თადეოზ სტეფანწმინდელი
იერსახე

თადეოზ სტეფანწმინდელი, თათე მამებელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 21 აგვისტო (3 სექტემბერი)). დააარსა სტეფანწმინდის მონასტერი. დასაფლავებულია იქვე.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი[1], სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.
ხსენების დღე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელის ხსენების დღეს 3 სექტემბერს [ძვ. სტ. 21 აგვისტო] აღნიშნავს[2].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 559.
- ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 153-154
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ამჟამად ცნობილია თეთრახევის მამების ეკლესიის სახელით.
- ↑ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 23 დეკემბერი, 2005 წელი, თბილისი
|