის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში“ მას 87-ე ადგილი უკავია.[5]

წარმოშობილი წარუმატებელი ტრიოდან Giles, Giles and Fripp, King Crimson, განსაკუთრებით არსებობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში, პროგრესულ როკში გავლენიან კოლექტივად იქცა[6] - საკუთარი ინსტრუმენტული სტანდარტებით და სიმღერების რთული სტრუქტურებით. სადებიუტო ალბომი, In the Court of the Crimson King (1969), კვლავ მათი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი დისკია, ჯაზის, კლასიკური და ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტებით.[7] წარმატებას მოჰყვა 1969 წელს ლონდონის ჰაიდ-პარკში როლინგ სტოუნზის მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოსვლა. ნაკლებად წარმატებული იყო შემდგომი ალბომები - In the Wake of Poseidon (1970), Lizard (1970) და Islands (1971), თუმცა ჯგუფმა ახალ შემოქმედებით მწვერვალს მიაღწია ალბომებით Larks' Tongues in Aspic (1973), Starless and Bible Black (1974) და Red (1974). ფრიპმა King Crimson 1974 წელს დაშალა.

1981 წელს ჯგუფი აღდგა, ახალი მუსიკალური მიმართულებით და შემდეგი სამი წელი იარსება, გამოსცა რა ალბომების სამეული - Discipline (1981), Beat (1982) და Three of a Perfect Pair (1984). ათწლიანი შესვენების შემდეგ 1994 წელს King Crimson დაბრუნდა და გამოსცა Thrak (1995). 1997 წლიდან ოფიციალურად არსებობს როგორც ჯგუფის წევრებისგან, ასევე სხვა მუსიკოსებისგან შემდგარი კოლექტივები საერთო სახელწოდებით ProjeKCts. 2000 წელს გამოვიდა ალბომი The Construkction of Light, ხოლო 2003 წელს - The Power to Believe. უკანასკნელ წლებში King Crimson მართავს ტურნეებს, რომელთა ფარგლებში ასრულებს მასალას ყველა ალბომიდან.

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წლის აგვისტოში ძმებმა, მაიკლ (დასარტყმელი საკრავები) და პიტერ ჯაილზებმა (ბას-გიტარა), პროფესიონალმა მუსიკოსებმა, რომლებმაც ფეხი აიდგეს მშობლიურ დორსეტში, ახალი ჯგუფისთვის დაიწყეს ვოკალისტ-ორგანისტის ძიება.[8][9] ადგილობრივი მუსიკოსი, რობერტ ფრიპი, გიტარისტი, რომელიც არ მღეროდა, გამოეხმაურა ამ განცხადებას და მათ ჩამოაყალიბეს ტრიო Giles, Giles and Fripp. ექსცენტრიკული სიმღერებით და რთული ინსტრუმენტული კომპოზიციებით, მათ ჩაწერეს რამდენიმე წარუმატებელი სინგლი და ალბომი The Cheerful Insanity of Giles, Giles and Fripp.[1] მათ თითქმის მიაღწიეს წარმატებას, ჩაწერეს რამდენიმე რადიოსესია და გამოვიდნენ ტელეეთერში, მაგრამ არ ჰქონიათ ჰიტი, რომელიც კომერციულ წარმატებას მოუტანდა. ალბომიც ისეთივე წარუმატებელი იყო, როგორც სინგლები. იგი ერთ-ერთ ჟურნალში მიმოხილვისას The Who-ს კით მუნმაც გააკრიტიკა.[1]

ჟღერადობის გაფართოების მცდელობით, მათ აიყვანეს იენ მაკდონალდი, რომელიც კლავიშებიან და სასულე საკრავებზე უკრავდა. მაკდონალდმა ჯგუფში დროებით მოიყვანა მეგობარი გოგონა, Fairport Convention-ის ყოფილი ვოკალისტი ჯუდი დიბლი, რომლის წევრობა დასრულდა ამ ორის დაშორების შემდეგ.[1][10] მაკდონალდმა აგრეთვე მოიყვანა ტექსტების ავტორი, საკონცერტო მენეჯერი და ხელოვნების სტრატეგი პიტერ სინფილდი, რომელთან ერთად მანამდე სიმღერებს ქმნიდა. მათი ურთიერთობა დაიწყო, როდესაც იენმა პიტერს ჯგუფ Creation-ის შესახებ მიმართა: „პიტერ, უნდა გითხრა, რომ შენი ჯგუფი უიმედოა, მაგრამ შესანიშნავ ტექსტებს წერ. ხომ არ დაგვეწერა რამდენიმე?“[11] ამასობაში ფრიპმა კლუბში Marquee იხილა ჯგუფი Clouds, რამაც შთააგონა, საკუთარ სიმღერებში შეეტანა კლასიკური მუსიკის ელემენტები და ჯაზური იმპროვიზაციები.[12] პიტერ ჯაილზის ექსცენტრიკული სტილით უკვე ნაკლებად დაინტერესებულმა რობერტმა ჯგუფს შესთავაზა მეგობარი, ვოკალისტი და გიტარისტი გრეგ ლეიკი, რომელიც ძმებიდან ერთ-ერთს ჩაანაცვლებდა.[10] პიტერ ჯაილზმა ასეთ გადაწყვეტილებას მოგვიანებით „ფრიპის პატარა პოლიტიკური ნაბიჯი“ უწოდა[10]. მოგვიანებით მან ასევე დატოვა ჯგუფი, ვინაიდან უკმაყოფილო იყო წარუმატებლობით. ამიტომ, ლეიკი გახდა შემადგენლობის ბასისტი და ვოკალისტი.[1]

1968–1969: In the Court of the Crimson King[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

King Crimson-ის პირველი შემადგენლობა ლონდონში 1968 წლის 30 ნოემბერს ჩამოყალიბდა და პირველი რეპეტიცია 1969 წლის 13 იანვარს გამართა.[1][13] ჯგუფის სახელწოდება გამოიგონა სინფილდმა, თუმცა, იგი არ აღნიშნავს ბელზებელს, დემონების უფლისწულს.[14] ისტორიულად და ეტიმოლოგიურად „crimson king“ (ჟოლოსფერი მეფე) იყო ნებისმიერი მონარქი, რომლის მმართველობისას სისხლისღვრა და სამოქალაქო არეულობა იყო. ჯგუფის პირველი ალბომი გამოვიდა მაშინ, როდესაც მსოფლიო ყურადღება ვიეტნამის ომის მოვლენებზე იყო გამახვილებული. ამ დროისთვის მაკდონალდი King Crimson-ში სიმღერების ძირითად ავტორად იქცა, თუმცა წვლილი შეჰქონდათ ლეიკსაც და ფრიპსაც, ხოლო სინფილდი მუშაობდა სიმღერების ტექსტებზე და სასცენო განათებაზე. მაკდონალდის შეთავაზებით, ჯგუფმა შეიძინა მელოტრონი და მისი მეშვეობით ორკესტრული როკის ჟღერადობის მიღება დაიწყო, The Moody Blues-ის შთაგონებით.[15] სინფილდი: „თუკი რამეს პოპულარული მუსიკის ჟღერადობა ჰქონდა, არ ვიყენებდით. ამიტომ, უნდა ყოფილიყო რთული, ყოვლისმომცველი აკორდებით, უცნაური შთაგონებით. თუკი ძალიან მარტივი იყო, უფრო ვართულებდით, ვუკრავდით რიტმით 7/8 ან 5/8“.[16]

მუსიკალური ნაწყვეტები:

The Court of the Crimson King (1969)

37 წამიანი ნაწყვეტი ჯგუფის კომპოზიციიდან „The Court of the Crimson King“, რომელშიც წარმოდგენილია პირველი შემადგენლობის ჟღერადობა, კლასიკური მუსიკის შთაგონებით და მელოტრონის გამოყენებით.
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ჯგუფის პირველი საკონცერტო გამოსვლა 1969 წლის 9 აპრილს გაიმართა[13]. როლინგ სტოუნზის უფასო კონცერტამდე, ჰაიდ-პარკში, ლონდონში, კოლექტივი 500 000 მსმენელის წინაშე წარდგა.[1] სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გამოვიდა 1969 წლის ოქტომბერში Island Records-ზე. ფრიპმა მოგვიანებით მას უწოდა „მალევე ჰიტად ქცეული და ნიუ-იორკის 1970 წლის მჟავის ალბომი“ (თუმცა, ფრიპი და ჯაილზი ყოველთვის ამბობდნენ, რომ Crimson-ში ფსიქოდელიურ ნარკოტიკებს არ იყენებდნენ).[13] ალბომმა მოწონებები დაიმსახურა. პიტ ტაუნსენდი (The Who) მას „იდუმალ შედევრს“ უწოდებდა.[17] ალბომის ჟღერადობა, დაწყებული პირველი სიმღერით „21st Century Schizoid Man“, აღწერილია, როგორც ალტერნატიული როკის და გრანჟის წინამორბედი, ხოლო უფრო მშვიდი სიმღერები - როგორც „ღვთაებრივი“ და „თითქმის სასულიერო“.[18] განსხვავებით იმ დროის ბრიტანული და ამერიკული ბლუზ-როკული სცენისგან, King Crimson-მა წარმოადგინა უფრო ევროპიზებული მიდგომა, ძველის და ახლის შერწყმით. მათ მუსიკაში ხუთივე წევრის მუსიკალური შთაგონებები გაერთიანდა. ამ ელემენტებს შორის იყო რომანტიზმის და მოდერნიზმის პერიოდის მუსიკა, ფსიქოდელიური როკი, რომლის პიონერი ჯიმი ჰენდრიქსი იყო, ხალხური მუსიკა, ჯაზი, სამხედრო მელოდიები (ნაწილობრივ შთაგონებული მაკდონალდის, როგორც არმიის მუსიკოსის კარიერით), ემბიენტური იმპროვიზაციები, ვიქტორიანული ეპოქა და ბრიტანული პოპულარული მუსიკა.

ინგლისში რამდენიმე კონცერტის გამართვის შემდეგ King Crimson-მა დაუკრა აშშ-ში - სხვადასხვა ჯგუფის მხარდამჭერი კოლექტივის სახით. პირველი იყო კონცერტი ვერმონტში. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალურმა ჟღერადობამ გააოგნა ძირითადი მსმენელები და კრიტიკოსები,[1] წარმოიშვა შემოქმედებითი უთანხმოებები. ჯაილზისთვის და მაკდონალდისთვის მოულოდნელი იყო Crimson-ის წარმატება და აქტიური საკონცერტო გრაფიკი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯგუფში წამყვანი კომპოზიტორი ან ლიდერი არ ყოფილა, ფრიპი მაინც მის მმართველ ძალად და წარმომადგენლად ითვლებოდა და King Crimson მიჰყავდა მზარდი, უფრო ბნელი და მხურვალე ჟღერადობისკენ. მაკდონალდს და ჯაილზს უკვე მოსწონდათ უფრო მსუბუქი და რომანტიკული ჟღერადობა. ამიტომ, აშშ-ის ტურნეს დროს მათ ჯგუფი დატოვეს. რათა გადაერჩინა ის, რასაც King Crimson-ის მთავარ ელემენტებად თვლიდა, ფრიპი მათ დაჰპირდა, რომ საკუთარ თავზე იმუშავებდა, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ჯგუფი უფრო მეტად „იგი იყო, ვიდრე ისინი“ და ამიტომ, კოლექტივი უნდა დაეტოვებინათ.[10] ეს შემადგენლობა უკანასკნელად გამოვიდა ფილმორ-უესტში, სან-ფრანცისკოში, 1969 წლის 16 დეკემბერს.[13] ტურნეს საკონცერტო ჩანაწერები 1997 წელს გამოიცა ალბომის Epitaph სახით.

1970–1971: შუალედი – In the Wake of Poseidon და Lizard[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ში პირველი ტურნეს შემდეგ King Crimson მუდმივად იცვლიდა შემადგენლობებს, შეწყვიტა შემდგომი ტურნესთვის მზადება და ჰქონდა პრობლემები მუსიკალურ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდს აგრეთვე ეწოდება „შუალედი“, რაც აღნიშნავს, რომ King Crimson ამ პერიოდში არ იყო მყარი[10]. ფრიპი იქცა ჯგუფის ერთადერთ მუდმივ წევრად, ხოლო სინფილდმა გადაინაცვლა სინთეზატორებზეც. ამ ორმა ერთად დაწერა შემდეგი ალბომი In the Wake of Poseidon (1970). ძმები ჯაილზები დროებით დაბრუნდნენ, როგორც სესიური მუსიკოსები, ხოლო ჯაზური პიანისტი კით ტიპეტი და Circus-ის საქსოფონისტი მელ კოლინზი მიწვეული შემსრულებლები იყვნენ. თავდაპირველად მათ ჰქონდათ გეგმა, ვოკალისტის სახით ელტონ ჯონი მიეწვიათ, მაგრამ გადაიფიქრეს.[19] ლეიკი დათანხმდა, რომ იმღერებდა ახალ ალბომზე, თუკი მას მოგვიანებით გადასცემდნენ ჯგუფის კუთვნილ ხმოვან სისტემას.[10] საბოლოოდ, მისმა ვოკალმა გაიჟღერა ყველა სიმღერაში, გარდა „Cadence and Cascade“-ის, რომელსაც ასრულებს გორდონ ჰასკელი, ფრიპის მეგობარი. მიუხედავად იმისა, რომ ტიპეტს ჯგუფის წევრობა შესთავაზეს, მან გადაწყვიტა, მხოლოდ სტუდიაში ემუშავა და Crimson-თან მხოლოდ ერთ კონცერტზე დაუკრა.[10] 1970 წლის მაისში გამოცემის შემდეგ In the Wake of Poseidon-მა ბრიტანეთის ჩარტში #4, ხოლო აშშ-ში #31 პოზიცია დაიკავა. ზოგიერთი მსმენელის მხრიდან კრიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ, მათი აზრით, დისკი მეტად ჰგავდა წინამორბედს.[1] ვინაიდან არ ჰყავდათ მუსიკოსები, რომლებიც ახალი ალბომის მასალას შეასრულებდნენ, ფრიპმა და სინფილდმა ჰასკელი დაითანხმეს ვოკალისტის პოზიციაზე და დრამერის სახით დაიმატეს ენდი მაკ-კალოუ, ხოლო კოლინზი კვლავ იყო ფლეიტისტი და დროდადრო – კლავიშისტიც.[10]

მესამე ალბომის Lizard ჩაწერისას[1] ჰასკელის და მაკ-კალოუს წვლილი მინიმალური იყო, ვინაიდან ალბომი მხოლოდ ფრიპმა და სინფილდმა შექმნეს, ტიპეტის, მარკ ჩერიგის (კორნეტი), ნიკ ევანსის (ტრომბონი) და რობინ მილერის (ჰობოი) მონაწილეობით. ჰასკელი იყო ვოკალისტი და ბასისტი. ჯონ ანდერსონი (Yes) ვოკალისტის სახით ასევე მონაწილეობდა ჩაწერაში - „Prince Rupert Awakes“-ში, ალბომის სასათაურო კომპოზიციის ერთ-ერთ ნაწილში[1], რასაც, როგორც ფრიპი და სინფილდი თვლიდნენ, ჰასკელი თავისი ვოკალური დიაპაზონის და სტილის გამო ვერ მიაღწევდა.[10] Lizard-ში შეტანილია წინა ალბომებთან შედარებით უფრო მეტი ჯაზური და კამერული-კლასიკური შთაგონებები, ისევე, როგორც სინფილდის ექსპერიმენტები ჟღერადობის დამახინჯებასთან და დამუშავებასთან სინთეზატორ EMS VCS 3-ის მეშვეობით. აგრეთვე აღსანიშნავია სინფილდის რთული ტექსტები, მათ შორის - დაშიფრული თხრობა The Beatles-ის დაშლის შესახებ, ხოლო ალბომის მეორე მხარე თითქმის მთლიანად უკავია ინსტრუმენტულ კამერულ სიუიტას, რომელიც აღწერს შუასაუკუნოვან ბრძოლას და მის შედეგებს. 1970 წლის დეკემბერში გამოცემულმა Lizard-მა ბრიტანეთში დაიკავა #29, ხოლო აშშ-ში - #113 პოზიცია. მოგვიანებით აღწერილი, როგორც „შეძენილი გემოვნება“[1], Lizard არ წარმოადგენდა რიტმ-ენდ-ბლუზურ მუსიკაზე ორიენტირებული ჰასკელის და მაკ-კალოუს გემოვნებას. შედეგად, პირველმა ჯგუფი დატოვა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ვოკალის დამახინჯების და ელექტრონული დამუშავების ეფექტებით გამოსვლაზე. მოგვიანებით მაკ-კალოუც წავიდა[1][10] და ფრიპი და სინფილდი კვლავ მუსიკოსების არჩევის წინაშე დააყენა.

1971–1972: Islands-ის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი მუსიკოსების ძიების შემდეგ ფრიპმა და სინფილდმა დაიბრუნეს კოლინზი, ხოლო დასარტყმელ საკრავებზე იენ უოლესი დაჯდა. ვოკალისტის ძიებაში მათ მოუსმინეს ბრაიან ფერის, ელტონ ჯონს და ჯგუფის მენეჯერს, ჯონ გეიდონს. საბოლოოდ, ეს ადგილი დაიკავა რეიმონდ „ბოზ“ ბარელმა.[1] ბასისტი ჯონ უეტონი ასევე მიიწვიეს, მაგრამ მან უარი თქვა, ვინაიდან Family-სთან მუშაობდა.[20] უარი აგრეთვე რიკ კემპისგან მიიღეს[1][10], ამიტომ ისე მოხდა, რომ ფრიპმა და უოლესმა ბარელს ბასზე დაკვრა ასწავლეს.[1][10] ამ ახალი შემადგენლობით ჯგუფმა ტურნე 1971 წელს გამართა, პირველად 1969 წლის შემდეგ. კონცერტები წარმატებული იყო, მაგრამ თავი კვლავ იჩინა უთანხმოებამ და ცხოვრების განსხვავებული სტილის პრობლემებმა - ამჯერად კოლინზი, უოლესი და ბარელი შორდებოდნენ ნარკოტიკებისგან შორს მყოფ ფრიპს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე განერიდა თავის კოლეგებს, რამაც კონფლიქტი გააღრმავა.[10]

ახალმა შემადგენლობამ ჩაწერა Islands. ნაწილობრივ დაფუძნებული მაილზ დეივისის გილ ევანსთან ორკესტრულ თანამშრომლობებზე და ჰომეროსის „ოდისეაზე“, ალბომი ასახავს სინფილდის (რომელსაც მოსწონდა ნაზი და ჯაზ-ფოლკური მიდგომით გაჯერებული ჟღერადობა და სურდა, რომ ჯგუფს უფრო მეტად მაილზ დეივისის მსგავსი ჰქონოდა) და ფრიპის (რომელსაც უფრო უხეში ინსტრუმენტული სტილი მოსწონდა, მაგალითად, ისეთი, როგორიც „Sailor's Tale“-შია, დრამატული მელოტრონული სექციით და ბანჯოთი შთაგონებული ტექნიკით) სტილებს შორის განხეთქილებას. Islands აგრეთვე შეიცავს ჯგუფის ერთადერთ ექსპერიმენტს სიმებიან ორკესტრთან, კომპოზიციაში „Prelude: Song of the Gulls“ და რიტმ-ენდ-ბლუზურ „Ladies of the Road“-ში. პრობლემა წარმოიშვა, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა Islands-ის ნაზ და მედიტაციურ ნაწილს უწოდა „სისულელე“.[10] 1971 წლის დეკემბერში გამოცემული Islands ბრიტანეთის ჩარტში #30, ხოლო აშშ-ში - #76 იყო. თანმხლები ტურნეს შემდეგ ფრიპმა სინფილდს სთხოვა, ჯგუფი დაეტოვებინა[1], დაასახელა რა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად მუსიკალური უთანხმოებები და თავისი პარტნიორის იდეებისადმი რწმენის დაკარგვა.[10] დარჩენილი შემადგენლობა მოგვიანებით დაიშალა, ვინაიდან ფრიპი ყველას უარს ეუბნებოდა საკუთარი კომპოზიციების ჯგუფის რეპერტუარში შეტანაზე. მოგვიანებით რობერტმა ამ ნაბიჯს უწოდა „ხარისხის კონტროლი“, თვლიდა რა, რომ King Crimson-ს „ნამდვილი“ მუსიკა უნდა შეესრულებინა.[10]

თუმცა, დაგეგმილი ტურნე მოვალეობას წარმოადგენდა და ჯგუფი 1972 წელს დაბრუნდა, მოგვიანებით დაშლის მიზნით.[1] სხვადასხვა ამერიკული კონცერტის ჩანაწერები გამოიცა ალბომის Earthbound სახით, 1972 წლის ივნისში[1], თუმცა ამ დისკს ახლდა კრიტიკა ჟღერადობის ცუდი ხარისხის და შესრულების სტილის გამო, რომელიც გამოირჩეოდა ფანკით და სკეტ-ვოკალით.[21][22] ამ დროისთვის ფრიპს და ჯგუფის სხვა წევრებს შორის მუსიკალური დაძაბულობა კვლავ არსებობდა, ვინაიდან უოლესს, ბარელს და კოლინზს უფრო მეტად რიტმ-ენდ-ბლუზური მიმართულება მოსწონდათ.[10] მიუხედავად იმისა, რომ 1972 წლის ტურნეს დროს პირადი ურთიერთობები გამოსწორდა (და იქამდეც მივიდა, რომ ჯგუფის მუსიკოსების უმეტესობას ერთიანი კოლექტივის სახით მუშაობა ერჩივნა), ფრიპმა გადაწყვიტა, იგი მაინც დაეშალა და King Crimson ახალ წევრებთან ერთად შეეკრიბა, ვინაიდან, როგორც თავად თვლიდა, მიმდინარე შემადგენლობის წევრები მის მიერ ჩაფიქრებულ მასალას ვერ შეასრულებდნენ.[10]

1972–1975: ევროპული იმპროვიზატორები – Larks' Tongues in Aspic, Starless and Bible Black, Red და შესვენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერესო მოგზაურობა უნდა ყოფილიყო, როდესაც...როდესაც ჯგუფს შევუერთდი, სეტლისტი არ მოუციათ, უფრო წასაკითხი სია იყო. პეტრე უსპენსკი, ჯონ გოდოლფინ ბენეტი, გიორგი გურჯიევი და კარლოს კასტანედა სიახლეს წარმოადგენდნენ. უიკა, პიროვნების ცვლილებები, მსუბუქი მაგია, ცეცხლის რიტუალები – ყოველივე ეს ჯადოქრისგან ჟოლოს მეფის კარზე. ეს უნდა ყოფილიყო უფრო მეტი, ვიდრე სამი აკორდი და „გინესის“ პინტი.
— ბილ ბრუფორდი.[23]

King Crimson-ის შემადგენლობის მესამე მნიშვნელოვანი ცვლილება წინა ორისგან განსხვავდებოდა. პირველი ოთხი წევრი გამოირჩეოდა თავისუფალი იმპროვიზაციით - პერკუსიონისტი ჯეიმი მიუირი,[1] დრამერი ბილ ბრუფორდი[1] (რომელმაც Yes უფრო „ბნელი“ King Crimson-ით დაინტერესების გამო დატოვა),[24] ბასისტი და ვოკალი ჯონ უეტონი და მევიოლინე და კლავიშისტი დევიდ კროსი, რომელთან ფრიპის გზები გადაიკვეთა სხვა მუსიკოსებთან მუშაობისას.[1] სინფილდი აღარ იყო და ჯგუფს აგრეთვე ტექსტების ავტორის სახით შეუერთდა უეტონის მეგობარი რიჩარდ პალმერ-ჯეიმზი.[1] სინფილდისგან განსხვავებით, მას არ მიუღია მონაწილეობა ჯგუფის მხატვრულ, ვიზუალურ ან ჟღერადობასთან დაკავშირებულ საკითხებში და მხოლოდ ტექსტებს წერდა, რომლებსაც უეტონს გერმანიიდან უგზავნიდა. რეპეტიციების შემდეგ King Crimson 1972 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა ფრანკფურტში, კლუბში Zoom. იმპროვიზაციებით და მიუირის განმაცვიფრებელი შესრულებით მათ კვლავ მიიქციეს პრესის ყურადღება.

მუსიკალური ნაწყვეტები:

Larks' Tongues in Aspic, Part One (1973)

ნაწყვეტი კომპოზიიდან „Larks' Tongues in Aspic, Part One“, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა მძიმე მეტალი, მუსიკის რთული სტრუქტურები, იმპროვიზაციები და ჯეიმი მიუირის პერკუსია.
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

1973 წლის იანვარში და თებერვალში ჯგუფმა ლონდონში ჩაწერა Larks' Tongues in Aspic, რომელიც მარტში გამოიცა.[1][25] ახალი ჟღერადობის ნათელი მაგალითი იყო სასათაურო ორნაწილიანი კომპოზიცია – მნიშვნელოვანი ცვლილება უწინდელი ჟღერადობის შემდეგ,[1] უფრო მეტი ინსტრუმენტული ნაწილით და კლასიკური, იმპროვიზაციული და მძიმე მეტალის ჟანრების მუსიკის გავლენით.[26] აქ აგრეთვე აისახა მიუირის მიდგომა პერკუსიის გამოყენებისადმი - დოლი, ველოსიპედის ნაწილები, სათამაშოები, ჭრიალა, გონგზე ჯაჭვების სროლა და მოცინარი ტომარა. ალბომი ბრიტანეთის ჩარტში #20 იყო, ხოლო აშშ-ში 61-ე პოზიციას მიაღწია. კონცერტების შემდეგ მიუირი 1973 წელს ჯგუფიდან წავიდა და მუსიკალური ინდუსტრია საერთოდ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მიზეზად ჩათვალეს სცენაზე გამოსვლისას გონგით ტერფის დაზიანება[27], მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯეიმის პირადი სულიერი კრიზისი ჰქონდა და აპირებდა ბერად აღკვეცას.[10]

მიუირის გარეშე დარჩენილი წევრები შეიკრიბნენ 1974 წლის იანვარში და ჩაწერეს Starless and Bible Black, რომელიც მარტში გამოიცა[1][28] და Rolling Stone-ში დადებითი მიმოხილვა მოუპოვა.[29] მიუხედავად იმისა, რომ ალბომის ძირითად ნაწილს შეადგენს 1973 წლის ტურნეს ჩანაწერები[26], ყოველი მათგანი დამუშავებულია ისე, რომ ჟღერს სტუდიურივით. სინამდვილეში, სტუდიაში მხოლოდ „The Great Deceiver“ და „Lament“ ჩაიწერა.[30] ალბომმა ბრიტანეთის ჩარტში #28 პოზიციას მიაღწია, ხოლო აშშ-ში #64 იყო. გამოცემის შემდეგ ჯგუფმა კვლავ დაიწყო დაშლა, ამჯერად - შესრულების შესახებ დავის გამო. მუსიკალურად ფრიპი ბრუფორდს და უეტონს შორის მოექცა, რომლებიც ისეთი ენერგიით და მზარდი ხმით უკრავდნენ, რომ რობერტმა მათ ერთხელ „აგურის მფრინავი კედელი“ უწოდა[10]. აგრეთვე აღსანიშნავია კროსი, რომლის ვიოლინო გამაძლიერებელზე იყო შეერთებული, მაგრამ გამუდმებით იხშობოდა რიტმული სექციის მიერ, რის გამოც მან მეტი კონცენტრაცია კლავიშებიანებზე მოახდინა. შემდგომში იგი მუსიკალურად და პიროვნულად Crimson-ს განერიდა, რის გამოც 1974 წლის ევროპულ და ამერიკულ ტურნეებში მონაწილეობა არ მიუღია.[10]

ფრიპი 1974 წელს.

1974 წლის ივლისში ფრიპმა, ბრუფორდმა და უეტონმა დაიწყეს Red-ის ჩაწერა.[1] სტუდიაში მუშაობის დაწყებამდე ფრიპი, რომელსაც მუსიკალური ბიზნესის იმედი გაუცრუვდა, დაინტერესდა რუსი მისტიკოს გიორგი გურჯიევის[30] ნაშრომებით და განიცადა სულიერი გამოღვიძება. დაბრუნდა რა სტუდიაში, მან ბრუფორდს და უეტონს ხმისჩამწერი სესიების მართვის საშუალება მისცა. ამ ალბომში შეტანილ სტუდიურ მასალასთან ერთად აგრეთვე წარმოდგენილია „Providence“, ჩაწერილი კროსთან ერთად, 1974 წლის 30 ივნისის კონცერტზე. ალბომის ჩაწერაში ჯგუფის სხვა შემადგენლობების წევრებიც მონაწილეობდნენ. 1974 წლის ოქტომბერში გამოცემული Red ბრიტანეთში #45, ხოლო აშშ-ში #66 გახდა. AllMusic-მა მას უწოდა „შთამბეჭდავი შედეგი“ ჯგუფისთვის, რომელიც მალე დაიშლებოდა, ჯგუფის წევრებს შორის „მეტად დინამიური“ კავშირით.[31]

Red-ის გამოცემამდე ორი თვით ადრე ჯგუფის მომავალი ჯერ კიდევ ნათელი ჩანდა (ამბობდნენ, რომ მას იენ მაკდონალდიც დაუბრუნდებოდა). თუმცა, ფრიპმა გადაწყვიტა, არ გაემართა დისკის მხარდამჭერი ტურნე, ვინაიდან არა მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრიით, არამედ ჯგუფითაც უკმაყოფილო ჩანდა და, როგორც თავად ამბობდა, გრძნობდა, რომ „სამყაროს აღსასრული ახლოვდებოდა“.[30] ფორმალურად King Crimson 1974 წლის 25 სექტემბერს დაიშალა, როდესაც რობერტმა გამოაცხადა, რომ მან „არსებობა დაასრულა“ და „სამუდამოდ დასრულდა“.[1][17][32] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფრიპმა სცადა მენეჯერების ჯგუფის არსებობით დაინტერესება, ოღონდ - მის გარეშე, თუმცა ასეთ ჩანაფიქრზე უარი ითქვა.[10] დაშლის შემდეგ 1975 წლის მაისში გამოვიდა ალბომი USA, შედგენილი წინა წლის ტურნეს ჩანაწერებისგან. მას რამდენიმე დადებითი შეფასება ხვდა წილად[21]. აღინიშნა, რომ ეს იყო ჯგუფის მოყვარულებისთვის აუცილებლად მოსასმენი მასალა და „შეშლილობა, რომელსაც, სჯობს, მოერიდოთ“.[33][34] ფირების ნაწილს პრობლემა ჰქონდა, ამიტომ კროსის ვიოლინო არ ისმოდა. ედი ჯობსონმა სტუდიაში დაამატა ვიოლინოს და კლავიშებიანების პარტიები. ამასთან, მასალა ოდნავ შემოკლდა, რათა ერთ გრამფირფიტაზე გამოცემულიყო.[35]

1975-1980 წლებში King Crimson უმოქმედო იყო.

1981–1984: „როკის გამელანი“ – Discipline, Beat, Three of a Perfect Pair და მეორე შესვენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Discipline-ის გვიანდელ გამოცემებს ახლავს სტივ ბოლის მიერ შექმნილი ეს კვანძი.

1981 წელს, რამდენიმეწლიანი სულიერი ძიების და მცირე პროექტების (დევიდ ბოუის, პიტერ გებრიელის და დერილ ჰოლის ალბომებზე დაკვრიდან, ექსპერიმენტულ სოლო-კარიერამდე და ბიტ-ჯგუფ The League of Gentlemen-ამდე) შემდეგ ფრიპმა გადაწყვიტა ახალი, „პირველი დივიზიის“ როკ-ჯგუფის ჩამოყალიბება და King Crimson-ის აღდგენას არ აპირებდა.[30] ბილ ბრუფორდი მიიწვია დრამერის სახით,[30] ხოლო ვოკალისტი და გიტარისტი ედრიან ბელიუ[36] იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რობერტმა საკუთარ ჯგუფში კიდევ ერთი წამყვანი გიტარისტი დაამატა, რაც ნიშნავდა, რომ მას სურდა წინა ნამუშევრებისგან განსხვავებული ჟღერადობის მიღება.[30] Talking Heads-თან ტურნეს შემდეგ ედრიანი დათანხმდა წინადადებაზე და ჯგუფის ტექსტების ავტორად იქცა. ბრუფორდმა ფრიპს ბასისტის სახით ჯეფ ბერლინი შესთავაზა, მაგრამ უკანასკნელზე უარი ითქვა, ვინაიდან შესრულების სტილი „ძალიან დატვირთული იყო“[10]. ნიუ-იორკში გამართული მოსმენების შემდეგ ფრიპმა აირჩია სამი შემსრულებელი, მაგრამ დაბრუნდა ტონი ლევინთან ერთად, რომელმაც ბასისტის ადგილი მას შემდეგ მიიღო, რაც „Red“-ის მისამღერი დაუკრა.[23] მოგვიანებით რობერტი აღიარებდა, რომ იცოდა, რომ ლევინი თავისუფალი იყო და მის სიაში პირველი იყო, უკონკურსოდ. ახალ კვარტეტს ფრიპმა Discipline უწოდა. შემადგენლობა ბრიტანეთში გადავიდა და დაიწყო ახალი მასალის შექმნა. მისი დებიუტი გაიმართა კლუბში Moles (ბათი, სომერსეტი), 1981 წლის 30 აპრილს. აგრეთვე გაიმართა ბრიტანული ტურნე[37] ჯგუფ The Lounge Lizards-ის მხარდაჭერით.[38] 1981 წლის ოქტომბრისთვის გადაწყდა, რომ კოლექტივი King Crimson-ის სახელს გამოიყენებდა.[1]

მუსიკალური ნაწყვეტები:

The Sheltering Sky (1981)

ნაწყვეტი კომპოზიციიდან „The Sheltering Sky“ (1981), გამელანის შთაგონებით - ბრუფორდი იყენებს აფრიკულ დოლს, ხოლო ფრიპი და ბელიუ - გიტარის სინთეზატორს, რომელიც ჯგუფის 1980-იანების ალბომებში ხშირად ჩნდება.
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ალბომი Discipline კოლექტივმა 1981 წელს ჩაწერა, პროდიუსერ რეტ დეივისის მონაწილეობით. მასში ჯგუფი სხვა სახით იქნა წარმოჩენილი, ახალი მუსიკალური შთაგონებებით, როგორიც იყო პოსტ-პანკი, ახალი ტალღა, გვიანდელი ფანკი და გო-გო და აფრიკული სტილის პოლირიტმები.[39] ჟღერადობით, რომელიც The New Rolling Stone Album Guide-ში აღწერილი იქნა, როგორც „კვანძურად რიტმული, ჰარმონიულად რთული სავარჯიშოების“ „საოცარი ტექნიკა“[40], ფრიპი აპირებდა „როკ-გამელანის“ ჟღერადობის შექმნას, ორი გიტარის შერწყმული ჟღერადობით, რომლის მსგავსი მას შეხვედრია ინდონეზიური გამელანური ანსამბლების მუსიკაში.[30] ფრიპმა ყურადღება გადაიტანა რთული არპეჯიოების შესრულებაზე, ხოლო ბელიუმ შემოიტანა მთელი რიგი გიტარის ხმების, როგორიც იყო ცხოველების ხმაური, ინდუსტრიული მუსიკის ტექსტურები და გიტარის ღრიალი, მიღებული ეფექტების პედლებით. გარდა ბას-გიტარისა, ლევინი იყენებდა ჩეპმენ-სტიკის შესაძლებლობებს. ეს არის ათსიმიანი პოლიფონიური, ორი ხელის შეხებაზე დაფუძნებული გიტარის ტიპის ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს ბასის და უფრო მაღალი ნოტების დიაპაზონი. ლევინი, როგორც აღწერენ, ამ ინსტრუმენტზე „სრულიად ორიგინალურ სტილში“ უკრავდა.[41] ბრუფორდი ატარებდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა პერკუსიაზე და Simmons SDS-V-ის ელექტრონულ დასარტყმელ საკრავზე. ჯგუფის სიმღერები უფრო მოკლე იყო, ვიდრე წინა ალბომებზე, რაც განაპირობა ბელიუს წარსულმა პოპულარულ მუსიკაში და ტექსტების სწრაფად შექმნის სტილმა. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივის იმპროვიზაციები უფრო კონტროლირებადი გახდა, ინსტრუმენტული „The Sheltering Sky“ წარმოიშვა ჯგუფური რეპეტიციების შედეგად, ხოლო ხმაურიანი, ნახევრად საუბრით გაჯერებული „Indiscipline“ ნაწილობრივ დაწერილი, ნაწილობრივ იმპროვიზაციული ნამუშევარი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ბრუფორდისთვის ალბომის შეზღუდული რიტმული სტანდარტებისგან გაქცევის და არსებული რიტმის ფონზე ყველაფრის დაკვრის საშუალების მინიჭებას.[10] გამოცემული 1981 წლის სექტემბერში, Discipline ბრიტანეთის ჩარტში #41 პოზიციამდე მივიდა, ხოლო აშშ-ში #45 იყო.

1982 წლის ივნისში გამოვიდა შემდეგი ალბომი, Beat – ჯგუფის პირველი დისკი, ჩაწერილი იმავე შემადგენლობით, რომელიც წინაზე მუშაობდა.[42] ამჯერად პროდიუსერი მხოლოდ დეივისი იყო.[42] ალბომი ნაწილობრივ ეფუძნებოდა ბიტნიკების თაობის და მათი ნაშრომების თემებს[43], რაც აისახა სიმღერების სახელწოდებებში - „Neal and Jack and Me“ (ნიკ კესიდის და ჯეკ კერუაკის შთაგონებით), „The Howler“ (ალენ გინზბერგის „ყმუილი“) და „Sartori in Tangier“ (პოლ ბოულზი). ფრიპის თხოვნით ბელიუმ შთაგონების მისაღებად წაიკითხა კერუაკის რომანი „გზაზე“[19]. თავად ალბომმა შეიძინა მოგზაურობის, დარღვეული ორიენტაციის და მარტოსულობის თემები. მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე Discipline, ამასთან, შეიცავდა ატონალურ და იმპროვიზებულ „Requiem“-ს.

ჯგუფის 80-იანების ბოლო ალბომი, Three of a Perfect Pair ჩაიწერა 1983 და გამოვიდა 1984 წელს. შეხვდა რა პრობლემებს როგორც ალბომის ჩაწერისას, ასევე მუსიკალური მიმართულების შერჩევისას, ჯგუფმა გადაწყვიტა, იგი დაეყო ორ მხარედ – „მარცხენა მხარეზე“ შეტანილი იქნებოდა მსუბუქი სიმღერები და ინსტრუმენტული ნომერი, ხოლო „მარჯვენაზე“ – ექსპერიმენტული ნამუშევრები და ატონალური იმპროვიზაციები, ისევე, როგორც „Larks' Tongues in Aspic“-ის მესამე ნაწილი. Three of a Perfect Pair ბრიტანეთის ჩარტში #30 იყო, აშშ-ში კი - #58. სასათაურო სიმღერა და „Sleepless“ გამოიცა სინგლებზე. ალბომისთვის აგრეთვე მომზადდა „სხვა მხარე“ - რემიქსებით, გამოუყენებელი კომპოზიციებით და სახუმარო ვოკალური ნომრით „The King Crimson Barbershop“. თანმხლები ტურნეს უკანასკნელი კონცერტი, გამართული მონრეალში, 1984 წლის 11 ივლისს, გადაიღეს და 1998 წელს გამოსცეს, როგორც Absent Lovers: Live in Montreal.

„რობერტმა ჯგუფი კვლავ, მერამდენედ დაშალა. ფანტაზიის, უნარის, მიმართულების და ათასი სხვა რამე, უეჭველია, გვაკლდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მახსოვს, რომ არ ვაქცევდი ყურადღებას შეცდომების ამ ლიტანიას. ვიფიქრე, რომ მომავალში დავტოვებდი ჯგუფს“.
— ბილ ბრუფორდი ჯგუფის 1984 წელს დაშლის შესახებ.[23]

1984 წლის ტურნეს შემდეგ ფრიპმა Crimson კვლავ დაშალა, უკმაყოფილო იყო რა მისი მუშაობის სტილით. ბრუფორდისთვის და ბელიუსთვის ეს გადაწყვეტილება არასასიამოვნო აღმოჩნდა. ბელიუ იხსენებდა, რომ დაშლის შესახებ პირველად ჟურნალ Musician-ში წაიკითხა. მიუხედავად ამ გარემოებებისას, თავად მუსიკოსებს შორის დადებითი დამოკიდებულება შენარჩუნდა. ედრიანი ამ პერიოდს მოგვიანებით უწოდებდა „შესვენებას“, რომელიც საბოლოოდ ათი წელი გაგრძელდა.

1994–1999: ორმაგი ტრიო – Vroooom, THRAK და ProjeKcts[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანების დასაწყისში ბელიუ ფრიპს ინგლისში შეხვდა და გამოხატა ინტერესი King Crimson-ის რეფორმირების მიმართ. 1992 წელს ფრიპმა პროდიუსერ დევიდ სინგლტონის თანამონაწილეობით დააარსა ლეიბლი Discipline Global Mobile (DGM), რომელზეც შემდგომში საკუთარ ნამუშევრებს გამოსცემდა. ფრიპი და სხვა მუსიკოსები უკეთესად მართავდნენ საკუთარ ნაწარმოებს, ვინაიდან ყველა ძირითადი ალბომის დისტრიბუტორები დიდი ხმისჩამწერი კომპანიები იყო.

1993, მას შემდეგ, რაც დევიდ სილვიანთან ერთობლივი ტურნე გამართა, ფრიპმა დაიწყო King Crimson-ის ახალი ვერსიის შეკრება. მასში შევიდნენ ბელიუ, ლევინი, ბრუფორდი, ტრეი განი და პეტ მასტელოტო (რომელიც ჩაენაცვლა მანამდე განხილულ ჯერი მაროტას). რობერტმა განმარტა, რომ ექვსკაციანი შემადგენლობა იქნებოდა „ორმაგი ტრიო“ - ორი გიტარისტით, ორი ბასისტით და ორი დრამერით, რაც მათ სხვა ტიპის მუსიკის შესრულების საშუალებას მისცემდა. ბრუფორდმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჯგუფში მონაწილეობაზე იმიტომ დათანხმდა, რომ დარწმუნებული იყო, King Crimson მისი სფერო იყო, ხოლო ფრიპმა ყოველივეს ფილოსოფიური განმარტება მოგვიანებით მოუძებნა. თავის მხრივ, ცნობილია, რომ რობერტმა ბრუფორდი დააბრუნა იმ პირობით, რომ შემოქმედებითი ხელმძღვანელი თავად იქნებოდა.[23]

ვუდსტოკში (ნიუ-იორკი) რეპეტიციების შემდეგ 1994 წლის ოქტომბერში გამოიცა EP Vrooom. უკვე ამ გამოცემაში იქნა ასახული ჯგუფის ახალი ჟღერადობა, Discipline-ის ორმაგი გიტარებით, Red-ის მძიმე როკით[44], ემბიენტური ელექტრონიკით და ინდუსტრიული მუსიკის ელემენტებიუთ. თუმცა, ასეთ მასალასთან შედარებით, ბელიუს საავტორო კომპოზიციები უფრო მსუბუქი იყო - 1960-იანი წლების პოპულარული მუსიკის ელემენტებით. შეიმჩნეოდა The Beatles-ის გავლენაც, თუმცა ბრუფორდი უპირატესობას ანიჭებდა მოსაზრებას, რომ ეს იყო „დისონანსიანი The Shadows სტერეოიდებზე“[23]). ისევე, როგორც წინა შემადგენლობების შემთხვევაში, გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები - MIDI და უორის გიტარები, რომლებიც განის ხელში ჩეპმენ-სტიკს ჩაენაცვლა. 1994 წლის 28 სექტემბერს დაიწყო ალბომის მხარდამჭერი ტურნე. 1995 წელს გამოიცა ოფიციალური საკონცერტო ალბომიც - B'Boom: Live in Argentina.

THRAK-ის მნიშვნელობა...პირველი: მოულოდნელი და მტკიცე დარტყმა, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებიდან მომდინარეობს და ემსახურება მიზანს...მეორე: 117 გიტარა, რომელიც ერთსა და იმავე აკორდს თითქმის ერთდროულად გამოსცემს. მოკლედ, რა არის ალბომი THRAK? 57 წუთის და 37 წამის ხანგრძლივობის სიმღერები და მუსიკა სიყვარულზე, გარდაცვალებაზე, გათავისუფლებაზე და ერექციის მქონე მოწიფულ კაცებზე.
— რობერტ ფრიპის THRAK-ის პრეს-რელიზი[45]

1994 წლის ოქტომბერში და დეკემბერში King Crimson-მა ჩაწერა მეთერთმეტე სტუდიური ალბომი Thrak. მასში შეტანილი იყო Vrooom-ის ზოგიერთი სიმღერის გადამუშავებული ვერსია. Q-მ იგი ასე აღწერა: „ჯაზის სურნელის მქონე როკ-სტრუქტურები, რომლებსაც ახასიათებს გიტარების ხმაურიანი, ბასრი, დახვეწილი გადაძახილები“ და „ათლეტური, ინოვაციური რიტმული სექცია“[46], რომელიც, ამავე დროს 1990-იანების შუა პერიოდის ალტერნატიულ როკთან თანხმობაშია.[47] ასეთი სიმღერების მაგალითებია რთული პოსტ-პროგრესული სიმღერები „Dinosaur“ და „Sex Sleep Eat Drink Dream“, ისევე, როგორც უფრო სტანდარტული „One Time“ და ფანკ-პოპის ტიპის „People“.

1995-1996 წლებში ჯგუფმა კვლავ განაახლა საკონცერტო გამოსვლები. 1995 წლის ოქტომბრის და ნოემბრის კონცერტების ჩანაწერები 1996 წლის მაისში გამოვიდა ალბომზე Thrakattak.[48] ეს უკანასკნელი უფრო მეტად იმპროვიზებული მუსიკით არის სავსე, ხოლო უფრო ტრადიციული მასალა შევიდა 2001 წლის ორმაგ Vrooom Vrooom-ში და 2003 წლის DVD-ში Déjà Vrooom.

1997 წლის შუა პერიოდში ჯგუფი რეპეტიციებს ნეშვილში მართავდა. ფრიპს ახალი მასალა არ მოეწონა. კვლავ წარმოიშვა უთანხმოებები ბრუფორდთან, რასაც უკანასკნელის King Crimson-იდან სამუდამოდ წასვლა მოჰყვა.[23][23] ამ ფონზე და იმის გამო, რომ სამუშაო მასალა არ ჰქონდათ, ჯგუფი კვლავ დაშლის პირას იდგა. სანაცვლოდ, King Crimson დაიყო ოთხ პატარა ჯგუფად, რასაც ფრიპმა „fraKctalisations“ უწოდა, ხოლო ოფიციალური სახელწოდება გახდა ProjeKcts. ასეთი გზით ჯგუფმა შეძლო მუსიკალურ იდეებზე მუშაობა და Crimson-ის მომავალი ჟღერადობის ისე ძიება, რომ არ იყო აუცილებელი ერთად ექვსივე წევრის შეკრება. 1998-1999 წლებში ასეთმა პროექტები კონცერტები გამართეს აშშ-ში, იაპონიაში და ბრიტანეთში, ხოლო მათ მიერ გამოცემულ საკონცერტო და სტუდიურ ჩანაწერებში იმპროვიზაციის უმაღლესი ხარისხის ნიმუშები შევიდა.[40] მუსიკის კრიტიკოს ჯ. დ. კონსიდინის აზრით, ნამუშევრები „ხშირად გამაოგნებელია“, მაგრამ აკლიათ მელოდია და რიგითი მსმენელისთვის, ალბათ, ძალიან რთულია.[40]

2000–2010: The Construkction of Light, The Power to Believe, 40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ტურნე და კვლავ შესვენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხი ProjeKct-ის დასრულების შემდეგ ბრუფორდმა ჯგუფი დატოვა და ჯაზს დაუბრუნდა. ამავე პერიოდში ლევინი მუშაობდა სხვა შემსრულებლებთან, ამიტომ King Crimson-ს უცნობი დროით გამოეთიშა. დარჩნენ ფრიპი, ბელიუ, განი და მასტელოტო, რომლებმაც, უბრალოდ ორმაგი დუეტის სახით, ბელიუს სარდაფში და ავტოფარეხში, ნეშვილთან, ჩაწერეს The Construkction of Light. 2000 წლის მაისში გამოცემულმა ამ დისკმა ბრიტანეთის ჩარტში #129 პოზიციამდე მიაღწია. ყველა კომპოზიცია უფრო მეტად მძიმე მეტალისკენ იხრებოდა და უხეში იყო. კომპოზიციები გამოირჩეოდა ელექტრონული სტრუქტურით, დამუშავებული დასარტყმელი საკრავებით და 1980-იანებიდან პოპულარული გიტარების გადაძახილების განსხვავებული გამოყენებით. პაროდიული ინდუსტრიული ბლუზის გამოკლებით (ბელიუ მას ასრულებს „ჰუტერ ჯ. ჯონსონის“ ფსევდონიმით, ხმის შემცვლელით), სიმღერები მეტად დატვირთული და მსმენელისთვის რთულია, უხეში სტრუქტურების გარდა, მრავალი რიტმული ჩანაცვლებით. მასში აგრეთვე შეტანილია „Larks' Tongues in Aspic“-ის მეოთხე ნაწილი. ალბომმა უარყოფითი შეფასებები მიიღო - ახალი იდეების არქონის გამო.[49] ამავე პერიოდში იწერებოდა ჯგუფის კიდევ ერთი ალბომი, ფსევდონიმით ProjeKct X - Heaven and Earth.[50] ჩაფიქრებული მასტელოტოს და განის მიერ, ფრიპის და ბელიუს მეორეხარისხოვანი როლებით, ეს იყო ProjeKcts-ში არსებული პოლირიტმული/საცეკვაო მუსიკის მსგავსი მიდგომის განვითარება.[50]

ბელიუ 2006 წელს.

King Crimson-მა ორივე ალბომის მხარდასაჭერად ტურნე გამართა. ზოგიერთ კონცერტზე მისი მხარდამჭერი ჯგუფის სახით Tool გამოდიოდა. 2000 წლის დეკემბერში გამოიცა შემაჯამებელი საკონცერტო ალბომი Heavy Construkction, რომელშიც კარგად არის ასახული ალბომების სტრუქტულ პიესებს და ProjeKct-ის ხმოვან და პერკუსიულ იმპროვიზაციებს შორის გადართვები.[51] ზოგიერთ კონცერტზე ჯგუფთან ერთად ბასისტი ჯონ პოლ ჯოუნსიც გამოდიოდა.

2001 წლის 9 ნოემბერს ჯგუფმა გამოსცა EP Level Five, რომელშიც შევიდა მანამდე გამოუცემელი სამი კომპოზიცია, რომელთა შორის იყო სიმღერები მომავალი ალბომიდან, „Virtuous Circle“, „The Construkction of Light“ და ProjeKct Two-ს 1998 წლის „Deception of the Thrush“, ისევე, როგორც მიუთითებელი „ProjeKct 12th and X“ (რომელიც ერთწუთიანი სიჩუმის შემდეგ ჟღერდა).[52] 2002 წლის ოქტომბერში გამოვიდა მეორე EP Happy with What You Have to Be Happy With.[53] მასში მოხვდა 11 ჩანაწერი, მათ შორის - „Larks' Tongues in Aspic, Part IV“. სიმღერების ნახევარი წარმოადგენს ბელიუს მოკლე ვოკალურ ექსპერიმენტებს, უფრო ტრადიციული სიმღერები კი არის გამელან-პოპის, ხმოვანი პანორამების და მეტალსა და ბლუზზე პაროდიების ნიმუშები.

King Crimson-ის მეცამეტე სტუდიური დისკი The Power to Believe 2003 წლის ოქტომბერში გამოვიდა.[54] ფრიპმა იგი დაახასიათა, როგორც „Crimson-ირების სამი წლის კულმინაცია“. ალბომში შეტანილი იყო „Deception of the Thrush“-ის, წინა ორი EP-ის კომპოზიციების და 1997 წლის ნამუშევრის გადამუშავებული ვერსიები. The Power to Believe-მა ბრიტანეთის ჩარტში #162, ხოლო აშშ-ში - #150 პოზიცია დაიკავა. 2003 წელს ჯგუფი დაუბრუნდა საკონცერტო შემოქმედებას და ალბომის მხარდამჭერი ტურნე გამართა. მისი ჩანაწერები შევიდა ალბომში EleKtrik: Live in Japan და ვიდეოში Eyes Wide Open.

2003 წლის ნოემბერში განმა ჯგუფი დატოვა და სოლო-პროექტებით დაკავდა. იგი ჩაანაცვლა ტონი ლევინმა. 2004 წლის დასაწყისში King Crimson სარეპეტიციოდ შეიკრიბა, მაგრამ სესიების შედეგად არაფერი მიიღეს. რობერტმა ახალი თვალით შეხედა King Crimson-ს, მუსიკალურ ინდუსტრიას და საკონცერტო გრაფიკით მოგზაურობას.

მიუხედავად ამისა, ახალი King Crimson-ის შესახებ 2007 წელს გამოცხადდა.[55] მასში შედიოდნენ ფრიპი, ბელიუ, ლევინი, მასტელოტო და ახალი მეორე დრამერი, გევინ ჰარისონი[56][57], 1972 წლიდან მოყოლებული ჯგუფის პირველი ახალი ბრიტანელი წევრი. 2008 წლის აგვისტოში, რეპეტიციების შემდეგ[58], ამ შემადგენლობამ დაასრულა კონცერტების ხანმოკლე სერია, რომელიც წინ უსწრებდა შემდგომ, 40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავს, რომელიც, თავის მხრივ, 2009 წელს გაიმართა. ახალი მასალა ამ კონცერტებზე არ შესრულებულა და სიმღერების დიდი ნაწილი აიღეს ორმაგი ტრიოს და ორმაგი დუეტის რეპერტუარიდან, თუმცა, ზოგიერთ კომპოზიციაში გამოიყენებოდა პერკუსიის ახალი სექციებიც. დამატებითი კონცერტები დაინიშნა 2009 წლისთვის, მაგრამ ჯგუფის წევრების სხვა პროექტების გამო გაუქმდა.

King Crimson-ის მორიგი შესვენება დაიწყო 40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ტურნეს შემდეგ.[59] ბელიუ კვლავ ცდილობდა ჯგუფის აღდგენას და ფრიპს ამის შესახებ 2009 და 2010 წელს ესაუბრა - ისევე, როგორც 1980-იანების შემადგენლობის დროებით დაბრუნებაზე.[60][61][62] ფრიპმა და ბრუფორდმა ასეთ ჩანაფიქრზე უარი თქვეს. უკანასკნელმა განაცხადა: „მეტად გამორიცხულია, რომ იგივეს გამეორებას ვცდი, ვშიშობ, რომ ამ ჩანაფიქრს წარმატება არ ექნება.“[62][63] 2010 წლის დეკემბერში ფრიპმა დაწერა, რომ King Crimson-ის „გადამრთველი“ გადაყვანილი იყო „გამორთულის“ მდგომარეობაში და რამდენიმე მიზეზს ასახელებდა.[64]

2011–დღემდე: „შვიდთავიანი ურჩხულის“ შემადგენლობა და ორმაგი კვარტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს შეიკრიბა ჯგუფი Jakszyk Fripp Collins (ქვესახელწოდებით A King Crimson ProjeKct), რომელმაც გამოსცა ალბომი A Scarcity of Miracles. მასი შედიოდნენ ჯაკო ჯეკზიკი, რობერტ ფრიპი და მელ კოლინზი, ხოლო ტონი ლევინი და გევინ ჰარისონი დამატებითი მუსიკოსები იყვნენ. ფრიპი ამ შემადგენლობას აგრეთვე P7-ს უწოდებდა.[65] ProjeKCt-ისთვის არატიპიური მანერით, მათი ალბომი აგებული იყო დასრულებულ და ორიგინალურ მასალაზე (იმპროვიზაციების მიხედვით) და არ წარმოადგენდა უკვე არსებულის გადამუშავებას. King Crimson-ის მსმენელები კამათობდნენ, იყო თუ არა ეს ჯგუფის ახალი შემადგენლობა განსხვავებული სახელწოდებით, თუმცა პროექტს სხვა ალბომი აღარ ჩაუწერია. 2012 წლის აგვისტოში ფრიპმა განაცხადა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიას ტოვებდა, ამიტომ King Crimson-ის მომავალი უცნობი იყო.[66][67][68]

მაგრამ შემდეგი წლის სექტემბერში რობერტმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ King Crimson დაბრუნდებოდა „ძალიან განსხვავებული სახით: შვიდი მუსიკოსით, ოთხი ინგლისელით და სამი ამერიკელით, მათ შორის - სამი დრამერით“.[69] დაბრუნების მიზეზად რამდენიმე დაასახელა, პრაქტიკულიდან[70] სასაცილომდე.[71] ახალ შემადგენლობაში დარჩნენ მუსიკოსები წინა ვერსიიდან (ფრიპი, ლევინი, ჰარისონი და მასტელოტო) და დაემატა Scarcity of Miracles-ის შემადგენლობა (ჯეკზიკი და კოლინზი), ისევე, როგორც R.E.M.-ის და Ministry-ს ყოფილი დრამერი ბილ რიფლინი. ედრიან ბელიუს ჯგუფის ამ ვარიანტში მონაწილეობა არ შესთავაზეს, რითაც მისი King Crimson-ში 32 წლიანი ისტორია დასრულდა. ჯეკზიკმა დაიკავა მისი, როგორც წამყვანი ვოკალისტის და მეორე გიტარისტის ადგილი.[72] ამ ვერსიას ხუმრობით ეწოდა „შვიდთავიანი ურჩხული“.[73]

2014 წლის დასაწყისში King Crimson-ს სტუდიაში ჩანაწერების მომზადების გეგმა არ ჰქონია.[74] პირველად 1974 წლის შემდეგ მათ საკონცერტო რეპერტუარში შევიდა სიმღერები ფაქტობრივად ყველა ალბომიდან, In The Court of the Crimson King-იდან Red-ამდე. სეტლისტები აგრეთვე შეიცავდნენ ინსტრუმენტულ კომპოზიციებს THRaK-იდან და The Power to Believe-იდან. ინგლისში რეპეტიციების შემდეგ[75][76] ჯგუფმა 2014 წლის 9 სექტემბრიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ ამერიკაში 20 კონცერტი გამართა.[77][78] ლოს-ანჯელესის კონცერტების ჩანაწერები, სიმღერების შეზღუდული რაოდენობით, გამოვიდა ალბომზე Live at the Orpheum.

ამას, 2015 წლის მეორე ნახევარში, მოჰყვა ტურნე ევროპაში, კანადაში და იაპონიაში[79]. აგრეთვე გამოიცა ტურნეს კანადური ნაწილის საკონცერტო ჩანაწერი Live In Toronto. 2016 წელს დაგეგმილი იყო კიდევ ერთი ტურნე ევროპაში. ბილ რიფლინი დროებით ისვენებდა მუსიკისგან[80], ამიტომ მისი ადგილი დაიკავა ჯერემი სტეისიმ (Noel Gallagher's High Flying Birds).

ვიდეო და საკონცერტო ალბომი Radical Action to Unseat the Hold of Monkey Mind, რომელშიც შევიდა ყველა კომპოზიცია, შესრულებული ტურნეს დროს, გამოვიდა 2017 წლის 2 სექტემბერს. 7 დეკემბერს გარდაიცვალა გრეგ ლეიკი, ჯგუფის თანადამაარსებელი.

2017 წლის 3 იანვარს ფრიპმა გამოაცხადა რიფლინის დაბრუნების შესახებ.[81] სტეისი ჯგუფში დარჩა, რის შედეგადაც King Crimson ოქტეტად იქცა.[73]. ბილს ყურადღება ამ შემთხვევაში უფრო მეტად კლავიშებიან საკრავებზე აქვს გადატანილი.[82][83]

2017 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა King Crimson-ის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ჯონ უეტონი.[84][85][86] 2017 წლის წლის 27 აპრილს ცნობილი გახდა ახალი EP-ის „Heroes“ გამოცემის შესახებ - როგორც მიძღვნის დევიდ ბოუისადმი[87] (აღსანიშნავია, რომ „Heroes“-ს, რომლის ორიგინალურ სტუდიურ ვერსიაში თავად ფრიპი უკრავს, King Crimson ასრულებდა ბელიუს პერიოდში).

2017 წლის 11 ივნისს სიეტლში დაიწყო ჯგუფის გაფართოებული ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გაგრძელდა იმავე წლის 26 ნოემბრამდე და დასრულდა ენ-არბორში (მიჩიგანი). 3 სექტემბერს ფრიპმა გამოაცხადა, რომ ედრიან ბელიუსთან უთანხმოებები დასრულდა და იგი ბელიუ იქცეოდა „King Crimson-ის მეცხრე წევრად“. ეს არ ნიშნავდა, რომ იგი ჯგუფის წევრი იყო, მაგრამ თავისუფლად შეეძლო მომავალში დაბრუნება.[88]

2017 წლის 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბილ რიფლინი ვერ შეუერთდებოდა ორმაგ კვარტეტს აშშ-ის ტურნეს ფარგლებში. მას ჩაენაცვლა სიეტლელი კრის გიბსონი, რომელსაც რიფლინი თავად უწევდა კონსტულტაციას.[89] 2017 წლის 22 ოქტომბერს ჯგუფმა გამოაცხადა 2018 წელს ტურნეს Uncertain Times გამართვის შესახებ. იგი მოიცავს 33 კონცერტს ევროპაში და ბრიტანეთში.[90]

დაკავშირებული ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000-იანი წლებიდან იკრიბებოდნენ ჯგუფები, რომლებშიც შედიოდნენ King Crimson-ის ამა თუ იმ შემადგენლობის წევრები.

2002-2004 წლებში აქტიური იყო 21st Century Schizoid Band, რომელშიც შედიოდნენ ჯაკო ჯეკზიკი, იენ მაკდონალდი, მელ კოლინზი, პიტერ და მაიკლ ჯაილზები (უკანასკნელს მოგვიანებით იენ უოლესი ჩაენაცვლა). ამ შემადგენლობამ რამდენიმე ტურნე გამართა, 1960-იანების და 1970-იანების სიმღერების შესრულებით და საკონცერტო ალბომების გამოცემით.[91]

2007 წლიდან ტონი ლევინი არის ტრიოს Stick Men ლიდერი. მასში აგრეთვე შედიან პეტ მასტელოტო და ჩეპმენ-სტიკზე კიდევ ერთი შემსრულებელი მაიკლ ბერნიე (2010 წელს მას ჩაენაცვლა ფრიპის მოსწავლე მარკუს როიტერი). ეს ჯგუფი ასრულებს King Crimson-ის კომპოზიციებს Larks' Tongues In Aspic-იდან Power to Believe-ის პერიოდებამდე. როიტერი და პასტელოტო აგრეთვე გამოდიან ერთად, დუეტ Tuner-ის სახით, რომელიც ცნობილია King Crimson-ის „Industry“-ს გადამუშავებით. სოლო-კარიერის წლებში ედრიან ბელიუ ასრულებდა King Crimson-ის მრავალ კომპოზიციას, განსაკუთრებით - მისი წევრობის პერიოდის მასალას, როგორიც არის „Frame by Frame“ და „Neurotica“.

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის მუსიკის ფუძეები მომდინარეობს 1960-იანების, განსაკუთრებით - ეისიდ და ფსიქოდელიური როკიდან. კონცერტებზე კოლექტივი თავდაპირველად ასრულებდა დონოვანის „Get Thy Bearings“-ს[19], ხოლო რეპეტიციებზე - The Beatles-ის „Lucy in the Sky with Diamonds“-ს.[19] თუმცა, საკუთარ კომპოზიციებში, განსხვავებით მანამდე შექმნილი ჯგუფებისგან, King Crimson თავს არიდებდა როკის ბლუზურ საწყისებს და უფრო მეტად კლასიკურ მუსიკას ეფუძნებოდა. მისი პირველი შემადგენლობა საკონცერტო გამოსვლებისას ხშირად უკრავდა გუსტავ ჰოლსტის სიუიტის „პლანეტები“ სექციას „მარსი“[19], ფრიპი კი აღნიშნავდა, რომ შთაგონებული იყო ბელა ბარტოკის შემოქმედებით.[92] შედეგად, In the Court of the Crimson King, ჯგუფის სადებიუტო ალბომი, ითვლება პროგრესული როკის საწყის წერტილად.[6] King Crimson აგრეთვე შთაგონებული იყო ჯაზით, რაც გამოკვეთილია პირველი ალბომის პირველ კომპოზიციაში „21st Century Schizoid Man“.[6][93] სიმღერებში „Moonchild“[94] და „I Talk to the Wind“ ასევე ასახულია ხალხური მუსიკის გავლენა.[93][94]

ჯგუფის 1981 წლის გაერთიანების შემდეგ მუსიკაში გამოჩნდა ახალი ელემენტები, გამელანური ტიპის მუსიკა[30] და შთაგონება XX საუკუნის მეორე ნახევრის კომპოზიტორებით - ფილიპ გლასით[95], სტივ რაიხით,[96] და ტერი რაილით.[97] 1994 წლის გაერთიანების შემდეგ King Crimson-მა 1970-იანების და 1980-იანების მიდგომის შემდეგ გადაწყვიტა ახალი მიმართულებების გამოყენებაც. მათ მუსიკაში გაჩნდა გრანჟის და ინდუსტრიული მუსიკის უფრო მეტი ელემენტი, ხოლო ემბიენტური ტექსტურები უფრო ვრცელი გახდა ფრიპის განმეორებადი ხმოვანი პანორამებით.

ჯგუფის მუსიკა გამოირჩევა შემდეგი თავისებურებებით:

  • გამოიყენება მზარდი რიტმული მოტივები.[98] მაგალითებია „The Devil's Triangle“ (გუსტავ ჰოლსტის „მარსის“ ადაპტირება) - 5/4 რიტმის მქონე კომპოზიცია, რომელშიც მელოდია სრულდება მელოტრონზე; 1973 წლის „The Talking Drum“ (Larks' Tongues in Aspic); 1984 წლის „Industry“ (Three of a Perfect Pair) და 2003 წლის „Dangerous Curves“ (The Power to Believe და EP Level Five).[99] არსებობს პირიქით, კლებადი არპეჯიოებიც.
  • ხშირი ინსტრუმენტული პიესებით (დროდადრო - ამა თუ იმ სიმღერაში შუალედური ჩანართის სახით). ჯგუფი ასეთ შემთხვევაში ასრულებს ანსამბლის ტიპის ნაწილს, რომელსაც ახასიათებს რიტმული და პოლირიტმული რთული წყობა.[100] ასეთი კომპოზიციების ადრეული მაგალითია „21st Century Schizoid Man“, მაგრამ საგულისხმოა „Larks' Tongues in Aspic“-ის სერიის კომპოზიციებიც (ისევე, როგორც უფრო მოკლე „THRAK“ და „Level Five“) - უფრო ღრმა პოლირიტმული დახვეწილობით; რიტმებით, რომლებიც ერთმანეთთან სინქრონულობას იძენს ან კარგავს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი პოლირიტმული სინქრონიზაციით მთავრდება. ასეთი პოლირიტმული ტენდენციები უფრო გამოკვეთილია ჯგუფის 1980-იანების მუსიკაში - გამელანური ტიპის რიტმული მუსიკალური შრეებით და განუწყვეტელი ერთმანეთზე დაწყობილი კონტრაპუნქტური სტაკატოების სურათებით.
  • რთული სოლო-პასაჟებით ამა თუ იმ ინსტრუმენტისთვის. ასეთია „Fracture“-ში არსებული გიტარის სოლო.[30]
  • 1970-იანების შუა პერიოდიდან - აგრესიული ჟღერადობა, თითქმის ახლო მძიმე მეტალის სტილისტიკასთან. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა ალბომში The Construkction of Light.
  • მშვიდი მელოდიებით და ბალადებით, რომელთა საპირისპიროდ ჩნდება დისონანსური ნოტები („Cirkus“, „Ladies of the Road“ და „Eyes Wide Open“).

იმპროვიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„იმდენად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომ ერთ საღამოს ჯგუფის ერთი წევრი უკრავს ისეთ რამეს, რაც მანამდე არ მოგვისმენია და აუცილებელია მეორედ მოსმენა. შემდეგ ეხმაურები, როგორც წესი - ისე, რომ თავადაც არ მოუსმენია მსგავსი რამ. სწორედ იმპროვიზაციით მომწონს ეს ჯგუფი. არ არსებობს ფორმატი, რომელზეც ჩვენი მორგება შეიძლება. აღმოჩენებს იმპროვიზაციის დროს ვაკეთებთ და თუკი კარგი იდეები, ვცდილობთ, ახალი კომპოზიციების სახით დავამატოთ, ამავე დროს კი იმპროვიზაცია შევინარჩუნოთ და განვავრცოთ“.
— King Crimson-ის მევიოლინე დევიდ კროსი ჯგუფის 1970-იანებში იმპროვიზაციის სტილზე.[30]

King Crimson-ის საკონცერტო გამოსვლებში და სტუდიურ ჩანაწერებში იმპროვიზაციას თავიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. იგი უფრო მარტივ კომპოზიციებშიც შეიმჩნევა - მაგალითად, „Moonchild“-ში და „THRaK“-ში.[101] წლების განმავლობაში ჯგუფის გამოსვლების უმეტესობა შეიცავდა სულ მცირე, ერთ იმპროვიზაციას - King Crimson ავითარებდა მუსიკას თავისუფალი მიმართულებით. ხშირად ჟღერდა შეკავებული პაუზებიც - მაგალითია ბრუფორდის „Trio“-ში შესრულება. „Moonchild“-ის მეორე ნახევარი სტუდიური იმპროვიზაციის ნათელი მაგალითია.[102][103]

სტანდარტული ჯაზის ან ბლუზის იმპროვიზაციისთვის გამოყენების სანაცვლოდ (ასეთ შემთხვევაში სოლისტი პირველ პლანზეა, ხოლო დანარჩენი მუსიკოსები - მეორეხარისხოვანი), King Crimson იყენებდა ისეთ მიდგომას, რომლის ფარგლებში ყოველ მუსიკოსს შეეძლო მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.[104] ინდივიდუალური სოლოების წარმოჩენას King Crimson-ში თავს არიდებდნენ - ყოველი მუსიკოსი უსმენს სხვებს და ჯგუფის ჟღერადობას, რათა საერთო დინამიკაში შემოქმედებითი მონაწილეობა მიიღოს. ხანგრძლივი იმპროვიზაციის მსგავსი მეთოდი გამოიყენება ჯაზ-ფიუჟენის ჟანრის Weather Report-ის მიერ. ფრიპი ასეთ პროცესს, როდესაც მეთოდი მოქმედებდა, მეტაფორულად უწოდებდა „თეთრ მაგიას“.[30]

ამასთან, King Crimson-ის მუსიკა ჯაზურ ან ბლუზურ ელემენტებს იშვიათად იყენებს. ალბომები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ რამდენიმე მათგანი მთლიანად იმპროვიზებული მუსიკისგან შედგება - ასეთია Thrakattak. ამა თუ იმ კონცერტზე იმპროვიზებული კომპოზიციები სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი, უფრო დახვეწილია და ჩნდება სტუდიურ ჩანაწერებშიც. მაგალითია „Power to Believe III“, რომელიც სტუდიურ ვერსიამდე დაიხვეწა, როგორც საკონცერტო ნომერი „Deception of the Thrush“.[105]

შთაგონებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

King Crimson-მა გავლენა იქონია 1970-იანების პროგრესული როკის მოძრაობასა და სხვა თანამედროვე შემსრულებლებზე. ჯენესისზე და Yes-ზე პირდაპირ მოახდინა გავლენა ჯგუფის ადრეულმა სიმფონიურმა მელოტრონულმა როკმა[17]. King Crimson-ის წევრების დიდი ნაწილი მონაწილეობდა სხვა ჯგუფებში და გავლენა ჰქონდა მათ ჟღერადობაზეც. მაკდონალდი უკრავდა Foreigner-ში; ლეიკი - Emerson, Lake & Palmer-ში; ბარელი - Bad Company-ში, უეტონი - UK-ში და Asia-ში. Rush King Crimson-ს უთითებს, როგორც ადრეულ შემოქმედებაზე გავლენას; დრამერი ნილ პირტი ახსენებს მაიკლ ჯაილზის ნოვატორულ სტილს, რომელზეც მასზე გავლენა მოახდინა.[17]

King Crimson-ის გავლენა ვრცელდება მრავალი ჟანრის ჯგუფზე, განსაკუთრებით - 1990-იანების და 2000-იანების. ცნობილია, რომ მათ შორის არის Tool[17][51][106][107], რომლის ვოკალისტი მეინერდ ჯეიმზ კინენი ხუმრობდა მათთან ერთად გამართული ტურნეს შესახებ: „ახლა იცით, ვის მოვპარეთ ყველაფერი. უბრალოდ, არავის უთხრათ, განსაკუთრებით - King Crimson-ის წევრებს.“[108] თანამედროვე პროგრესული, ექსპერიმენტული, ფსიქოდელიური და ინდი-როკ ჯგუფები Crimson-ს ასევე შთაგონების წყაროდ ასახელებდნენ. მათ შორის იყვნენ The Mars Volta,[109][110] Porcupine Tree,[111] Primus,[112][113] Mystery Jets,[114][115] Fanfarlo,[116] და Anekdoten, რომელიც ადრეულ რეპეტიციებზე King Crimson-ის სიმღერებს უკრავდა.[117] სტივენ უილსონი, Porcupine Tree-ს ლიდერი, არის King Crimson-ის კატალოგის 5.1 მიქსების ავტორი. იგი ამბობდა, რომ მათზე მუშაობამ დიდი გავლენა იქონია მის ალბომებზეც.[118] 2012 წლის ნოემბერში The Flaming Lips-მა Stardeath and White Dwarfs-თან ერთად გამოუშვა ალბომის In the Court of the Crimson King საკუთარი ინტერპრეტაცია Playing Hide and Seek with the Ghosts of Dawn.[119] კოლინ ნიუმენი (Wire) ამბობდა, რომ King Crimson-ის კონცერტებს მრავალჯერ დასწრებია, რამაც მასზე ღრმა გავლენა მოახდინა.[120] მელვინ გიბსიც ამბობდა, რომ Rollins Band-ზე შთაგონება King Crimson-მა მოახდინა და ჯგუფი საკუთარ მუსიკაში მსგავს აკორდებს იყენებდა.[121][122] Bad Religion „21st Century Schizoid Man“-ის ტექსტს ახსენებს სიმღერაში „21st Century (Digital Boy)“, ხოლო ლეიბლი Epitaph (რომელიც ჩამოაყალიბა ჯგუფის გიტარისტმა ბრეტ გურევიცმა) სახელწოდებას King Crimson-ის ამავე სახელწოდების სიმღერიდან იღებს.[123]

King Crimson-ს ხშირად თვლიან პროგრესული მეტალის პიონერებად და გავლენად ამ ჟანრის ჯგუფებზე, რომელთა შორის არიან Opeth,[124] Queensrÿche,[125] Mastodon,[126][127] Cynic,[128] Between the Buried and Me,[129] Leprous,[130] Haken,[131] Intronaut,[132] The Ocean,[133] Caligula's Horse,[134] Last Chance to Reason,[135] და Indukti.[136] Iron Maiden-ის და Mudvayne-ის წევრები შთაგონების წყაროდ უთითებდნენ King Crimson-ს და Living Colour-ს[137]. იგივე აზრს იზიარებდნენ Voivod,[138], Enslaved,[139] Sahg,[140] Yob,[141] Pyrrhon,[142] Pallbearer,[143] და The New Czars.[144] King Crimson-ით შთაგონებას აღიარებდნენ მძიმე ექსპერიმენტული და ავანგარდული კოლექტივები The Dillinger Escape Plan,[145] Neurosis,[146] Shining,[147] Ephel Duath,[148] Earth,[149] Zeni Geva,[150] Iceburn,[151] Ancestors,[152] Oranssi Pazuzu,[153] და Scald[154].

King Crimson-ის ნოის-მუსიკის გავლენაზე აგრეთვე საუბრობდნენ მასამი აკიტა (Merzbow),[155] ჯაზ-გიტარისტი დენის რი (Land),[156] ფოლკტრონიკის შემსრულებელი ხუანა მოლინა,[157] ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი RJD2,[158] ჰიპ-ჰოპ და სოულ შემსრულებელი ედრიან იანგი,[159] რეჟისორი ჰელ ჰარტლი,[160] და ფოლკ-პოპ მომღერალი იენ კელი.[161]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი წევრები
ყოფილი წევრები

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიპი არის ჯგუფის ერთადერთი მუდმივი წევრი. მიუხედავად ამისა, იგი საკუთარ თავს ლიდერს არ უწოდებს, ამბობს რა, რომ King Crimson არის „სხვადასხვა რამის შესრულების გზა“.[13][30] ამასთან, იგი არის ჯგუფის დომინირებადი პიროვნება და მეორე ალბომიდან მოყოლებული, კომპოზიციური მიმართულების განმსაზღვრელი. ტრეი განი, 1994-2003 წლებში კოლექტივის წევრი, ამბობდა: „King Crimson არის რობერტის ხედვა. პერიოდი.“[10]

შენიშვნები
  • ჩეპმენ სტიკი და უორის გიტარა არის შეხებაზე დამოკიდებული გიტარების ვარიაციები.
  • სინფილდი იყენებდა VCS3-ს ჩვეულებრივი კლავიშებიანი საკრავების სანაცვლოდ.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : King Crimson-ის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 ედერი, ბრიუს. King Crimson-ის ბიოგრაფია. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2007.
  2. (1997) Legends of Rock Guitar: The Essential Reference of Rock's Greatest Guitarists. Hal Leonard Corporation, გვ. 78. ISBN 978-0793540426. „...ბრიტანული არტ-როკ ჯგუფები, მაგალითად The Nice, Yes, ჯენესისი, ELP, King Crimson, The Moody Blues და პროკოლ ჰარუმი...“ 
  3. მეკენი, ედვარდ (1997). Rocking the Classics: English Progressive Rock and the Counterculture. Oxford University Press. ISBN 978-0-19-509887-7. 
  4. კით ემერსონი, პროგრესული როკის მამა, იყო კლავიშებიანი საკრავების ჯიმი ჰენდრიქსი“, The Telegraph, 12 მარტი 2016. 
  5. VH1's 100 Greatest Artists of Hard Rock
  6. 6.0 6.1 6.2 In the Court of the Crimson King. ABC Gold & Tweed Coasts (abc.net.au). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 მაისი 2006. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  7. ბაკლი 2003, გვ. 477, „21st Century Schizoid Man“-ის კატაკლიზმური მძიმე მეტალით დაწყება და კათედრალური ფორმატის სასათაურო სიმღერით დახურვა.
  8. ედერი, ბრიუს. Giles, Giles and Fripp. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 8 აგვისტო 2007.
  9. ინტერვიუ რობერტ ფრიპთან. ჟურნალი Musician (არქივირებული საიტიდან elephant-talk.com) (1984). დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 თებერვალი 2005. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2007.
  10. 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 10.10 10.11 10.12 10.13 10.14 10.15 10.16 10.17 10.18 10.19 10.20 10.21 10.22 10.23 10.24 სმითი, სიდ (2002). In The Court of King Crimson. Helter Skelter Publishing.  წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი 2009.
  11. ინტერვიუ პიტერ სინფილდთან. Modern Dance (არქივირებული საიტიდან elephant-talk.com). დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 თებერვალი 2005. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2007.
  12. პასკალი, ჯერემი (1984). როკ-მუსიკის ილუსტრირებული ისტორია. Golden Books Publishing.  წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2007.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Epitaph (CD). King Crimson. Discipline Global Mobile. 1997. 
  14. Song to Soul: ინტერვიუ ადრეული King Crimson-ის შესახებ პიტერ სინფილდთან და იენ მაკდონალდთან, 2011 (ვიდეო 3). YouTube. წაკითხვის თარიღი: 2016-08-18.
  15. იენ მაკდონალდის საუბარი მელოტრონებზე: ნაწილი 1 / 8. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2010.
  16. "Prog Rock Britannia: An Observation in Three Movements". BBC. 2 იანვარი 2009.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 King Crimson biography. Discipline Global Mobile (dgmlive.com). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 სექტემბერი 2007. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  18. In the Court of the Crimson King. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 King Crimson FAQ. Elephant Talk (არქივირებული საიტიდან elephant-talk.com). დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 აგვისტო 2005. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  20. Strange Band – Family history. Members.aol.com. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2011.
  21. 21.0 21.1 Earthbound, USA და Thrak. BBC Music (bbc.co.uk). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  22. Earthbound. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 23.6 ბრუფორდი, ბილ, „ბილ ბრუფორდი – ავტობიოგრაფია“, Jawbone Press, 2009
  24. Yes. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  25. Larks' Tongues in Aspic. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  26. 26.0 26.1 King Crimson. უილსონის და ელროის ალბომების მიმოხილვები (warr.org). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  27. King Crimson. The Marquee Club (themarqueeclub.net). დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 სექტემბერი 2007. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  28. Starless and Bible Black. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  29. Starless and Bible Black. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  30. 30.00 30.01 30.02 30.03 30.04 30.05 30.06 30.07 30.08 30.09 30.10 30.11 ტემი, ერიკ. Robert Fripp – From Crimson King to Crafty Master. Progressive Ears (progressiveears.com). 
  31. Red. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  32. “სტატია“, New Musical Express, 28 სექტემბერი 1974. 
  33. “სტატია“, Acton Gazette, 17 ივლისი 1975. 
  34. “სტატია“, Cashbox, 10 მაისი 1975. 
  35. King Crimson family & friends. Discipline Global Mobile (artist-shop.com). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  36. ედრიან ბელიუ. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  37. “Disicipline. Her Majesty's“, The Times, 11 მაისი 1981. 
  38. “Fripp for Discipline“, Sounds Magazine, 25 აპრილი 1981. 
  39. Discipline. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  40. 40.0 40.1 40.2 კონსიდინი, ჯ.დ. (2004). "King Crimson", რედ. კრისტიან ჰორდი და ნეითან ბრეკეტი: The New Rolling Stone Album Guide, მეოთხე, ნიუ-იორკი: Random House. ISBN 0-7432-0169-8. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი 2007. 
  41. “რატომ გააცოცხლა რობერტ ფრიპმა King Crimson“, The New York Times, ნოემბერი 1981. 
  42. 42.0 42.1 “სტატია“, Melody Maker, 19 ივნისი 1982. 
  43. “სტატია“, New Musical Express, 3 ივლისი 1982. 
  44. Thrak. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  45. განმარტება აღებულია ფრიპის პრეს-რელიზიდან, Thrak Football Enterprises-ის საიტიდან, წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი 2009
  46. “სტატია“, Q, მაისი 1995. 
  47. “THRAK“, Vox, მაისი 1995. 
  48. Thrakattak. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  49. the construKction of light. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  50. 50.0 50.1 Heaven and Earth. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  51. 51.0 51.1 ბონდი, ლორა. (2001)Tool Stretch Out And Slow Down in Show With King Crimson. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 23 მარტი 2007.
  52. burning shed - Level Five
  53. Happy With What You Have to Be Happy With. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  54. The Power to Believe. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  55. MSJ-Interview Archived 9 ოქტომბერი 2007 საიტზე Archive.is
  56. რობერტ ფრიპის დღიური, 9 ნოემბერი 2007. Dgmlive.com. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2011.
  57. Two of a Perfect Pair. Discipline Global Mobile. წაკითხვის თარიღი: 14 ოქტომბერი 2015.
  58. რობერტ ფრიპის დღიური. DGMLive (dgmlive.com). წაკითხვის თარიღი: 15 აპრილი 2008.
  59. 'King Crimson's Adrian Belew, part II' (interview in Riot Gear column in Crawdaddy by Max Mobley, 23 ივნისი 2009)
  60. სლევინი, პატრიკ, "ინტერვიუ ედრიან ბელიუსთან: გიტარისტი", The Aquarian, 15 ივნისი 2010
  61. ედრიან ბელიუს ბლოგ-პოსტი, 15 ივნისი 2010. Elephant-blog.blogspot.com (15 ივნისი 2010). წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2011.
  62. 62.0 62.1 ედრიან ბელიუს ბლოგ-პოსტი, 16 ივლისი 2010. Elephant-blog.blogspot.com (16 ივლისი 2010). წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2011.
  63. ბილ ბრუფორდის სიახლეების არქივი, 14 ივლისი 2010. Billbruford.com. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2011.
  64. რობერტ ფრიპის დღიური - დეკემბერი 5, 2010. Dgmlive.com. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი 2011.
  65. ProjeKct Seven. Discipline Global Mobile (dgmlive.com). წაკითხვის თარიღი: 6 აპრილი 2011.
  66. ჰანტერი, ლუდოვიკ. (3 აგვისტო 2012) დღე, როდესაც მუსიკა მოკვდა. FT.com. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი 2012.
  67. რობერტ ფრიპი მუსიკიდან მიდის | DPRP-ის სიახლეების ბლოგი. Dprp.net (4 სექტემბერი 2012). წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი 2012.
  68. King Crimson-ის რობერტ ფრიპი მუსიკალურ ბიზნესს ტოვებს | Rock News | News. Planet Rock (7 სექტემბერი 2012). წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი 2012.
  69. News. Dgmlive.com. წაკითხვის თარიღი: 19 აპრილი 2014.
  70. Bredonborough Rising with Devil Bug. Discipline Global Mobile (6 სექტემბერი 2013). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2017.
  71. რობერტ ფრიპის დღიური, სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013
  72. News. Dgmlive.com. წაკითხვის თარიღი: 19 აპრილი 2014.
  73. 73.0 73.1 'King Crimson 2017 წელს აშშ-ში ტურნეს გამართავს', დეივ ლიფტონი, Ultimate Classic Rock, მეშვიდე გამოცემა, იანვარი 2017
  74. "King Crimson-ის ახალი შემადგენლობა და 2014 წლის ტურნეს გეგმები", Uncut, მარტი 2014
  75. ზივიცი, ჯორდან. King Crimson-ის ტონი ლევინი და გევინ ჰარისონი: სრული ინტერვიუ. Postmedia Network. წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი 2015.
  76. AndesProg – ინტერვიუ King Crimson-ის პეტ პასტელოსთან. წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი 2015.
  77. რიდი, რაიან. King Crimson გაერთიანდება ნიუ-იორკში სამი კონცერტისთვის. წაკითხვის თარიღი: 3 ივნისი 2014.
  78. 'King Crimson ოლბანიში: პროგრესული როკის საუკეთესო ახალი ჯგუფი იწყებს აშშ-ის ტურნეს', დევიდ ფრაიკი, Rolling Stone, 10 სექტემბერი 2014
  79. DGMLive Tour Dates page
  80. რობერტ ფრიპის დღიური, კვირა, 6 მარტი 2016
  81. რობერტ ფრიპის დღიური, 3 იანვარი 2017
  82. რობერტ ფრიპის დღიური, 13 თებერვალი 2017
  83. 'King Crimson-ის ბილ რიფლინი საზაფხულო ტურნეს, ბოუის ქავერის და ჯგუფის მომავლის შესახებ', სტივ სმითი, Rolling Stone, ორშაბათი, 22 მაისი 2017
  84. ჯონ უეტონი, Asia-ს ლიდერი, King Crimson-ის ყოფილი ბასისტი, გარდაიცვალა – NME“, 2017-01-31. (en-US) 
  85. ჯონ უეტონი გარდაიცვალა 67 წლის ასაკში“, 2017-01-31. (en-GB) 
  86. რობინსი, ჯოშ. (31 იანვარი 2017) ჯონ უეტონი, Asia-ს ლიდერი და პროგრესული როკის წამყვანი ფიგურა, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  87. Crimson უშვებს EP-ს Heroes, 27th აპრილი 2017
  88. Peace - a new beginning?“, DGM Live, 4 September 2017. 
  89. Smith, Sid. Chris Gibson joins Crim (13 October 2017).
  90. King Crimson announce Uncertain Times UK and European tour – King Crimson will play 33 dates across the UK and Europe next year on the Uncertain Times tour (by Scott Munro) (22 November 2017). წაკითხვის თარიღი: 24 November 2017.
  91. ბიოგრაფია. 21st Century Schizoid Band (21stcenturyschizoidband.com). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  92. ინტერვიუ რობერტ ფრიპთან. Guitar World (guietriverpress.com) (1986). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  93. 93.0 93.1 უნტერბერგერი, რიჩი. "I Talk to the Wind". AllMusic. წაკითხვის თარიღი: 16 სექტემბერი 2011. "King Crimson (და Giles, Giles & Fripp, რომელიც მანამდე არსებობდა), რასაც ხშირად არ აღნიშნავს, ადრეულ წლებში გამოირჩეოდა ხალხური და ფოლკ-როკის გავლენით. 'I Talk to the Wind' არის სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტა ასახავს ხალხური მუსიკის და განსაკუთრებიტ თანაავტორ იენ მაკდონალდის გავლენას (რომელიც ჯგუფის წევრი მხოლოდ პირველ ალბომზე იყო). '21st Century Schizoid Man'-ის იერიშის შემდეგ, რომელიც არის პირველი სიმღერა სადებიუტო ალბომზე In the Court of the Crimson King: An Observation by King Crimson, ეს მშვიდი, რბილი ფოლკ-ბალადა საკმაოდ კონტრასტულია და აღნიშნავს, რომ King Crimson არის უფრო მრავალმხრივი, ვიდრე საშუალო დონის ახალბედა ჯგუფი."
  94. 94.0 94.1 უნტერბერგერი, რიჩი. "Moonchild/The Dream/The Illusion". AllMusic. წაკითხვის თარიღი: 16 სექტემბერი 2011. "'Moonchild', ისევე, როგორც 'I Talk to the Wind', იყო აშკარა კავშირი ხალხური მუსიკის საფუძვლებთან, რომლებიც King Crimson-მა პირველ ალბომზე გამოიყენა, ერთადერთი, რომელშიც მონაწილეობდნენ იენ მაკდონალდი და მაიკლ ჯაილზი. 'Moonchild'-ის დაახლოებით პირველი სამი წუთი არის ის, რაც მსმენელებს ყველაზე მეტად ახსოვთ - მათ შეადგენს მშვიდი, ხალხური პოეტური ბალადა."
  95. ფილიპ გლასი. The Modern Word (themodernword.com). დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 აგვისტო 2007. წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  96. სტივ რაიხი. BBC Music (bbc.co.uk). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  97. ტერი რაილი. აიოვას უნივერსიტეტი (uiowa.edu). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  98. რიტმი გაფართოებული King Crimson-ის გულში“ (აუცილებელია ფულადი შენატანი), The Boston Globe, nl.newsbank.com, 3 ივნისი 1995. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი 2007. 
  99. კარტერი, ნიკ. “King Crimson: კონტრასტების შესწავლა“, Milwaukee Journal Sentinel, jsonline.com, 17 მარტი 2003. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 სექტემბერი 2007. „[...] ჯგუფი გამოდის ხმოვანი ნისლიდან, როგორც ეს მოხდა რიტმულ "Dangerous Curves"-ში და "The World's My Oyster Soup Kitchen Floor Wax Museum"-ში [...]“ 
  100. უიტნი, ბრიუს. “არ გააცდინოთ კეტ სტივენსის ეს ალბომი: 'Majikat' ნამდვილი მაგიაა“ (აუცილებელია ფულადი შენატანი), North Adams Transcript, nl.newsbank.com, 17 მარტი 2005. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი 2007. „[...] King Crimson-ური პოლირიტმულობა [...]“ 
  101. პარსელი, კევინ. (14 დეკემბერი 2001) ინტერვიუ: საუბარი King Crimson-ის ექსპერიმენტულ გიტარისტთან (აუცილებელია ფულადი შენატანი). University Wire (highbeam.com). ციტატა: „განი: [...] გვაქვს რამდენიმე თავისუფალი ფორმის სიმღერები, სადაც იმპროვიზაციები ჟღერს. ყველაზე სტრუქტურირებულ კომპოზიციებშიც პეტი და მე ყველაფერს ვცვლით.“ წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი 2007.
  102. ნორთლენდი, ჯონ. “In the Court of the Crimson King-ის მიმოხილვა“, Rolling Stone, 17 ივნისი 1997. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი 2007. „"Moonchild" [...] ალბომზე ერთადერთი სუსტი სიმღერაა. მისი 12 წუთის უმეტესობას იკავებს ერთი ან რამდენიმე ინსტრუმენტის მცირე წვლილი.“ 
  103. CD-ების მიმოხილვები: კვირის პოპულარული CD“ (აუცილებელია ფულადი შენატანი), Birmingham Post, highbeam.com, 12 აგვისტო 2000. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი 2007. „თუ ვინმეს კარგი მეხსიერება აქვს, გაიხსენეთ King Crimson-ის Moonchild და ფაქტობრივად, მიხვდებით.“ 
  104. King Crimson-ის განსხვავებული ელფერი: ცხარე წითელი“ (აუცილებელია ფულადი შენატანი), The Atlanta Journal-Constitution, nl.newsbank.com, 22 ივლისი 2001, გვ. L4. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი 2007. „ეს ჯაზის ის ტრადიციული იმპროვიზაცია არ არის. აქ არის აგრესიული, მუსკულარული ჟღერადობა, რომელსაც გონებაგახსნილი მსმენელები აღიქვამენ როგორც ძვირფასს, ასევე რთულს.“ 
  105. The Power to Believe. Prog Archives (progreviews.com). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  106. Lateralus. Pitchfork Media (pitchforkmedia.com). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  107. ჯაბური, დები. “ჩემი ხედვით – Tool-ის კონცერტი“ (PDF), Edmonton Journal, ausu.org, 5 ოქტომბერი 2002. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 მაისი 2005. „მათი ფესვები იმალება ასევე ალტერნატიულ ჯგუფ King Crimson-ში [...]“ 
  108. აგვისტო/სექტემბერი 2001 newsletter. Tool official website (toolband.com). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  109. ლარცენ, გაირი. Mars Volta no. დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 თებერვალი 2005. ციტატა:Q: ვერ უარყოფთ, რომ რობერტ ფრიპის და King Crimson-ის შთაგონების ქვეშ იმყოფებით, ხომ ასეა?
    ომარ როდრიგეს-ლოპესი: არა, რა თქმა უნდა, არა! არც ვცდილობ ფრიპის ნამუშევრებისადმი სიმპათიის დამალვას. [...] King Crimson რაც გავიცანი, ყველაფერი დაიშალა, ოღონდ კონსტრუქციულად.“ წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი 2017.
  110. შეფერი, ჯოზეფ. (7 თებერვალი 2013) Deconstructing: The Rise, Demise, And Legacy Of The Mars Volta. ციტატა: „[...] De-Loused Faith No More-ის თაყვანისცემის სანაცვლოდ, პირდაპირ King Crimson-ზე გადადის.“ წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი 2017.
  111. კრულ, გოვერტი. #104 Porcupine Tree-ს სტივენ უილსონის ინტერვიუ de. ციტატა: „ან ვიმარჯვებთ, ან ვიგებთ, მაგრამ პინკ ფლოიდი და King Crimson ჩვენი მთავარი შთაგონების წყაროებია.“ წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  112. რეიმონდი, ლორენ. Primus - Les Claypool fr. ციტატა: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ King Crimson-ის „Elephant Talk“ Primus-ის სტილის საძირკველი იყო. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
    ლეს კლეიპული: არ ვიცი, რამდენად შექმნა ამ სიმღერამ Primus-ის საძირკველი, მაგრამ აშკარაა, რომ King Crimson-ის ამ შემადგენლობის მოყვარულები ვიყავით, ხოლო ტონი ლევინი, ედრიან ბელიუ, რობერტ ფრიპი და ბილ ბრუფორდი ჩვენთვის უდიდესი შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ. ყველაზე მეტად - ტონი ლევინი, ვინაიდან იგი მსოფლიოს საუკეთესო ბასისტია და ყველაზე გემოვნებიანი.“ წაკითხვის თარიღი: 4 მარტი 2017.
  113. "Say "Cheese"!". Kerrang! (343).
  114. კარტერ, ჰანა. (20 მარტი 2016) INTERVIEW: Mystery Jets. წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი 2017.
  115. მაასენი, მარჯოლეინ. Interview: Mystery Jets (English version). წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი 2017.
  116. მეტი. (13 თებერვალი 2014) A Heart Is A Spade Interview: Fanfarlo. წაკითხვის თარიღი: 4 მარტი 2017.
  117. ნიკოლასი, სტივ. (იანვარი 2001) Anekdoten - "One of Sweden's brightest exports discusses the band's work and future". დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 თებერვალი 2003. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  118. მუნ, გრანტი. (ოქტომბერი 2011) Steven Wilson: I Can't Emphasise How Much I Learned Working With King Crimson. TeamRock. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი 2017.
  119. Flaming Lips Release Remake of King Crimson Album (13 ნოემბერი 2012). წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი 2017.
  120. ჰემი, რობერტ. (31 იანვარი 2017) Wire’s Colin Newman on the Music That Made Him. წაკითხვის თარიღი: 27 თებერვალი 2017.
  121. შტიმერი, ჰენკ. (აპრილი 2011) Heavy Metal Be-Bop #4: Interview with Melvin Gibbs. წაკითხვის თარიღი: 23 თებერვალი 2017.
  122. INTERVIEW. 041 - Chris Haskett (Rollins Band). წაკითხვის თარიღი: 23 თებერვალი 2017.
  123. გეიტსი, კენი. (30 ნოემბერი 2015) A fitting Epitaph: Brett Gurewitz on punk rock, independence and making it big. წაკითხვის თარიღი: 23 თებერვალი 2017.
  124. სლევინი, პატრიკ. Opeth: Interview With Mikael Akerfeldt, Fredrik Akesson. წაკითხვის თარიღი: 13 მარტი 2017.
  125. გრეგ მ. შვარცი. Revolution Now | An Interview with Queensryche. წაკითხვის თარიღი: 15 აპრილი 2017.
  126. მორგან, ენტონი. (2 ნოემბერი 2008) Quintessence - Mastodon vocalist / bassist Troy Sanders spills the worms regarding fourth studio album Crack the Skye. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი 2017.
  127. ალექსისი. (3 მარტი 2005) Mastodon Interview. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი 2017.
  128. Dafopoulos, Yiannis. (17 დეკემბერი 2008) Paul Masvidal (Cynic). წაკითხვის თარიღი: 28 თებერვალი 2017.
  129. Westland, Raymond. (ივლისი 2015) (((O))) : Interview: Dan Briggs from Between the Buried and Me. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  130. Chirulescu, Andrea. (3 აპრილი 2010) Leprous, prog metal revelation from Norway. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  131. An Interview with Ross Jennings (14 აპრილი 2014). წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  132. Ype. (ივნისი–ივლისი 2013) Intronaut. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი 2017.
  133. Magnotta, Andrew. (31 ივლისი 2013) An Interview with The Ocean: Permanence. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი 2017.
  134. Robert Bergstein Larsen. Interview med Caligula’s Horse (29 ოქტომბერი 2015). წაკითხვის თარიღი: 27 თებერვალი 2017.
  135. Cavaliere, Gabe. Interview with Michael Lessard of Last Chance to Reason. წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი 2017.
  136. Indukti Interview (26 თებერვალი 2006). წაკითხვის თარიღი: 24 მარტი 2017.
  137. King Crimson
  138. Murphy, ტომ. (26 თებერვალი 2015) Voivod Brought its Prog-Rock-Inspired Metal to Denver. წაკითხვის თარიღი: 8 მარტი 2017.
  139. O'Hagar, Sammy. (4 ნოემბერი 2008) ENSLAVED’S GRUTTLE KJELLSON: THE METALSUCKS INTERVIEW. წაკითხვის თარიღი: 8 მარტი 2017
  140. Matthijssens, Vera. Sahg. წაკითხვის თარიღი: 12 მარტი 2017.
  141. Brown, Kit. (18 თებერვალი 2015) Mike Scheidt of Yob: The Heavy Blog Is Heavy Interview. წაკითხვის თარიღი: 4 მარტი 2017.
  142. Palermo, Domenic. SXSW 2014 | Artist to Artist Interviews | Nothing Vs. Pyrrhon. წაკითხვის თარიღი: 14 აპრილი 2017.
  143. A., Mattia. CVLT Nation Interviews Pallbearer + Tour Dates. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი 2017.
  144. Stone. Greg Hampton Of The New Czars – A Metal Odyssey Interview And Overview!. წაკითხვის თარიღი: 9 მარტი 2017.
  145. Tsimplakos, Jason. (5 ნოემბერი 2013) The Dillinger Escape Plan interview. წაკითხვის თარიღი: 23 თებერვალი 2017.
  146. Samudrala, Ram. (17 ოქტომბერი 2000) Q&A with Scott Kelly of Neurosis. წაკითხვის თარიღი: 26 თებერვალი 2017.
  147. Doreleijers, Bart. Shining. წაკითხვის თარიღი: 18 მარტი 2017.
  148. Bromley, Adrian. The Path of Self-Rephormulation - CoC talks to Davide of Ephel Duath. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი 2017.
  149. Fifteen Questions with Dylan Carlson. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი 2017.
  150. Frank, Oliver; Kollár, Bálint. Zeni Geva interview (2015.05) (მაისი 2015). წაკითხვის თარიღი: 4 მარტი 2017.
  151. Shteamer, Hank. (მაისი 2011) #5: GENTRY DENSLEY. წაკითხვის თარიღი: 24 მარტი 2017.
  152. Heavy Metal Time Machine – Ancestors interview. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი 2017.
  153. Spyros. CVLT Nation Interviews: Oranssi Pazuzu. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი 2017.
  154. Scald Interview with Bato for Metal Revolution 2004. წაკითხვის თარიღი: 12 მარტი 2017.
  155. Fifteen Questions with MERZBOW - Lost and found. წაკითხვის თარიღი: 27 თებერვალი 2017.
  156. Melton, Jeff. (დეკემბერი 2001) Dennis Rea interview in Exposé magazine. წაკითხვის თარიღი: 8 მარტი 2017.
  157. Rosal Garaizabal, Borja. JUANA MOLINA - Elixir de la eterna juventud es. წაკითხვის თარიღი: 8 მარტი 2017.
  158. Kantrowitz, Sean. RJD2 Gives You His Third Hand. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 ოქტომბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 13 მარტი 2017.
  159. Adrian Younge Is Timeless. Vice. წაკითხვის თარიღი: 12 მარტი 2017.
  160. Schamus, James. THE SIMPLE LAWS OF FILMMAKING. წაკითხვის თარიღი: 12 მარტი 2017.
  161. Fioraso, Remington. (15 ივლისი 2015) Interview – Ian Kelly. წაკითხვის თარიღი: 13 მარტი 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=King_Crimson&oldid=3533456“-დან